ძვირფასო
მოსწავლეებო, 2018 წლის 20 ოქტომბრიდან შეგიძლიათ
ჩაეწეროთ
ქალაქ
თბილისის N12 საჯარო სკოლის ველური მთიანეთის კლუბში
და
მონაწილეობა
მიიღოთ კლუბის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში.
ინფორ-
მაციისათვის
მიმართეთ გეოგრაფიის პედაგოგს
ნანა
ჭინჭარაულს. მსურველებმა წერილობით უნდა დაადასტურონ
კლუბში
გაწევრიანების
სურვილი, რისთვისაც აღნიშნული მასწავლებლის სახელზე
წერთ განცხადებას.
მე-12
საჯარო სკოლაში 25
ოქტომბრიდან ფუნქციონირებს შემოქმედებითი
კლუბი ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“, რომლის უმთავრესი მიზანია
ლიტერატურისა და კინოხელოვნების სინთეზის დანახვა. კლასიკოსთა შედევრები არაერთგზის
გამხდარა რეჟისორთა ინტერესის საგანი. სწორედ აქედან დაიბადა კლუბის
დაარსების იდეა. მოსწავლეთა დაინტერესება ამ კითხით გაზრდის მათ
ცნობისმოყვარეობას. განუვითარდებათ ანალიზის, მსჯელობის, დისკუსიისა
და პრეზენტაციის უნარები.
კლუბში გაწევრიანება
შეუძლიათ საბაზო-საშუალო
საფეხურის მოსწავლეებს,
რომლებიც განცხადებით
მიმართავენ კლუბის კურატორს,
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს,
დალი ჭეიშვილს და
თანახმანი იქნებიან,
დაემორჩილონ კლუბის
წესდებას.
ნორჩ ესეისტთა კლუბი
მოსწავლეთა საყურადღებოდ!მე-12 საჯარო სკოლაში 2018 წლის 30
ოქტომბრიდან ფუნქციონირებს ლიტერატურულ-შემოქმედებითი კლუბი ,,წიგნის
სამყარო“, რომლის უმთავრესი მიზანია ლიტერატურის პოპულარიზაცია,
მოსწავლეებში წიგნებისადმი ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული
გემოვნების დახვეწა.
კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს,
რომლებიც განცხადებით მიმართავენ კლუბის კურატორს, ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელს, მზია არაბულს და თანახმანი იქნებიან,
დაემორჩილონ კლუბის წესდებას.
,,გზად ია-ვარდი დაჰფინეთ,ანბანი მობრძანდებაო".
დღეს 1ა კლასში გამორჩეული დღე იყო,ანბანთან შეხვედრის დღე,პირველი
საანბანო გაკვეთილი,პირველი ასო-ბგერების გაცნობა,წაკითხვა და
დაწერა.ჩემი პატარები სიხარულით და დიდი სიყვარულით შეეგებნენ ანბანის
შემობრძანებას და მასპინძლობაც ღირსეული გაუწიეს.
ეს დღე დაუვიწყარი იქნება მათთვის.