თვითმმართველობა
14 ივნისი 2023
კატეგორია - თვითმმართველობა
მოსწავლის ცხოვრებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში სასწავლო დაწესებულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დროის უმეტეს ნაწილს ბავშვი სწორედ აქ ატარებს.
სასკოლო ცხოვრება რომ უფრო საინტერესო იყოს,არ არის საკმარისი მხოლოდ სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვა.ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასკოლო კლასგარეშე მუშაობას. ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენი სკოლის ხელმძღვანელობას და მოსწავლე-ახალგაზრდებსაც.ამიტომ ძალ-ღონეს არ იშურებენ,რომ სასკოლო ცხოვრება საინტერესო და სახალისო გახადონ.

სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო,რომლის მიზანი სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელებაა.ისინი ზრუნავენ მოსწავლეთა პრობლემებზე ,ცდილობენ გააუმჯობესონ სკოლის ცხოვრება და უფრო აქტიური გახადონ.
თვითმმართველობა ორი საფეხურისაგან შედგება.საბაზო საფეხური (VII-IX), საშუალო საფეხური (X-XII).
2022-2023 სასწავლო წლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები არიან.

საბაზო საფეხური:
  • ფიფია ანა - VIIა
  • სოლოშვილი საბა  - VIIბ
  • სიჭინავა ელენე -      VIIგ
  • ყრუაშვილი ლაშა  -    VIIდ
  • ჩხაიძე თენგო -   VIIIა
  • ხარატიშვილი რუსუდან - VIIIბ
  • ობგაიძე მარიამ -   VIIIგ
  • დობორჯგინიძე კოკა - IXა
  • გიორგაძე სოფიო - IXბ
  • წულაია დეა - IXგ

    საშუალო საფეხური:
  • რომელაშვილი არჩილ -  Xა
  • წერეთელი ანა  -  Xბ
  • პატაშური თინიკო -  XIა
  • აბესაძე ლიზი-    XIბ
  • რაზმაძე ნინო - XIIა
  • ქერდიკაშვილი  მარიამ - XIIბ
2022  წლის 10 ოქტომბერს სსიპ ქაკლაქ თბილისის N12 საჯარო სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებში  ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც გამოირჩეოდა მოსწავლეთა აქტიურობით. კლასების მიხედვით წარმოდგენილი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა შემადგენლობიდან 2022 წლის 13 ოქტომბერს ჩატარდა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავეთა თვითმმართველობის თავჯდომარეთა არჩევის სხდომები, სადაც საბაზო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარედ არჩეულ იქნა IXაკლასის მოსწავლე კოკა დობორჯგინიძე, ხოლო საშუალო საფეხურისმოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარედ არჩეულ იქნა Xბ კლასის მოსწავლე ანა წერეთელი, რომელიც ასევე იქნება მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.  პირველსავე სხდომაზე  შეიქმნა სასკოლო კლუბები: ლიტერატურულ-შემოქმედებითი კლუბი ,,პაემანი ლიტერატურასთან", მოგზაურთა კლუბი ,,ველური მთიანეთი", სამოქალაქო განათლების კლუბი ,,თავისუფალი მოქალაქე".  თვითმმართველობის ეფექტური მუშაუბისათვის შეიქმნა  მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება, სადაც სადაც დასახული მიზნები და ამოცანები პუნქტებად იქნა გაწერილი. 
მოსწავლეთა თვითმმართველობამ შექმნისთანავე დაგეგმეს  წლის განმავლობაში  ჩასატარებელი ღონისძიებები და პროექტები: თანამშრომლობა სკოლის თვითმმართველობასთან და მათი ორგანიზებით სკოლაში ჩატარდა ღონისძიება  შემოდგომის ფესტივალი-„კართან მოდგა შემოდგომა“,  საახალწლო კარნავალი ,,ჯადოსნური საღამო", წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი ღონისძიება ,,იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო", ( დრო მდინარეა, ქალი კი ხიდი...) პიველი აპილის ღონისძიება ,,ჩვენ ვიღიმით", ,,9 აპრიილი-დღე ტრაგედიის! დღე გამარჯვების!"  ,,26 მაისი-ეს დღე ჩვენია", პროექტი ,,გაიცანი შენი ქალაქი და განავითარე შენი რეგიონი". კონკურსები: სიყვარულით დანახული სამყარო, მახვილგონიერთა კონკურსი ,რა? სად? როდის?  ,,ტვინების ბრძოლა".
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ქალბატონი მზია არაბულის კურატორობით ლიტერატურულ-შემოქმედებითმა  კლუბმა  გააერთიანა  ნორჩი შემომქმედი მოსწავლეები (ლიტერატურა,მხატვრობა, მუსიკა).ქართული ლიტერატურის დანიშნულება ხომ ტკბილ ქართულის,ჯერ კიდევ მოუკვლეველი და ხელშეუხებელი ფენების ამოხეთქვაა,მისი გადამალულ საუნჯეთა გამომზეურებაა,სიტყვის აღმოჩენა-გაცოცხლებაა,მორთვა-მოკაზმვაა. ან თუ გნებავთ შეთხზვა-გამოგონებაა.ლიტერატურული ენა ხომ ის ცოცხალი ძაფია,რომელსაც მიჰყავს შემოქმედი ერის,ხალხის სულიერ საუნჯესთან,მის წარსულთან,აწმყოსთან თუ მყოფადთან,მის ოცნებასა თუ მოგონებებთან,ჭირსა თუ ვარამთან,ჭმუნვასა თუ სიხარულთან.ყველაფერი ეს არის ის,რასაც ლიტერატურა ჰქვია.წარსულის,აწმყოს,ოცნების,ვარამის,სიხარულის,ტრფიალის,ვნებათაღელვის გამოცოცხლებაა ლიტერატურა,მხატვრობადამუსიკა.  თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთო ინტელექტუალურ კონკურსებში მოსწავლეთა გონებრივი და ინტელექტუალური განვითარების და ცოდნის გაღრმავების მიზნით. ჩვენმა  მონაწილეობა არაერთ ინტელექტუალურ თამაშში მიიღეს მონაწილეობა,საკმაოდ კარგი შედეგებით და გამოცდილებაც მიიღეს.
ინტელექტუალურ და შემეცნებით ღონისძიებებთან ერთად თვითმმართველობა ზრუნავდა მოსწავლეების განტვირთვასა და გართობაზე,სწორედ მათი ორგანიზებითა და ბავშვების დახმარებით ჩატარდა ერთ-ერთი დაუვიწყარი ღონისძიება „საახალწლო კარნავალი“, სადაც სურვილისამებრ დასწრება შეეძლოთ,როგორც საშუალო საფეხურის მოსწავლეებს,ასევე მასწავლებლებს. ორგანიზატორთა გუნდის ძალისხმევით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მზადება,ყველა დეტალის შეთანხნმება ხდებოდა სკოლის დირექციასთან. მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციები კულტურა მუსიკალური ნორმების საშუალებით. მონაწილეები წარმოდგენილნი იყვნენ თვითოეული კუთხისთვის დამახასიათებელ სამოსში. ღონისძიების დასასრულს კი პედაგოგებს გადასცეს თავიაანთი მოფიქრებული ნორმატივები.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.