სასკოლი სასწავლო გეგმა
18 აგვისტო 2023
.

შემუშავებულია

სკოლის დირექტორის მონაწილეობით

____________________________________

 

შეთანხმებულია

სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის სამეურვეო

საბჭოს 2022 წლის 07 სექტემბრის N3 სხდომაზე

____________________________________

 

დამტკიცებულია

სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის პედაგოგიური

საბჭოს 2022 წლის 07 სექტემბრის N1 სხდომაზე

____________________________________

 

 

 

 

 

 

სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის

 

სასკოლო სასწავლო გეგმა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2022-2023  სასწავლო წელი

 

 

 

 

შინაარსი

 

შესავალი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია

სწავლა - სწავლების მიზნები

ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები

2022-2023 სასწავლო წლის კალენდარი

საგნობრივი კათედრის მუშაობის პრინციპები

მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების სისტემა

საათობრივი ბადე

საგანმანათლებლო რესურსის ჩამონათვალი

საგანმანათლებლო რესურსის ჩამონათვალი

შინსწავლება

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და   სააღმზრდელო მომსახურება

სადამრიგებლო  პროგრამა

ინკლუზიური განათლება

პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა

დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზების გეგმა

სასკოლო კურიკულუმი/წლიური პროგრამები

 TOC \o "1-3" \h \z \u

 

 

 

შესავალი

2022-2023 სასწავლო წლის სკოლის სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით და 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების საფუძველზე.

სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს, საბაზო საფეხური -  VII-IX კლასებს, ხოლო საშუალო საფეხური- X-XII კლასებს.

 

 

 

 

                                   სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო   სკოლის  მისია

 

 

                                                                                                                                                                                1.სკოლის მისია

    სსიპ ქალაქ თბილისის №12 საჯარო სკოლა მოემსახურება და იზრუნებს განათლებული კრიტიკულად მოაზროვნე, სრულფასოვანი, კომუნიკაბელური კანონმორჩილი პიროვნების ჩამოყალიბებაზე, რომელიც დაიცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. იქნება თავისი ქვეყნის კულტურის, ტრადიციების და აღმსარებლობის პატივისმცემი და დამცველი.

                                                                        

 

2. მიზანი

      ვიზრუნებთ მივიღოთ ცოდნის შედეგზე  ორიენტირებული   სსიპ ქალაქ თბილისის №12 საჯარო სკოლა, რომელიც მოსწავლეს განუვითარებს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, მისცემს საჭირო ცოდნას, რაც საშუალებას მისცემს მოზარდს  გააქტიურდეს ახალი ღირებულებების შექმნის პროცესში.მაქსიმალურად მოახდინოს  საკუთარი ძალებისა და პოტენციალის მობილიზება; ჰქონდეს მზაობა-საჭიროების მიხედვით გამოავლინოს ცოდნა და კომპეტენცია; გააჩნდეს პასუხისმგებლობა ქვეყნის ინტერესებისა და ტრადიციების მიმართ და დაითვითცნობიეროს თავისი უფლება-მოვალეობები საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.


 

სწავლა - სწავლების მიზნები

 

ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები:

 

გადაჭრა

·       პრობლემის ამოცნობა, აღწერა და გაანალიზება;

·       პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, მათგან ყველაზე ეფექტურის შერჩევა.

კრიტიკული აზროვნება

·       ფაქტების, წარმოდგენების, მოსაზრებების კრიტიკულად განხილვა და გაანალიზება;

·       შეკითხვების ჩამოყალიბება და მათზე პასუხის ძიება;

·       არგუმენტირებულად   მსჯელობა, ანუ   საკუთარი   მოსაზრებების დასაბუთება შესაფერისი არგუმენტების, მაგალითების მოყვანით;

·       გონივრული არჩევანის გაკეთება და მისი დასაბუთება.

შემოქმედებითი აზროვნება

·       ჩანაფიქრის შემოქმედებითად განხორციელება;

·       ორიგინალური იდეების გამოვლენა და ხორცშესხმა; ახლის შექმნა;

·       დასმული პრობლემების გადასაჭრელად   არასტანდარტული გზების მოძიება;

·       სწრაფვა გარემოს გარდაქმნა-გაუმჯობესებისკენ;

·       გამოწვევების მიღება, სასკოლო საქმიანობაში გაბედული ნაბიჯების გადადგმა.

თანამშროლობა

·       სამუშაოს თანასწორად განაწილება და შესრულება ჯგუფური/გუნდური მუშაობის დროს;

·       მზაობა ჯგუფში/გუნდში სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად (მაგ., ლიდერის);

·       განსხვავებული იდეების, შეხედულებების    კონსტრუქციულად განხილვა;

·       რესურსების, მოსაზრებების, ცოდნის გაზიარება პრობლემათა ერთობლივად გადაჭრის, გადაწყვეტილებათა ერთობლივად მიღების მიზნით.

კომუნიკაცია

·       განცდილის, ნააზრევის მიტანა მსმენელამდე/მკითხველამდე, მათზე შთაბეჭდილების მოხდენა;

·       ინფორმაციის   გაზიარება   საკომუნიკაციო   სიტუაციის   შესაბამისი ვერბალური და არავერბალური საშუალებების გამოყენებით;

·       სხვისი მოსმენისა და გაგების უნარი;

·       პიროვნული ღირსების გააზრებისა და დაფასების უნარი.

ეთიკა

·       ეთიკური ნორმების დაცვა;

·       სოლიდარობის განცდა;

·       ემპათია;

·       განსხვავებულობის მიმღებლობა;

·       საკუთარ აქტივობაზე პასუხისმგებლობის გააზრება.

მეწარმეობა, ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა.

·       სწავლა-სწავლების პროცესში ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გამოვლენა;

·       ახალი იდეების, მიდგომების, შესაძლებლობების ძიება და მათი განხორციელება სწავლის გაუმჯობესების მიზნით;

·       მზაობა გამოწვევების მისაღებად, გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად.

დროსა და სივრცეში ორიენტირება

·       თანამედროვე რეალობის სივრცულ-დროით ჭრილში გააზრება და ინტერპრეტირება;

·       მულტიპერსპექტიული ხედვა დროითი და სივრცული ფაქტორების გათვალისწინებით.

კვლევა

·       კვლევითი ამოცანის, კვლევის პროცედურების, მონაცემების მოპოვების გზებისა და აღრიცხვის ფორმების განსაზღვრა; სათანადო რესურსების შერჩევა;

·       კვლევის ჩატარება, მონაცემების აღრიცხვა და სხვადასხვა ფორმით წარმოდგენა/ ორგანიზება;

·       მონაცემების ანალიზი, არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა; კვლევის შედეგების შეფასება;

·       კვლევითი სამუშაოების ჩატარების დროს ეთიკისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

სწავლის სწავლა დამოუკიდებ-ლად საქმიანობა

·       აქტივობის/დავალების ღირებულების განსაზღვრა - მოსწავლემ უნდა დაინახოს, რას შესძენს აქტივობის შესრულება, რა პიროვნულ თუ სოციალურ სარგებელს მოუტანს მას;

·       აქტივობის/დავალების დაგეგმვა - მოთხოვნათა გააზრება და მის შესასრულებლად საჭირო ცოდნის განსაზღვრა; დავალების/აქტივობის მთავარი მიზნის განსაზღვრა; სამუშაოს წარმატებით შესრულების კრიტერიუმების დადგენა; განსახორციელებელი სამუშაოს ეტაპების გამოკვეთა; იმის განჭვრეტა, თუ რა გაუადვილდება, რა გაუძნელდება, რაში დასჭირდება დახმარება; სტრატეგიების მიზანშეწონილად შერჩევა სამუშაოს თითოეული ეტაპისათვის;

·       სწავლის პროცესის მონიტორინგი - დაფიქრება სწავლის პროცესზე, იმ პირობების და ფაქტორების ამოცნობა, რომლებიც ხელს  უწყობს  ან აფერხებს    წინსვლას,    სათანადო    ზომების    მიღება    წინსვლის ხელშესაწყობად;   თვითშეფასება   ძლიერი   და   სუსტი   მხარების დასადგენად, სუსტი მხარეების გასაძლიერებლად გზების დასახვა;

·       სოციოემოციური მართვა - ნერვიულობის მინიმუმამდე დაყვანა, საჭიროებისამებრ, დახმარების თხოვნა, საკუთარ თავში სიძნელეთა გადალახვის რესურსების პოვნა; შეცდომების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და წინსვლის წყაროდ გამოყენება;

·       ცალკეული საქმიანობისთვის გამოყოფილი დროის ეფექტურად გამოყენება.

 

პასუხისმგებ-ლობა

·       სასკოლო საქმიანობებში (სასკოლო ცხოვრებაში) ნაკისრი ვალდებულების შესრულება;

·       სამუშაოს დადგენილ ვადებში დასრულება და ჩაბარება;

·       საკუთარი ქცევის მართვა, საკუთარ ქცევებზე, სოციალურ აქტივობებზე პასუხისმგებლობის აღება.

ინფორმაციული

და

საკომუნიკაციო

ტექნოლოგიების

გამოყენება

 

·          ქსელური ძიება;

·          ინფორმაციის გავრცელება;

·          ელექტრონული რესურსის მოძიება და გამოყენება სასწავლო პროცესში.

 

წიგნიერება

ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანის,    გაანალიზება - ინტერპრეტირებისა და წარდგენა-გაზიარების უნარი.

 

 

ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები

Ø  მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა

ა) ყველა მოსწავლე არის უნიკალური თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, შესაძლებლობებით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სწავლა-სწავლების დროს;

ბ) სწავლა უნდა მიმდინარეობდეს პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა და ინტერაქციას, სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და მასწავლებელთან ერთად არის პასუხისმგებელი საკუთარ სწავლასა და განვითარებაზე.

Ø  სწავლა-სწავლების პროცესში თანასწორუფლებიანობის დაცვა

სწავლა-სწავლების პროცესში თანასწორუფლებიანობის დაცვის იზნით:

ა) დაუშვებელია მოსწავლეების განაწილება კლასებში აკადემიური მოსწრების მიხედვით განვითარების თანაბარი შესაძლებლობის მისაცემად, სკოლა ვალდებულია მოსწავლეები უზრუნველყოს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესით - ინდივიდუალური მიდგომისას სხვადასხვა მეთოდის, სტრატეგიის, პრობლემათა გადაჭრის გზებისა თუ აქტივობათა ტიპების გამოყენებით.

ბ) განვითარების თანაბარი შესაძლებლობის მისაცემად, სკოლა ვალდებულია მოსწავლეები უზრუნველყოს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესით - ინდივიდუალური მიდგომისას სხვადასხვა მეთოდის, სტრატეგიის, პრობლემათა გადაჭრის გზებისა თუ აქტივობათა ტიპების გამოყენებით.

Ø  მოსწავლის მოტივაციის გაზრდა

სკოლა ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლის მოტივაციის გაზრდაზე. მოსწავლე უნდა ხედავდეს დავალების მიზანს, მის საჭიროებას, კავშირს სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის.

Ø  დისციპლინა

სკოლამ უნდა განუვითაროს მოსწავლეებს საკუთარი მოვალეობების გააზრების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უნარ-ჩვევები. ამავე დროს, სკოლამ უნდა უზრუნველყოს მშვიდი და საქმიანი გარემოს შექმნა.

Ø  მოსწავლეთა ჩართულობა

მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობა სასწავლო პროცესში. მოსწავლეები არა მხოლოდ აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ განათლების მიღების პროცესში, ასევე საშუალება უნდა ჰქონდეთ ერთმანეთს დაეხმარონ და მონაწილეობა მიიღონ თანატოლების სწავლა-სწავლების პროცესშიც.

 

2022-2023 სასწავლო წლის კალენდარი

 

1. სასწავლო წელი ითვალისწინებს ორ სემესტერს. სასწავლო წელს ორ სემესტრად ყოფს ზამთრის არდადეგები.

2. 2022-2023 სასწავლო წლის დაწყების თარიღია: 2022 წლის 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების - 2023 წლის 15 ივნისი, გარდა  I და XII კლასისა;

3. XII კლასის მოსწავლეთათვის 2022-2023 სასწავლო წლის დასრულების თარიღია: 2023 წლის 19 მაისი;

4. I კლასის მოსწავლეთათვის 2022-2023 სასწავლო წლის დასრულების თარიღია: 2023 წლის 25 მაისი;           

5. 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი მთავრდება 2022 წლის 29 დეკემბერს. მეორე სემესტრი იწყება 2023 წლის 16 იანვარს;

6. სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია 6 დღიანი სწავლებაც. კერძოდ,  იმ შემთხვევაში თუ:

ა) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;

ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები;

გ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ.

7. სკოლაში გაკვეთილების ხანგრძლივობა განისაზღვრება შემდეგი სახით:

  • I კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობაა 35 წუთი;
  • II კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობაა 35 წუთი;
  • III-XII კლასებში გაკვეთილის ხანგძლივობაა 40 წუთი.

 

8. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი. კერძოდ, სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს (გაზარდოს ან შეამციროს) გაკვეთილების განრიგი მაგრამ, არანაკლებ 30 წუთამდე.

9. გაკვეთილების დაწყებისა და დასრულების განრიგი:

 

 

 

გაკვეთილების განრიგი (დღის რეჟიმი)

 

III-XII კლასი                          II კლასები                                                I კლასები               

1.900 __ 940                                                        1.900 - 935                                                                                             1.1220 – 1255                                                    

2.945 – 1025                                                    2. 940 – 1015                                                                                       2.1300 – 1335                                              

3.1030 – 1110                                                3. 1020 – 1055                                                                                    3.1340 – 1415                                        

4. 1115 – 1155                                              4. 1100 – 1135                                                                                   4.1420 – 1455                                        

5.1200 – 1240                                                5. 1140 1215                                                                                    5.1500 – 1535                                         

6.1245- 1325                                

7. 1330 – 1410


 

საგნობრივი კათედრის მუშაობის პრინციპები

 

სკოლაში არის  7 საგნობრივი კათედრა:   

v    სახელმწიფო ენის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებლები;

v    მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მათემატიკის, ჭადრაკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლები;

v    საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ბუნებისმეტყველების, ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებლები;

v    საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მე და საზოგადოების, ჩვენი საქართველოს, ისტორიის, მოქალაქეობის, გეოგრაფიის, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოების, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების მასწავლებლები;

v    უცხოური ენების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ინგლისური ენისა და მეორე უცხოური ენის (რუსული)მასწავლებლები;

v    სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სპორტისა და ფიზიკური აღზრდის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და მუსიკის მასწავლებლები;

v    დაწყებითი საფეხურის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან I-IV კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლები.

 

კათედრების ფუნქციებია:

Ø  საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირების განხორციელება;

Ø  რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;

Ø  კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

Ø  საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;

Ø  სხვა საგნებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);

Ø  მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა;

Ø  თითოეული მასწავლებლის მიერ კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზის დროს წარმოშობილი პრობლემის განხილვა/გადაჭრა;

 

კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ (მათ შორის, პირველი სემესტრის დაწყებამდე და ყოველი სემესტრის დასრულებისას საგნის სწავლების შეჯამების და ანალიზის მიზნით). კათედრა აუცილებლად იკრიბება სასწავლო წლის დაწყებამდე.

 

სკოლას შემუშავებული აქვს კათედრის დებულება, რომელიც განსაზღვრავს კათედრის მიზნებსა და ამოცანებს, ფუნქციებს, თავმჯდომარის არჩევის წესს, კათედრის წევრების და თავმჯდომარის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციებს  და სხვა.

 

მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების სისტემა

 

1.             შეფასების მიზანი

 

მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და, მეორე მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს. შეფასება უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ.

 

მოსწავლის შეფასების ამოცანები

მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

ა) აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;

ბ) ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები;

გ) გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;

დ) მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა;

ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში.

 

ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი მიენიჭება  კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ.

 

  1. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება

 

შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა შეფასება დაუკავშირდეს არა მხოლოდ სწავლების შედეგს, არამედ სწავლის პროცესსაც. ამის უზრუნველსაყოფად სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

 

განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონეს  საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში. აფასებს ცოდნათა ურთიერთდაკავშირების, ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენებისა და ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების   უნარს;  

განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლის წინსვლასა და განვითარებას. განმავითარებელი შეფასებით ფასდება ცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესი, მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარი, ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესი, ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარი, ასევე დგინდება წინარე ცოდნა/წარმოდგენები.

  1. მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასების სისტემა

 

სკოლაში შეფასების სისტემა არის ხუთდონიანი და ათქულიანი. 10 ყველაზე მაღალი  ნიშანია, 1 კი ყველაზე დაბალი. ათქულიანი სისტემა, ერთი მხრივ, უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ, მეტ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, აჩვენოს მოსწავლეს პროგრესი თუ რეგრესი.

 

მოსწავლის აკადემიური მიღწევების შეფასება დონეებისა და ნიშნების მიხედვით

 

ქულები

შეფასების დონეები

10

მაღალი

9

8

საშუალოზე მაღალი

7

6

საშუალო

5

4

საშუალოზე დაბალი

3

2

დაბალი

1

 

I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლე არ ფასდება ქულებით.  ამ კლასებში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს უნდა დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება.

 

V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა - 10. 

 

V კლასის II სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.

 

 

4.             ოფიციალური სტატუსის მქონე ნიშნები

 

ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს:

·           საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ქულა – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის  ნიშნები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;

·           საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გამოითვლება მისი გათვალისწინებით; გამოთვლის წესი იხ.ქვემოთ); 

·           საგნის   წლიური ქულა – სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიურ ნიშანში  აისახება წლიური გამოცდის ნიშანიც, რომელიც გათვალისწინებულია საბაზო და საშუალო საფეხურზე. (იხ. ქვემოთ, გამოცდის ტიპები); გამონაკლისს წარმოადგენს მეხუთე კლასის წლიური ქულა, რომელიც მეორე სემესტრის საგნის სემესტრული ქულის იდენტურია.

·           საფეხურის საერთო ქულა ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.

 

  1. საგნის სემესტრული ნიშნის შემადგენელი ნაწილები (კომპონენტები)

 

სემესტრის მანძილზე მოსწავლეები  ფასდებიან სამი კომპონენტის მიხედვით:

 

 

1.      საშინაო დავალება;

 

2.      საკლასო  დავალება;

 

3.       შემაჯამებელი დავალება;

 

 

 

სემესტრის განმავლობაში განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეები ფასდებიან შემდეგ კომპონენტებში:

 

ა) მიმდინარე საკლასო დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები),

ბ) მიმდინარე საშინაო დავალება (VII-XII კლასები),

გ) შემაჯამებელი დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები).

 

I-VI კლასებში საშინაო დავალების კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.

 

I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება. 

 

V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება. 

 

 

I-IV კლასები და V კლასის პირველი სემესტრი

V კლასის მეორე სემესტრი და VI კლასი

საბაზო-საშუალო საფეხურები

მიმდინარე საშინაო დავალება

განმავითარებელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება

მიმდინარე საკლასო დავალება

განმავითარებელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება

განმსაზღვრელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება

შემაჯამებელი დავალება

განმავითარებელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება

განმსაზღვრელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება

 

საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები

 

საშინაო დავალების კომპონენტით ფასდება ნებისმიერი ტიპის დავალება (წერითი, ზეპირი, ექსპერიმენტი, ნამუშევარი (მაგ. ნახატი, ესე და სხვ.), რასაც მოსწავლე სახლში ამზადებს.

საშინაო და საკლასო დავალებებში განმავითარებელი შეფასების გამოყენება განსაკუთრებით მაშინ არის სასურველი, როცა  მოსწავლე ახალი ცოდნის/უნარების შეძენის   საწყის ეტაპზეა. ამ დროს შეცდომების დაშვება, მათი აღმოჩენა-გაანალიზება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.

საგნობრივი ჯგუფების სპეციფიკიდან გამომდინარე საშინაო და საკლასო დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაცია, სავარჯიშოების შესრულება, ექსპერიმენტი, დისკუსია და სხვა. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, თითოეულ მასწავლებელს შემუშავებული აქვს სხვადასხვა აქტივობის ინდივიდუალური შეფასების სქემები.

შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი

შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს. ამ კომპონენტში ფასდება ერთი სასწავლო მონაკვეთის  (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი)  შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას  მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და უნარები.

საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებაში 10 ქულაზე მეტი შეფასების რუბრიკის გამოყენების შემთხვევაში, მიღებული ქულის 10 ქულიან სისტემაზე გადაყვანა ხდება შემდეგი პრინციპით:  მიღებული ქულა უნდა გამრავლდეს 10-ზე და გაიყოს მაქსიმალურ ქულაზე (მაგ. თუ შეფასების რუბრიკა არის 40 ქულიანი და მოსწავლემ მიიღო 27 ქულა, ქულის კონვერტაცია ხდება შემდგი სახით: (27*10:40=6,75).

 

v  სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N1 სახით თან ერთვის შეფასების სქემები/რუბრიკები.

 

6. შემაჯამებელი დავალებების აღდგენის წესი

 

შემაჯამებელი დავალებების აღდგენის წესი: მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს  კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი  დავალება, გაცდენის შემთხვევაში მოსწავლეს ენიშნება აღდგენითი  შემაჯამებელი  დავალება, რომელიც  შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალური ან ჯგუფური გრაფიკის მიხედვით, გაკვეთილების შემდეგ.

შემაჯამებელი დავალების აღდგენა მოხდება სემესტრის დასრულებამდე ან მობილობის შემთხვევაში, სკოლის მიერ ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემამდე.

სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებელად აუცილებელია შემაჯამებელი დავალების კომპონენტში კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის მასწავლებელმა უნდა შეიმუშავოს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმები.

 

7.   ქულების გამოანგარიშების წესი

 

1. საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში (საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი) მიღებული ქულების ჯამი გაიყოფა მიღებული ქულების რაოდენობაზე;

ბ) მიღებული ქულა დამრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);

გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა ჩატარებული შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი გაიყოფა მიღებული ქულებისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.

დ) თუ სემესტრის განმავლობაში სკოლიდან სკოლაში გადმოსვლისას აღმოჩნდება, რომ სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლაში რომელიმე საგანში/საგნებში ჩატარებულია შემაჯამებელი დავალების/დავალებების უფრო მეტი რაოდენობა, ვიდრე გამშვებ სკოლაში, სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლა მოსწავლის შემაჯამებელი დავალების რაოდენობას დაითვლის გამშვებ სკოლაში დადგენილი და მოსწავლის მიერ შესრულებული, ასევე სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლის გადმოსვლის მომენტიდან ჩატარებული და მის მიერ შესრულებული შემაჯამებელი დავალებების მიხედვით;

ე) სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, სემესტრული ქულა გამოითვლება მისი გათვალისწინებით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.

2. საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი გაიყოფა ორზე;

ბ) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით;

გ) სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებში, რომლებშიც დაგეგმილია წლიური გამოცდის ჩატარება, გამოცდების ქულაც აისახება წლიურ ქულაზე, კერძოდ, საგნის წლიური ქულა გამოიანგარიშება - საგნის ორი სემესტრული და ერთი - გამოცდის ქულის საშუალო არითმეტიკულით (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

დ) თუ მოსწავლეს,  სკოლიდან სკოლაში  სემეტრის მიმდინარეობისას გადმოსვლის გამო,  მოუხდება განსხვავებული საგნების სწავლა და მანამდე ნასწავლ საგანში მიღებული აქვს შეფასება, რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5.0 ან მეტი, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის სემესტრულ/წლიურ ქულად (თუ საგნის სწავლება მეორე სემესტრში არ გრძელდება).  ამასთან, სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლამ უნდა შეაფასოს მოსწავლე ახალ განსხვავებულ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის დასრულებამდე;

ე) მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლიდან სკოლაში გადმოსვლის გამო, სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლაში განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში, განსხვავებული საგნების სემესტრული ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა. (მაგ. თუ მოსწავლე პირველ სემესტრში უცხოურ ენად სწავლობდა ფრანგულს, მეორე სემესტრში კი ფრანგულის ნაცვლად - გერმანულს, მაშინ ფრანგული ენის სემესტრული ქულა გადადის ფრანგული ენის წლიურ ქულად, ხოლო გერმანული ენის სემესტრული ქულა - გერმანული ენის წლიურ ქულად).

 

4. საფეხურის  საერთო  ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა და ჯამი იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე;

ბ) საფეხურის საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე).

გ) დამატებითი სავალდებულო საგნის/საგნების შეფასება არ იანგარიშება საფეხურის ქულის გამოთვლისას.

 

8. კლასისა და საფეხურის  დაძლევა

 

1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებში - სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში,  რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.

2. დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს  მას  საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.

3. საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს  მას საბაზო განათლების ატესტატის  აღების ან/და საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.

4. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს  საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი.

 

9. შეფასება და გაცდენები

1. მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება ელექტრონულ ჟურნალში, მათ შორის, ამ მუხლის მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული გაცდენები. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. თითოეული მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისში აღრიცხავს მოსწავლეთა დასწრებას.

2. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების  30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-ში არ იანგარიშება ის გაცდენილი დღე/დღეები, როცა ჩატარდა შემაჯამებელი დავალება, თუკი ის მოგვიანებით მოსწავლემ აღადგინა.

4. სკოლა შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.

5. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო,  სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე, საერთაშორისო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.

 

                                                                       10.    გამოცდის ტიპები

 

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, 2022-2023 სასწავლო წელს სკოლაში  შესაძლებელია ჩატარდეს  შემდეგი ტიპის გამოცდები:

v     სემესტრული გამოცდა;

v     საშემოდგომო გამოცდა;

v     ექსტერნატის  გამოცდა;

 

 

10.1 სემესტრული  გამოცდა                                                                      

 

1. სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის.

2. სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სკოლის დირექტორს მიმართავს პირველი სემესტრის შეფასების შემთხვევაში - მეორე სემესტრის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის შემთხვევაში - სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება იქნება დასაბუთებული.

3. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.

4. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ნიშანი გამოითვლება შემდეგი წესით: სემესტრული გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.

5. პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა ინიშნება მეორე სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის სემესტრული გამოცდა - სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.

 

 

10.2 საშემოდგომო გამოცდა                                                                       

 

1. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა იქნება 5-ზე  ნაკლები,  სკოლა დაუნიშნავს საშემოდგომო გამოცდას ამ საგანში;

2. საშემოდგომო გამოცდამდე სკოლა კონსულტაციებს გაუწევს მოსწავლეებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მათ დაენიშნებათ აღნიშნული ტიპის გამოცდა;

3. მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას მიიღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა);

4. სკოლა საშემოდგომო გამოცდებს ჩაატარებს წერილობით ტესტირების ფორმით, 2023 წლის 01 სექტემბრიდან 07 სექტემბრამდე. გამონაკლისის სახით, ობიექტური მიზეზის შემთხვევაში (ავადმყოფობა, საზღვრგარეთ ყოფნა და სხვა ოჯახური პირობები), საშემოდგომო გამოცდები შესაძლებელია ჩატარდეს 2023 წლის 30 ივნისიდან 07 ივლისის ჩათვლით.

 

10.3  ექსტერნატის ფორმით გამოცდა                                                                      

 

1. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით;

2.  ექსტერნატის გამოცდას აბარებენ ის პირები, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნატის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს („წინმსწრები“) და  აგრეთვე, ის მოსწავლეები, რომელთაც საბაზო/საშუალო საფეხურზე სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული საგნისათვის გათვალისწინებული საათების 30% და მეტი აქვთ გაცდენილი.

 

10.4  წლიური გამოცდა                                                                     

 

 

 

 

 

 

მოსწავლის აკადემიური მიღწევის აღიარება

 

1. შეფასების მაღალი დონე (ქულები 9-დან 10-ის ჩათვლით) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას.

2. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10, დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

3. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

4. პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალი და შესაბამისი სერტიფიკატები არ გაიცემა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შემდეგ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაძლიეს ექსტერნატის ფორმით.

 

 

 

საათობრივი ბადე

 

 

სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N2 სახით თან ერთვის დასწრებითი სწავლების სასკოლო საათობრივი ბადე, რომელიც:

ა) განსაზღვრავს საგნის/საგნების წლიური ჯამური საათების რაოდენობას;

ბ) მოიცავს თითოეული კლასის ყოველდღიური გაკვეთილების განრიგს, რომელიც აზუსტებს კვირის რომელ დღეს, რა თანამიმდევრობით და დროის რა მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლება.

 

სკოლას არჩევითი საგნების სახით არჩეული აქვს:

 

 

სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა

X კლასი

ასტრონომია

XI კლასი

შესავალი თანამედროვე ფიზიკაში

XII კლასი

 

 

სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N3 სახით თან ერთვის შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა კლასების მიხედვით

 


 

საგანმანათლებლო რესურსის ჩამონათვალი

სკოლა უზრუნველყოფს სკოლაში არსებული საგანმანათლებლო რესურსების (ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია და სხვ.) ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.

საგანმანათლებლო რესურსების ტიპებია:

) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო/სერია;

ბ) დამატებითი საგანმანათლებლო (მათ შორის, ელექტრონული) რესურსები;

) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.).

სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N4 სახით თან ერთვის გრიფმინიჭებული სასკოლო  სახელმძღვანელოების ჩამონათვალი, რომელიც გამოყენებული იქნება 2022-2023 სასწავლო წელს.

 

სსსმ მოსწავლის ყოლის შემთხვევაში სწავლება განხორციელდება ნებისმიერი კლასის/დონის გრიფირებული ან ადაპტირებული გრიფირებული სახელმძღვანელოთი, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კლასშია ეს მოსწავლე.

შინსწავლება

სკოლა ვალდებულია შინსწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მაგრამ საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე;

სკოლის მიერ შედგენილი განრიგის შესაბამისად, სკოლის მიერ განსაზღვრული მასწავლებელი, ახორციელებს მოსწავლესთან ვიზიტს; (შესაძლებელია განსაზღვრული მასწავლებლი არ ასწავლიდეს შინსწავლებაზე გადაყვანილ მოსწავლეს).

მოსწავლის შინსწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შინსწავლებაზე მყოფი მოსწავლისთვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნისთვის (გარდა სპორტის საგნობრივი ჯგუფით გათვალისწინებული საგნებისა) კვირაში მინიმუმ  ერთი გაკვეთილის ჩატარებას.

მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შემაჯამებელი დავალებების ჩატარებაზე/აღდგენაზე მოსწავლისთვის ხელშეწყობას.

მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების შეფასებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფიზიკური მდგომარეობა.

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და   სააღმზრდელო მომსახურება

 

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სკოლას შეუძლია, საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობების ფარგლებში, შესთავაზოს მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება. ასეთი სახის მომსახურება შესაძლებელია სკოლამ შესთავაზოს მოსწავლეს, როგორც უფასო, ისე ფასიანი მომსახურების სახით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება შეიძლება იყოს მოსწავლისთვის შეთავაზებული ფაკულტატური ან სავალდებულო საგნის სახით.

 

ამ მხრივ, სკოლის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, 2022-2023 სასწავლო წელს სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს:

 

ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებებს ფასიანი წრის სახით:

·         ქართული ცეკვა - I-IX კლასებში;

·         მხატვრული ტანვარჯიში - I-IV კლასებში;

·         გახანგრძლივებული წრე I-IVკლასებში;

·          შემოქმედებითი სტუდია;

 

 

 

სკოლის პოლიტიკიდან გამომდინარე, ძირითადი საგნების შესწავლასთან ერთად, მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მიღება, მოსწავლეების განვითარება კულტურული, სპორტული და სხვა მიმართულებით. სკოლის სურვილია მოსწავლეებს  შეეძლოთ მათთვის საინტერესო მომსახურება მიიღონ ადგილზე. ზემოთ აღნიშნული დამატებითი მომსახურების შეთავაზება მოხდა სკოლის მოსწავლეთა და მშობელთა ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.  

 

 

 

 


 

 

სადამრიგებლო  პროგრამა

 

ყველა კლასს ჰყავს დამრიგებელი, რომელსაც ბრძანებით განსაზღვრავს სკოლის დირექტორი.

 

თითოეულ დამრიგებელს შემუშავებული აქვს სადამრიგებლო პროგრამა. ამასთან, სადამრიგებლო საათის ჩატარება  ხდება  ცალკე, გაკვეთილების შემდეგ.

 

სკოლას შემუშავებული აქვს დამრიგებლის მუშაობის დებულება, რომელიც განსაზღვრავს დამრიგებლის ფუნქციებს,  დამრიგებლის მუშაობის სააღმზრდელო პრინციპებს, რეკომენდაციებს სადამრიგებლო საათის პროგრამის განხორციელების შესახებ და ა.შ.

 


 

ინკლუზიური განათლება

 

 ინკლუზიური განათლება

 

ინკლუზიური განათლება გულისხმობს თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება.

 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე 

 

1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში - სსსმ მოსწავლე), რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს შესაბამისი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციას/გაფართოებას, გარემოს ადაპტაციას, ალტერნატიულ სასწავლო გეგმას ან/და სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას.

2. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:

ა) ფიზიკური შეზღუდვა;

ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;

გ) სწავლის უნარის დარღევა;

დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);

ე) მეტყველების განვითარების დარღვევა;

ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა;

ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;

თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

ი) ენობრივი ბარიერის გამო გამოწვეული სირთულეები სწავლაში.

3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურება ხდება სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომში - მულტიდისციპლინური გუნდი) შეფასებისა და დასკვნის საფუძველზე, ასევე მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განისაზღვრება სსსმ მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციის საჭიროება. ადაპტაციის სახეებია: მოდიფიკაცია, აკომოდაცია, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ალტერნატიული სასწავლო მიზნები, ალტერნატიული სასწავლო გეგმა ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმა.

4. სსსმ მოსწავლის ყოლის შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოს ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია, სასწავლო გარემოს აკომოდაცია და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავება.

5. მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების რაოდენობრივ და/ან თვისებრივ ცვლილებებს, რაც შესაძლებელია გულისხმობდეს სასწავლო მიზნების რაოდენობრივ შემცირებას, გამარტივებას მოსწავლის მზაობისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

7. სასწავლო გარემოს აკომოდაცია ნიშნავს სასწავლო გარემოს ისეთი ცვლილებას, რომელიც არ იწვევს ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსის შეცვლას, არამედ ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს და პირობების შექმნას ქვემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებში:

ა) ინსტრუქციის აკომოდაცია;

ბ) გარემო პირობების აკომოდაცია;

გ) შეფასების აკომოდაცია;

დ) დროის, გრაფიკის აკომოდაცია.

8. ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავება ხდება მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის, თუ შეუძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი საგნის სწავლება. ალტერნატიული სასწავლო გეგმა გონებრივი განვითარების მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს და აღწერს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურისათვის საგნების საგანმანათლებლო სტანდარტს, სწავლების რეკომენდაციებს, მიღწევების, ფუნქციური უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებებს.  ალტერნატიული სასწავლო გეგმის მიხედვით თითოეული საგანი ისწავლება მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით და მოსწავლეს ფუნქციურ და აკადემიურ ცოდნას აძლევს. ალტერნატიული სასწავლო გეგმა განკუთვნილია მძიმე გონებრივი განვითარების და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის როგორც სპეციალიზებულ, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის შემთხვევაში და ასევე შინ სწავლებისას. ალტერნატიული სასწავლო გეგმის   ფუნდამენტური პრინციპია შედეგზე ორიენტირება მრავალფეროვანი, მოსწავლეზე ფოკუსირებული სწავლების ფორმებისა და სტრატეგიების გამოყენებით. გონებრივი განვითარების მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეების სწავლებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე ხელმძღვანელობს ალტერნატიული სასწავლო გეგმით. ალტერნატიული სასწავლო გეგმა ზოგადი და სპეციალიზებული განათლების სფეროში მოღვაწე ყველა სუბიექტს ავალდებულებს უზრუნველყოს მძიმე გონებრივი განვითარების და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეთა სწავლების მაღალი სტანდარტი, რომლის ფუნდამენტური პრინციპი (ეროვნული სასწავლო გეგმის მსგავსად) – სასწავლო შედეგებზე ორიენტირებაა. ალტერნატიული სასწავლო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელია: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში საგნის მასწავლებელი ფსიქოლოგთან ერთად, შინ სწავლებისას ყველა ის მასწავლებელი, რომელიც შინ სწავლების პროგრამას ახორციელებს.

 

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმა.

2. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ასახავს შესაბამისი კლასის დამთავრებისთვის მოსალოდნელ სასწავლო შედეგებს, მათ მისაღწევად განსაზღვრულ სწავლების სტრატეგიასა და დამატებით საშუალებებს/ღონისძიებებს, შესაბამისი სასწავლო გარემოს შესაქმნელად გასატარებელ ზომებს.

3. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი მიღწევის გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

4. სკოლ მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო უკვე იდენტიფიცირებული სსსმ მოსწავლეებისთვის - ორი კვირის ვადაში ქმნის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

5. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.

6. ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად უნდა განისაზღვროს:

ა) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები შერჩეულ საგანში/საგნებში;

ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას თითოეულ საგანში;

გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების გრაფიკი, ადგილი და ხანგრძლივობა;

დ) დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი: საგნის მასწავლებელი, მშობელი და/ან ფსიქოლოგი, საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტი;

ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი რესურსი (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო სხვა საგანმანათლებლო/განმავითარებელი რესურსი) და რესურსით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, მათ შორის, მშობელიც;

ვ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსები.

7. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ბავშვის კოგნიტური, აკადემიური, საგნობრივი კომპეტენციების, ინტერესების, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების შესახებ, ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

 

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი ისგ ჯგუფი

 

1. სკოლის დირექტორის ბრძანებით თითოეული სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად განისაზღვრება ისგ ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას. ისგ-ს ჯგუფი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ისგ-ს შიდა მონიტორინგში და მასალა წარუდგინოს სკოლის დირექტორს.

2. სკოლის ისგ ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისაგან:

ა) სსსმ მოსწავლის კლასის დამრიგებელი;

ბ) საგნის მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს;

გ) სკოლაში ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი/სპეციალისტები;

დ) სსსმ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეული სხვა სპეციალისტი.

3. ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, რომელიც წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე. ჯგუფს ხელმძღვანელობას უწევს დამრიგებელი.

4. ისგ ჯგუფი იკრიბება, სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ 4-ჯერ; ისგ ჯგუფის წევრები შეხვედრაზე განიხილავენ სსსმ მოსწავლის მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს, მის სასწავლო შედეგებს, გამოწვევებს, გამოყენებული სწავლების სტრატეგიების ეფექტურობას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროებას, სწავლებაში ახალი მიდგომებისა და მეთოდების დანერგვის საჭიროებას და აუცილებელ რესურსებს.

5. ისგ ჯგუფის შეხვედრებზე ფსიქოლოგი/კლასის დამრიგებელი აწარმოებს სხდომის ოქმებს. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში.

6. სასწავლო წლის დასასრულს, ისგ ჯგუფის წევრი თითოეული მასწავლებელი აფასებს შესაბამის საგანში სსსმ მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) შესაბამისობას ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სასწავლო შედეგებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ანგარიშს წარუდგენს დირექტორს, პედაგოგიურ საბჭოს და მშობელს.

 

 სსსმ მოსწავლის  აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები

 

1. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორც ფასდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევა. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით ძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება მაღალი ქულით.

2. სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულები გამოითვლება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის.

3. მულტიდისციპლინური გუნდის წინასწარი დასკვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია:

ა) სსსმ მოსწავლე გადავიდეს მომდევნო კლასში იმ შემთხვევაში, თუ ის, დასკვნის საფუძველზე, არ ესწრება ერთ ან რამდენიმე საგანს და არ აქვს შეფასება შესაბამის საგანში/საგნებში.

ბ) სსსმ მოსწავლის წლიური ქულა გამოანგარიშდეს საგნის/საგნების ერთი სემესტრის შეფასების საფუძველზე.

4. საბაზო/საშუალო საფეხურის სსსმ მოსწავლის მიერ სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30 % და მეტი გაცდენის შემთხვევაში, ის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, ექსტერნატის ფორმით აბარებს გამოცდას.

 

                                                        სსსმ მოსწავლეთა შინ სწავლება

 

1. იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს  სკოლაში სიარულის საშუალებას, სკოლა მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის საფუძველზეც სსსმ მოსწავლე სწავლას განაგრძობს შინ სწავლების ფორმით. ამ შემთხვევაში მოსწავლე ირიცხება სკოლაში, მაგრამ არ ესწრება გაკვეთილებს. სკოლა უდგენს მას ინდივიდუალური სწავლების სპეციალურ გეგმას, რომლის მიხედვითაც მოხდება სსსმ მოსწავლის შინ სწავლება.

2. მულტიდისციპლინური გუნდი განსაზღვრავს და სკოლასთან და მშობელთან ათანხმებს სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

3. შინ სწავლების მეთოდით გათვალისწინებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად იქნება მიახლოებული ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. სკოლა დაადგენს განრიგს, რომლის მიხედვითაც სკოლის მიერ განსაზღვრული საგნის მასწავლებელი და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგი განახორციელებენ სსსმ მოსწავლესთან ვიზიტებს. სკოლამ/ისგ ჯგუფმა უნდა განახორციელოს შინ სწავლების პროცესის მონიტორინგი სკოლის მიერ შერჩეული ფორმატით.

4. შინ სწავლების პროცესში ჩართული იქნება სსსმ მოსწავლის მშობელი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს ყოველდღიური დავალებების შესრულებაში.

5. შინ სწავლების პროცესში შესაძლებელის გამოყენებულ იქნეს ინტერნეტი და ვიდეოკონფერენციები.

6. სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს შინ სწავლებაზე მყოფი მოსწავლისათვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნის (გარდა ფიზიკური აღზრდისა (სპორტი)) კვირაში მინიმუმ ერთი აკადემიური საათის ოდენობით ჩატარებას.

 

იმისათვის, რომ  სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ (სსსმ)  სკოლაში თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს:

v სკოლა ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის მიმართულების განსაზღვრას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას.

v სკოლის კიბეებზე გაკეთებულია მოძრავი პანდუსი, რომლის საშუალებითაც მათი ყოლის შემთხვევაში  იოლად  შეძლებენ გადაადგილებას და  ურთიერთობას თანატოლებთან.

v სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად, იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;

v მასწავლებელს, მულტიდისციპლინურ გუნდთან შეთანხმებით, საჭიროებისამებრ, შეეძლება სსსმ მოსწავლეს შეუცვალოს გაკვეთილები ან შეუმციროს რაოდენობა.

v მასწავლებელს შეეძლება საჭიროებისამებრ, შეიმუშაოს ალტერნატიული აქტივობები;

v ცოდნის ხარისხის გაზრდის მიზნით, ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობა, შეაფასოს  ინდივიდუალური მიღწევების მიხედვით;

v სკოლა წაახალისებს მოსწავლეს, ზოგჯერ უბიძგებს კიდეც, გახდეს დამოუკიდებელი, რამდენადაც ეს მისთვის იქნება შესაძლებელი;

v სკოლა ჩამოუყალიბებს მოსწავლეს სხვადასხვა უნარს (კითხვის, წერისა და აზროვნების უნარები, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის არის საჭირო);

v ვიზუალური გზით სწავლებისას გამოყენებული იქნება ნახატმანიპულაციები, (მათემატიკის) დიაგრამები, ილუსტრირებული სახელმძღვანელოები, ვიდეოები, ფორმატები, სლაიდები და სხვა თვალსაჩინოებები;

v გამოყენებული იქნება სხვადასხვა თამაში სოციალური განვითარებისთვის;

v ექნებათ კომპიუტერის გამოყენების საშუალება;

v სსსმ მოსწავლის სწავლების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული სსსმ მოსწავლის მშობელი.

 

ამჟამად, სკოლაში ირიცხება 24 სსსმ მოსწავლე, რომელთათვისაც კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვითა და ვადაში შემუშავდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.

 

სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N5 სახით თან ერთვის სსსმ მოსწავლისათვის შესადგენი  ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ნიმუში.

 

დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზების გეგმა

 

2022-2023  სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციური სწავლებისა და, საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.

 

 

სკოლაში დისტანციური სწავლება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი მოდელების გამოყენებით:

ა) სრულად ელექტრონულად, სინქრონულად, რაც გულისხმობს საგაკვეთილო პროცესში სამინისტროს მიერ რეკომენდებული რომელიმე ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით ყველა მოსწავლისა და მასწავლებლის ერთდროულად ჩართვას (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით);

ბ) ასინქრონულად, რაც გულისხმობს ტელე/ვიდეოგაკვეთილების ან ხელმისაწვდომი სხვა ელექტრონული პლატფორმების ან/და ციფრული რესურსების ან/და ბეჭდური რესურსების გამოყენებით სწავლა-სწავლებას;

გ) ჰიბრიდულად, რაც გულისხმობს სრულად ელექტრონული სინქრონული ან/და ასინქრონული და დასწრებით სწავლების კომბინირებულად გამოყენებას, რაც შეიძლება იყოს დიფერენცირებული საგნების, კლასებისა და განაყოფების მიხედვით (შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან შთანხმებით).

დისტანციური სწავლებლის განმავლობაში სკოლა გამოიყენებს ელექტრონულ პლატფორმას - Teams. გარდა ამისა, დისტანციური სწავლების დროს გამოყენებული იქნება სხვადასხვა საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები, რომლებთან მუშაობა მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად (წინასწარ ჩაწერილი ვიდეოგაკვეთილები, მულტიმედიური რესურსები). ასევე სხვადასხვა ტიპის დავალებები, რომელთა შესრულების შემდეგ მოსწავლე სისტემისგან ავტომატურად იღებს შეფასებასა და უკუკავშირს და ..;

 

დისტანციური სწავლების დღის რეჟიმი და საათობრივი ბადე

ზოგადად, დისტანციურ სასწავლო პროცესში მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო დატვირთვის (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების) მაქსიმალური რაოდენობა იქნება შემდეგი:

 

კლასი

I-IV

V-IX

X-XII

მაქსიმალური დასაშვები საათები (ასტრონომიული) დღეში

1 საათი

1.5 საათი

2 საათი

 

ონლაინ აკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა იქნება შემდეგი:

) I-IV კლასებში – 15-20 წუთი;

) V-IX კლასებში – 25-30 წუთი;

) X-XII კლასებში  – 35-40 წუთი.

ამასთანავე, დღეში მოხდება არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება.

დისტანციური სწავლების დროს  გაკვეთილი დაიგეგმება იმგვარად, რომ სასწავლო პროცესში გამოყენებული იქნას სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკა, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენება ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება.

 

დისტანციური სწავლების მონიტორინგი

 

დისტანციური სწავლების დროს განხორციელდება სასწავლო პროცესის მონიტორინგი შემდეგი მიმართულებით:

) ჩატარდა თუ არა დისტანციური გაკვეთილები დადგენილ დროსა და დადგენილი ხანგრძლივობით;

) მოხდა თუ არა დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართული მოსწავლეების დასწრების აღრიცხვა;

) მოხდა თუ არა დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების აღრიცხვა და მიზეზების კვლევა;

) დაცულია თუ არა ეთიკისა და ქცევის ზოგადი ნორმები.

 

დისტანციური სწავლების დროს სასწავლო პროცესის მონიტორინგს განახორციელებს დირექტორის მოადგილე კვირაში მინიმუმ ერთხელ.

სასკოლო კურიკულუმი/წლიური პროგრამები

 

სასკოლო კურიკულუმის/წლიური პროგრამის აგების პრინციპები

ეროვნული სასწავლო გეგმის საფეხურებრივი საგნობრივი სტანდარტები განსაზღვრავს სავალდებულო საგნობრივ მოთხოვნებს (რა უნდა შეეძლოს და რა უნდა იცოდეს მოსწავლემ). მათზე დაყრდნობით შედგენილია სასკოლო კურიკულუმი/წლიური პროგრამები, რომლებიც გვიჩვენებს სტანდარტის მოთხოვნათა რეალიზების გზებს.

 

წლიური პროგრამები/სასკოლო კურიკულუმი დაგეგმილია სავალდებულო სასწავლო თემების საშუალებით. სასწავლო თემა წამოადგენს ფუნქციურ კონტექსტს, რომელიც სტანდარტის ნაწილების ინტეგრირებულად და ურთიერთდაკავშირებულად სწავლების საშუალებას იძლევა. თითოეული თემის ფარგლებში სტანდარტის ყველა შედეგი და სამიზნე ცნება უნდა დამუშავდეს. მაშასადამე, სასწავლო თემების ცვლით შეიცვლილია კონტექსტები, მაგრამ არ შეცვლილა სწავლის მიზნები, რომლებიც სტანდარტის შედეგებისა და სამიზნე ცნებების სახითაა ფორმულირებული (შედეგი და სამიზნე ცნება თავისთავად არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სასწავლო ერთეულს - თემას).

 

სასწავლო თემის აგების პრინციპები

 

1. სასწავლო თემა წარმოადგენს მოსწავლეთათვის ნაცნობ, მათი ასაკობრივი ინტერესებისა და გამოცდილების შესაბამის კონტექსტს, რომელიც სტანდარტის შედეგების, სამიზნე ცნებების, კონკრეტული ქვეცნებებისა და საკითხების ინტეგრირებულად და ურთიერთდაკავშირებულად სწავლების საშუალებას იძლევა. თითოეული თემის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად, დამუშავებულია სტანდარტის ყველა შედეგი და სამიზნე ცნება.

 

თემასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები - განსაზღვრავს შესასწავლი თემის ჩარჩოებს; აკონკრეტებს, თუ რა უნდა იცოდეს მოსწავლემ კონკრეტულ თემასთან მიმართებით (თემატური მკვიდრ წარმოდგენები განსხვავდება სამიზნე ცნებებთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენებისგან).

2. გრძელვადიანი მიზნები

შედეგები, სამიზნე ცნებები და მათთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები, საფეხურის საკვანძო შეკითხვები პასუხს სცემს შეკითხვას - რა გრძელვადიანი მიზნით ვასწავლით მოსწავლეს თემას.

ა) სტანდარტის შედეგები - განსაზღვრავს მიზნობრივ ორიენტირებს და პასუხობს შეკითხვას: რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს საგნის ფარგლებში საფეხურის ბოლოს?

ბ) სამიზნე ცნებები - გამომდინარეობს სტანდარტის შედეგებიდან და განსაზღვრავს ცოდნა, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს;

გ) სამიზნე ცნების/ცნებების მკვიდრი წარმოდგენები - თითოეული ცნებისთვის განისაზღვრულია მკვიდრი წარმოდგენები, რომლებიც შემოფარგლავს ცნების მოცულობას და დააზუსტებს, რა უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მოსწავლეს ამ ცნებასთან მიმართებით საფეხურის ბოლოს. მკვიდრი წარმოდგენების დაზუსტდებულია წლიური პროგრამის/სასკოლო კურიკულუმის ფარგლებში;

დ) საფეხურის საკვანძო შეკითხვები - გამომდინარეობს შედეგებიდან და სამიზნე ცნებებიდან და განსაზღვრავს, თუ რაზე უნდა დაფიქრდეს მოსწავლე საგნის შესწავლის პროცესში. საფეხურის საკვანძო შეკითხვები თემის ფარგლებში უფრო კონკრეტულ თემატური შეკითხვებად არის გარდაქმნილი.

3. შუალედური მიზნები

თემის ფარგლებში შუალედური მიზნის როლს ასრულებს ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ოთხეული - საკითხები/ქვეცნებები, საკვანძო შეკითხვები, ასევე კომპლექსური დავალება/დავალებები და შეფასების კრიტერიუმი/კრიტერიუმები. თემატურ მატრიცაში შესაძლებელია გამოყოფილი იყოს იმდენი ეტაპი (შესაბამისი შუალედური მიზნებით), რამდენსაც მასწავლებელი ჩათვლის საჭიროდ მოცემული სასწავლო თემის ფარგლებში.

საკითხების საშუალებით ხდება იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად, რა მასალის საფუძველზე წარიმართება მუშაობა თემის ფარგლებში. ქვეცნებებსა და საკითხებზე დაყრდნობით განისაზღვრება ასევე კომპლექსური დავალების პირობა.

ქვეცნებები - წლიური თემების ფარგლებში, გამოიყოფილია საგნობრივი ქვეცნებები, რომლებიც უშუალოდ გამომდინარეობს შესაბამისი სამიზნე ცნებებიდან; ისინი წარმოადგენენ ტერმინებს, რომლებით ოპერირებაც მოსწავლეს ამ კონკრეტული თემის ფარგლებში/კონკრეტულ საკითხთან მიმართებით მოუწევს.

თემატური საკვანძო შეკითხვები ორიენტირებულია უშუალოდ შესაბამის სამიზნე ცნებაზე/ცნებებზე (მაგ., ცნებაზე „კონტექსტი“) და განსაზღვრულია შერჩეული ქვეცნებების/საკითხების გათვალისწინებით. ისინი გამოკვეთს, რაზე უნდა დაფიქრდეს მოსწავლე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას. მათი ფუნქციაა:

·                მოსწავლის წინარე ცოდნის გააქტიურება, ცნობისმოყვარეობის გაღვივება, პროვოცირება ახალი ცოდნის შესაძენად;

·                სასწავლო თემის შედეგზე ორიენტირებულად სწავლა-სწავლების უზრუნველყოფა;

·                თემის სწავლა-სწავლების პროცესში შუალედური ნაბიჯების/ეტაპების განსაზღვრა. საკვანძო შეკითხვა წარმოადგენს მაორგანიზებელ ელემენტს, რომელიც სასწავლო თემის ფარგლებში ასრულებს გაკვეთილ(ებ)ის მიზნის როლს.

კომპლექსური დავალება წარმოადგენს მოსწავლის შემეცნებით-შემოქმედებით პროდუქტს, რომლის შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ცოდნის ინტეგრირებულად გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში. კომპლექსური დავალება და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულები (საკითხი, ქვეცნება, საკვანძო შეკითხვა, შეფასების კრიტერიუმი), ცალკეული თემის ფარგლებში, შუალედური მიზნის როლს ასრულებს.

შეფასების კრიტერიუმები გამომდინარეობს სტანდარტის შედეგებიდან და აჩვენებს, რა უნდა შეძლოს მოსწავლემ კონკრეტული თემის ფარგლებში. ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, სკოლის მასწავლებლების მიერ შემუშავებული სასკოლო კურიკულუმი/წლიური პროგრამები დანართი N6 სახით თან ერთვის სასკოლო სასწავლო გეგმას.