ჩემი ქალაქის, რეგიონის ,სოფლის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა/კვლევა ,პოპულარიზაცია.

საგანი-:სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება    2023
პედაგოგი:თეა სვიმონიშვილი
კლასი: მე-10 ა-მე-10 პროექტული სწავლება
პროექტის ტიპი: კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია

პროექტის თემა: ჩემი ქალაქის, რეგიონის ,სოფლის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა/კვლევა ,პოპულარიზაცია.

პროექტის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევა,რაც გულისხმობს არქიტექტურის,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ,ხალხური რეწვის სხვადასხვა დარგის ნიმუშების შესწავლას.მოძიებული მასალის საფუძველზე  მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა ფორმით (მაგ ესე,ბუკლეტი,ფლაერი და სხვა ) ძეგლების წარმოჩენა ,წარდგენა  და მათი პოპულარიზაცია.

მე-12 სკოლის მე-10 კლასებში  განხორციელდა პროექტით სწავლება სახვით და გამოყებით ხელოვნებაში.მოსწავლეებს გავაცანი პროექტით სწავლევლების მიზანი და სავალდებულო პროექტებიდან პირველ სემესტრში ავარჩიეთ პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია“

პირველ ეტაპზე მოხდა პროექტის მიზნების განსაზღვრა ,პროექტის განხორციელების გეგმის შედგენა,პროექტის ნაბიჯების(აქტივობების) შერჩევა .მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა  და ფუნქციების განაწილება

მეორე ეტაპი-მსჯელობა,დისკუსია ,ინფორმაციის მოძიება UNESCO -ს სიაში შეტანილი კულტურული  მემკვიდრეობის ქართული ძეგელების შესახებ.პატრონაჟის ქვეშ მყოფი მატერიალური და არამატერიალური ძეგლები.

მესამე ეტაპზე მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გაცნობოდნენ თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. მოინახულეს მეტეხის ტაძარი ,წმ.ორმოც სებასტიანელ მოწამეთა სახელობის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

დათვალირებულიდან გამომდინარე მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები,ფლაერები და ჩაწერეს საინფორმაციო ვიდეო მეტეხის ეკლესიის შესახებ

შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები ეწვივნენ თბილისის სახელმწიფო მუზეუმს სადაც დაათვალიერეს საქართველოს ოქროს ფონდი და მასში არსებული უნიკალური ხელოვნების ნიმუშები რომლებიც აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა  ტერიტორიაზე.

პრეზენტაცია გაიმართა 25 დეკემბერს,მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პლაკატები,ფლაერები,საინფორმაციო ვიდეოები.

მუშაობის პროცესი მიმდინარეობდა ძალიან საინტერესოდ და პროდუქტიულად მოსწავლეებმა მიიღეს ბევრი მანამდე მათთვის უცნობი ინფორმაცია საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და მოახდინეს მათი პოპულარიზაცია სკოლის ფარგლებში

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.