საგანი-მუსიკა
პედაგოგი
ინგა ზოიძე
კლასი 11
ა, 11 ბ
პროექტული
სწავლება
პროექტის
თემა-ეროვნული იდენტობისა
და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია
ფალიაშვილის შემოქმედებაში.
პროექტის მიზანი- მოსწავლემ შეძლოს მუს. საშ.1 მუსიკალური ენის ელემენტებისა (რიტმი, მელოდია, ჰარმონია და სხვა) და სამყაროზე წარმოდგენებს შორის ურთიერთკავშირის დადგენა: ამ ელემენტების გამოყენება სამყაროს ფილოსოფიურ გააზრებაში მუსიკის როლის წარმოსაჩენად.
მე-12 სკოლის მე- 11 კლასებში განხორციელდა პროექტით სწავლება მუსიკაში . მოსწავლეებს გავაცანი პროექტით სწავლების მიზანი და სავალდებულო პროექტებიდან პირველ სემესტრში ავარჩიეთ პროექტი ,, ეროვნული იდენტობისა და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში“.
პროექტის პირველ ეტაპზე მოხდა პროექტის მიზნების განსაზღვრა, პროექტის განხორციელების გეგმის შედგენა, პროექტის ნაბიჯების, აქტივობების განსაზღვრა. მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა და ფუნქციების განაწილება.
მეორე ეტაპზე- მსჯელობა , დისკუსია ინფორმაციის მოძიება. მოისმინეს ზაქარია ფალიაშვილის ოპერა ,,აბესალომ და ეთერი’ , ,, დაისი“-დან მუსიკალური ფრაგმენტები მოგროვებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებმა გააკეთეს ფლაერები და სლაიდ შოუ.
მოსწავლეებმა პოპულარიზაციის და პროექტის გაცნობის მიზნით გადაწყვიტეს მათ მიერ შექმნილი პრეზენტაციის საშუალებით სხვადასხვა კლასებში მოეხდინათ სხვა მოსწავლეების ცნობადობის ამაღლება პროექტის ფარგლებში. წარუდგინეს და გააცნეს ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედება . გაიმართა დისკუსია , სადაც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები. პრეზენტაციამ დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია მოსწავლეებში.
ამის შემდეგ მოსწავლეებმა დაიწყეს მზადება საბოლოო შემაჯამებელი პრეზენტაციისთვის. დაამზადეს და ამობეჭდეს ფლაერები, რომელთა დარიგებაც მოხდა სკოლის მოსწავლეებს შორის.
ორივე კლასმა ცალ-ცალკე მოაწყო მთავარი პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრნენ სხვა კლასის მოსწავლეები. პროექტი აწყობილი იყო Powerpoint -ის მეშვეობით. ასევე შექმნეს სლაიდ შოუ . გააჟღერეს ზ. ფალიაშვილის ოპერებიდან ,,აბესალომ და ეთერი“ ,, ჩაკრულო“ , ,,დაისი“ -დან გუნდი ,,თავისუფლება“ ფრაგმენტები. სადაც გამოიკვეთა ეროვნული იდენტობა ზ. ფალიაშვილი შემოქმედებაში.
11 ა კლასის პრეზენტაცია
11 ბ კლასის პრეზენტაცია