9 კლასის მოსწავლეთა ინიციატივით პროექტ ,,მიუსაფარ
ცხოველთა უფლებებისა და გარემოს დაცვის ” ფარგლებში 25 მარტს
9, 10, და 11 კლასის მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის
ტერიტორია.
პროექტს ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი : ნინო დევნოსაძე
Pპროექტ
,,მიუსაფარ ცხოველთა უფლებებისა და გარემოს დაცვა” ის ფარგლებში 9
კლასის მოსწავლეებმა 22 მარტს ჩაუტარეს სემინარი ამავე სკოლის 6
და 7 კლასის მოსწავლეებს ,მოაწყეს დისკუსია.
2 აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო საერთაშორისო დღეა.
სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და
დირექცია უერთდება ინიციატივას ,,გაზარდე აუტიზმის
ცნობადობა".
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივით, საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო
სკოლების მასშტაბურ გამწვანებას იწყებს. დღეს ქ.თბილისის N12 საჯარო
სკოლა შეუერთდა აღნიშნულ აქციას ,,მეტი სიმწვანე და სუფთა ჰაერი ჩვენს
ქალაქს".
20 მარტს სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლაში ჩატარდა
ინტელექტუალური თამაში "ტვინების ბრძოლა." თერთმეტი მონაწილე გუნდიდან
გამარჯვება მოიპოვა Xბ კლასის გუნდმა.
მე-5ა კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველებაში,მასწავლებელი მარიამ
გორგიშელი.
მუშაობა სასწავლო პროექტზე "კოსმოსის
საიდუმლოებანი".
კვლევის შედეგების პრეზენტაციამდე მათი სურვილია
იმოგზაურონ,ვარსკვლავებით მოფენილ სივრცეში,შეიტყონ ყველაფერი
პლანეტების,ვარსკვლავებისა და გალაქტიკების
შესახებ...
პირველ მარტს ქალბატონმა ქეთინო ჩიბაშვილმა IIIბ კლასში ჩაატარა
ღონისძიება ,,დედის დღე და გაზაფხული ერთად მოგვილოცნია". ბავშვებმა
დედიკოებს ლექსებით და მუსიკალური ნომრებით მიულოცეს გაზაფხულის
დღესასწაულები და ცოტახნით ბავშვობაშიც დააბრუნეს.
დედის დღის აღსანიშნავად Xა კლასის მოსწავლეებმა და სამოქალაქო
განათლების პედაგოგმა თამარ მეშველიანმა მოაწყეს პროექტი,
სახელწოდებით ,,ვაჩუქოთ სიყვარული დედებს". მოსწავლეებმა მათ საყვარელ
პედაგოგებს, დიდი სიყვარულით გადასცეს თავისი ხელით შექმნილი მისალოცი
ბარათები და ,,იების კონ", რაც დედის სიმბოლოთაც ითვლება.