საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა
15 სექტემბერი 2015
ადამიანი თავისი განვითარების ყველა ეტაპზე ასეთ კითხვას სვამდა:რა არის სამყარო?საკმაოდ ბევრი მეცნიერი ცდილობდა გაეცა პასუხი ამ კითხვაზე.შეიქმნა შრომების მთელი დასტა,მაგრამ პასუხმა კაცობრიობა არ დააკმაყოფილა.
მაგრამ როგორ შეიქმნა სამყარო?ეს არ არის მხოლოდ ცნობისმოყვარეობით დასმული კითხვა,ეს ზოგადსაკაცობრიო,გლობალური საკითხია.
აღნიშნულ კითხვაზე კაცობრიობა ამომწურავ პასუხს მიიღებს ბირთვული კვლევის ევროპულ ცენტრში”ცერნში”(CERN)შექმნილ გიგანტურ ადრონულ კოლაიდერზე ამჟამად განხორციელებული კვლევების დასრულების შემდეგ.
”ცერნში”ფიქრობენ,რომთუ სუბატომურ სამყაროში მოგზაურობას გაბედავ მისი უკეთ გაცნობის მიზნით,მსოფლიოს ყველა ცოდნა ერთად აღებული ამისთვის არ გეყოფა.სამაგიეროდ გიდად შენი წარმოსახვა უნდა მოიხმო,რადგან ამ სამყაროშიადრე დადგენილი წესები აღარ მოქმედებს.ეს სამყარო შეიძლება ახლობელი იყოს შენთვის,მაგრამ შეუმეცნებადი.
”ცერნში”სასწაულის მოლოდინში არიან.წესით და კანონით აქ გიგანტურ კოლაიდებში დიდი აფეთქების შედეგად უნდა დაიბადოს ”ჰიქსის ბოზონი”,ღმერთის ნაწილაკი,რომელმაც უნდა შეცვალოს სამყაროს სურათი.
”ცერნის”ბირთვული კვლევის ევროპულ ცენტრში 85 ქვეყნის 80000 მეცნიერია.მატ სორის ქართველებიც არიან,რომლებიც ყველაზე გრანდიოზულ სამეცნიერო პროექტში ნაწილაკთა შეჯახების,სამყაროს ახსნის ექსპერიმენტში არიან ჩართულნი.საამაყოა ეს გარემოება.ეჭვგარეშეა,რომ მსოფლიოს ხალხთა დიდი ნაწილი საქმით თუ არა ვირტუალურად მაინც ჩართულნი არიან ამ პროცესებში.
დედამიწა ერთ უზარმაზარ და მოზუზუნე ფუტკრის სკასა ჰგავს,სადაც ადამიანთა ჟრიამული და გადაძახილი გაისმის.დრო,დრო კი ელვის სისწრაფით მიჰქრის წინ.დროსთან უნისონში მოსვლა,ახალ დღეზე ოცნება ცოდნის მაღალი მწვერვალებისაკენ სწრაფვითაა შესაზლებელი მხოლოდ...
ჰიდრავლიკური წნეხის გამომგონებელი ბლეზ პასკალი იმეორებს ფრაზას პავლე მოციქულის ეპისტოლედან და ამბობს:”ადამიანი შექმნილია აზროვნებისთვის და თ უ აზროვნებ,იაზროვნე ღირსეულად”.ღირსეული აზროვნება ქვეყნის სიყვარულია,ხალხის ერთგულებაა,სათნოებაა,ზრუნვაა ქვეყნის აღმშენებლობაზე,მეცნიერების მონაპოვარის სიღრმისეული წვდომაა.აბა ახლა წარმოვიდგინოთ რა ბედნიერებაა,როდესაც დიდი ძალისხმევის გარეშე ახერხებ სწორად ახსნა მოვლენები,იაზროვნო კრიტიკულად,გაერთიანდე საზოგადოებაში,დღეს ამას ინტეგრაციას ეძახიან.განვითარებული ტექნიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები შენგან მეტაფიზიკურ აზროვნებასაც კი მოითხოვენ.ასეა საჭირო დღეს,დღე როდესაც მანქანები,რომლებიც უკვე ადამიანებს”ეჯიბრებიან” ადამიანისმიერვე მანქანებში დაპროგრამირებული ხელოვნური ინტელექტით.
ფიზიკას,როგორც საგანს,როგორც მეცნიერებას,ყველა სიტუაციაში გზამკვლევის,უფრო მეტიც,მოძღვრის საპატიო მისია აკისრია და განათლების ფართო დიაპაზონს მოიცავს,არასდროს არ იქნება ფიზიკა საშუალო თუ  უმაღლეს სკოლაში,არსად არც ერთ ობიექტზე უსუსურ,ბედის ანაბარად მიტოვებულ პოზიციაში,რამეთუ მას გააჩნია ღირსეულთვისებათა მთელი კასკადი... და მაინც ჩვენ უნდა ვიყოთ ფიზიკის აპოლოგები,ანუ ადამიანები,რომლებიც თავგამოდებით მფარველობენ და ხოტბას ასხამენ ამ მეცნიერებას,აქვთ მისი იმედი და თუ გნებავთრწმენაც;ღვთისმეტყველების ენით რომ მივყვეთ იმედი- სიმშვიდეა,სიმშვიდე-მშვიდობაა,მშვიდობა-სიყვარულია,ადამიანთა მოდგმის უმწვერვალესი სიყვარულია,სიყვარული- ბედნიერებაა,ბედნიერება-სიამოვნებაა.ყველგან ფიზიკაა!ტექნიკაზე,რომ აღარაფერი ვთქვათ,მხატვრულ ნაწარმოებებშიც კი ხატობვადაა გადმოცემული ფიზიკური მოვლენები:”წვიმამ გადაიღო,გადაიხარა,ფერსავსე ცისარტყელა ცაზე ოდრიკალად გადასულიყო,მშვიდობა იყო ცათა შინა”,დახეთ,ცისარტყელა,მშვიდობის ფერებიც ხომ ფიზიკის საგანია.
დაბოლოს,შევეცადოთმოვუძევნოთ ახსნა სინგურთაურს,ანუ სათაურში დასმულ შეკითხვას:”რატომ უნდა ვისწავლოთ ფიზიკა სიამოვნებით?!”
როგორც ზემოთაც ვთქვით,ფიზიკა კომპლექსური მეცნიერებაა,რამოდენიმე საგანთა ერთობლიობა.ფიზიკოსის მაქს პლანკის ”კვანტური ფიზიკის”მეშვეობით იქნა ახსნილი მენდელეევის პერიოდული სისტემა.ამ სისტემაში მაქს ბლანკმა ელემენტები განალაგა ატომის გარშემო მბრუნავი ელექტრონების ორბიტალური რიცხვებისა და სპინების მიხედვით,შეიქმნა შეიქმნა პერიოდულობა და მეცნერებმა შვებით ამოისუნთქეს.ქიმიის ენაზე რომ ვთქვათ ვალენტობა,ანუ ელემენტის სხვა ელემენტთან შეერთების თვისებაც სავალენტო შრეში მოძრავი ელექტრონების ენერგიაზეა დამოკიდებული.ენერგია ფიზიკური სიდედეა და ფორმულაში ბლანკის მუდმივაც შედის.
როცა საქმე მიდგება გალვანოსტეგიაზე და ელექტროლიზზე,ქიმიკოსები მოიშველიებენ ხოლმე ფიზიკურ მექანიზმს ანოდისა კატოდის მიერ ელექტრონების მიერთება-გაცემის უნარს.
ბიოლოგიაში ვერ აიხსნებოდა ფოტოსინთეზი,რომ არა ნილს ბორის ცნობილი პოსტულატები,რომელსაც AMPERE-ს კონგრესზე უწოდეს უმაღლესი მუსიკალობა აზროვნების სფეროში.ვერ აიხსნებოდა რომ არა იგივე ნილს ბორის ელემენტ წყალბადის დაკვანტვის მოდელი და აინშტაინის ფოტოეფექტის თეორია.
ფიზიკა ქედს იხრის მათემატიკის წინაშე.რამეთუ სწორედ მათემატიკა,გეომეტრია დაეხმარა ფიზიკას აეხსნა სამყაროს ერთ-ერთი საწყისისცეცხლის სამკუთხედოვანი ფორმა.რომ არა,ცნობილი მათემატიკოსის კარლ ფრიდრიხ გაუსის თეორია დედამიწის ატმოსფეროს ვერ განალაგებდნენ ფენებად.
ფიზიკა ყველა მეცნიერებისაგან გამოირჩევა თავისი შინაარსით,ინტელექტით,უხილავი სიმებით გვიზიდავს,დაგვაფიქრებს,წყაროს თვალივით მოსდის სათქმელი.დიდებულია ფიზიკის წიაღსვლები.ამიტომაც ვეწაფებით ამ მეცნიერებას,თანაც სიამოვნებით.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.