წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.

სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლამ ჩაატარა წიგნის კითხვის მსოფლიო დღე, რომელიც აღინიშნება 2010 წლიდან. სასკოლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები. მათ გაგვიზიარეს შთაბეჭდილებები საინტერესო წიგნების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ უმცროსი თაობა ისე შეიყვარებს და გაითავისებს წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს, რომ მისი აღნიშვნის სურვილი კვლავაც გაუჩნდება სამომავლოდ. 
განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩეოდნენ VI კლასის მოსწავლეები, რომელთაც წაკითხული ჰქონდათ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები, რაც მათთვის საინტერესო ამონარიდებით დაადასტურეს.
ჩატარებული ღონისძიება შეაფასეს ამავე სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მედეია გურგენაძემ , დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა მაია ბერძენიშვილმა, დამსწრე მასწავლებლებმა და მშობლებმა. მათ გამოთქვეს კმაყოფილება იმ ფაქტის გამო, რომ სკოლა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივას.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.