სკოლის შესახებ
28 ივლისი 2015
კატეგორია - სკოლის შესახებ
სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლა ნაძალადევის რაიონში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩის N85 ში მდებარეობს. ის რვა ათეულ წელზე მეტს ითვლის.
სკოლის შენობა ოთხსართულიანი  ნაგებობაა. აქვს ორი სპორტული დარბაზი, მუსიკალური და ცეკვის სტუდია. ეზო ჩოგბურთის კორტებით, სტადიონითა და ბაღებით. სკოლა უზრუნველყოფილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, ბიბლიოთეკით, ექიმის კაბინეტით,რესურს ოთახით.
სკოლას აქვს ფართო და ნათელი საკლასო ოთახები, კაბინეტ-ლაბოორატორიები, ბიბლიოთეკა. შენობა უზრუნველყოფილია გამართული ცენტრალური გათბობით.სასკოლო ავეჯითა და სკოლის ბუფეტით.
როგორც ისტორია გვაუწყებს, სკოლა დაარსდა 1939 წელს. დიდი სამამულო ომის პერიოდში სკოლის შენობა სამხედრო  საავადმყოფოდ  იყო გამოყენებული.
40-იან წლებში, 1954  წლამდე სკოლა N38 ქალთა საშუალო სკოლის სახელით იყო ცნობილი. 1954 წელს მოხდა მოსწავლე გოგონბისა და ვაჟების გაერთიანება და ეწოდა მე-12  ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა , ხოლო 2005 წლიდან სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლა.
სკოლას ხელმძღვანელობდნენ თ. ქიშმარია, მ. სიხარულიძე, გ.ჩეჩელაშვილი, რ. გურგენიძე, შ.გალდავაძე,  ნ. ლოლშვილი, ა. ბერულავა, კამაკმიძე, ნ. ჯუღელი,  მ. გორგასლიძე.  2014 წლიდან კი დაინიშნა ქალბატონი მედეა გურგენაძე, რომელმაც დიდი გამოცდილება და პროგრესული ხედვა მოარგო მასწავლებლის, მოსწავლისა თუ მშობლის სურვილებს და სკოლას დაუსახა განვითარების გზა, რომელსაც ყველა ერთსულოვნად მიჰყვება.
სასაწავლო პროცესის გამართულობა უმნიშვნელოვანესია სკოლის წარმატებული მოღვაწეობისთვის. სკოლის სასწავლო ნაწილი მაია ბერძენიშვილი წლებია ერთგულად  ხელმძღვანელობს ამ სფეროს,  უსაზღვრო ენთუზიაზმის და მოტივაციის სწყალობით.
სკოლის ავტორიტეტზე პროფესიონალი მასწავლებლების მთელი არმია ზრუნავს. ეს არის კოლეგიალობით და სიყვარულით შექმნილი გუნდი, რომლის წევრთა ხედვა, მისწრაფება და მიზანი ემთხვევა ერთმანეთს. ისინი მოსწავლეებს ასწავლიან არამარტო „მამათა და შვილთა ბრძოლას“  , „პითაგორას თეორიას“ ,ან "ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლებს", არამედ იმასაც, თუ როგორ გამოიყენონ  ცხოვრების მოცემულ ეტაპზე არსებული ცოდნა პრაქტიკაში და რაც მთავარია, როგორ შეძლონ საკუთარი უნარ- ჩვევების სრული რეალიზება.
მე-12 საჯარო სკოლის კედლებში მრავალი სახელოვანი კურსდამთავრებნული აღიზარდა, რომლებმაც მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში გაითქვეს სახელი : პროფესორ მასწავლებლები, ტელევიზიისა და სცენის ცნობილი სახეები, რეჟისორები, მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონები, პოლიტიკოსები :  ბატონი ავთანდილ ვარსიმაშვილი- გრიბოედოვის თატრისა და თვისუფალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი მანანა ორბელიანი. არჩილ სოლოღაშვილი, „რუსთვი 2“ ის „შუადღის“ წამყვანი. პროფესორები: თამარ ხვედელიანი, ვაჟა ცხოვრებაშვილი, ცისნამი საბაძე, გ ხვედელიანი,  ლამარა კრავეიშვილი, ვაჟაა ბოჭორიშვილი,  ტრიელ ხეჩიკაშვილი -სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი. მსოფლიო ჩემპიონი სამბოში, ლევან ქოჩიევი, ვასო ქოჩიევი. ევროპისა და მრავალი საერთაშორისო ტურნინირს გამარჯვებული ჩოგბურთში თათია მიქაძე  საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ  ჭიდაობაში.

სკოლის დირექციასა და პედაგოგიურ კოლექტივს ნათლად აქვს გააზრებული სკოლის საზოგადოებრივი ფუნქცია და მიზნები და შესაბამისად წარმართავენ საქმიანობას.  ამაში მათ ეხმარება სწავლების ინოვაციური მეთოდები  და ტექნოლოგიები რომლებიც განვითარების ფართო არეალს გვთვაზობს.
სკოლას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჯანსაღი თაობის ფორმირებაში, რადგან მოსწავლეობის პერიოდი უმნიშვნელოვანესია პიროვნების განვითარებასა და ინდივიდად ჩამოაყალიბებაში.
ჩვენი სკოლის ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანია. სიამაყით აღავსებს ყოველ მასწავლებელს წარჩიენული მოსწავლეების ყურება, რომლებიც დაჯილდოებულები არაინ განათლების სამინისტროს მიერ პერსონალური კომპიუტერებით, ისევე როგორც კურსდამთავრებულების - რომლებიც წარმატებით აგრძელებენ სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში. სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან  ჩართულნი სასკოლო, სარაიონო და რესპუბლიკურ კონფერენციებში, ტურებსა და ოლიმპიადებში წარმატებას აღწევენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.