საქართველოს ისტორიის კვალდაკვალ

სსიპ ქ. თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში მუშაობა დაიწყო საქართველოს ისტორიის უფასო წრემ „საქართველოს ისტორიის კვალდაკვალ“, წრეში გაერთიანებულნი არიან IX კლასის მოსწავლეები, მუშაობა ჩატარდება ყოველ პარასკევს (04.10.2019-06.12.2019) 14:15 სთ მუშაობის ხანგრძლივობა 45 წუთი.

წრის ხელმძღვანელი - ისტორიის პედაგოგი ქეთევან ჭალიძე.

საწრეო მუშაობის პროფილი და მიზნები:

წრის მიზანია მოსწავლეებმა საფუძვლიანად შეისწავლონ ჩვენი ქვეყნის ისტორია ისტორიული მასალის დამუშავებისა და ფაქტების მოძიების გზით (ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს გამოყენებით) შეძლებენ მინი - ნაშრომების შექმნას და წრის წევრებისადმი წარდგენას, რაც დაეხმარება მათ შემდგომ სწავლების, ძიების, კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

წრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რადგან ხელს შეუწყობს სკოლაში საგნის პოპულარიზაციას. მოსწავლეებს გაუჩნდებათ საგნისადმი უფრო მეტი ინტერესი და პატივისცემა. გაიზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე და გახდებიან უფრო აქტიურები.

თემა

ჩატარების დრო

ხანგრძლივობა

მიზანი

რესურსი

შედეგი

1) შეხვედრა წრის წევრებთან; სამუშაო თემატიკის გაცნობა

04.10

45 წუთი

საწრეო მუშაობის ფორმატის გაცნობა და კეთილგანწყობილი გარემოს დამყარება

სახელმძღვანელო

მოსწავლეებს შორის კომუნიკაცია, თანამშრომლობა და თვითრეალიზაცია

2) დიაოხი-კოლხა. კიმერიელებისა და სკვითების შემოსევები

11.10

45 წუთი

ისტორიული დროის გაგება და ეპოქის განცდა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე

სახელმძღვანელო, დაფა ცარცი

მოსწავლეები გაეცნენ  პირველი ქართული სახელმწიფოების წარმოშობა განვითარებას. მსჯელობენ კონკრეტულ საგარეო ფაქტორზე, რომელმაც იმოქმედა სახელმწიფოს შემდგომ განვითარებაზე

3) ფარნავაზ მეფე და მისი ეპოქა

18.10

45 წუთი

მოსწავლეები უნდა გაეცნონ ფარნავაზის დროს ქართული სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს

სახელმძღვანელო, რუკა, პლაკატები, მარკერები

მოსწავლეები აანალიზებენ საქართველოში მმართველობით სტრუქტურებს უძველესი დროიდან დღემდე

4) ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება

25.10

45 წუთი

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ქრისტიანობის მნიშვნელობის გააზრება და წმინდა ნინოს ღვაწლის დაფასება

სახელმძღვანელო

მოსწავლეები მსჯელობენ ქრისტიანობის როლზე ქართული კულტურის განვითარებაში და ქართული ეთნოსის განმტკიცებაში. აჯგუფებენ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ხელშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებს

5) ქართველი ხალხის ბრძოლა დამპყრობელთა წინააღმდეგ IV ს-ის ბოლოსა და V ს-ის პირველ ნახევარში

01.11

45 წუთი

მოსწავლეთა მიერ ირანული პოლიტიკის ზეგავლენის გააზრება

სახელმძღვანელო, დაფა ცარცი

მოსწავლეები აჯგუფებენ ცხრილში  ქრონოლოგიური თანმიმდევრობით სახელმწიფოებს, რომლებმაც დაკარგეს დამოუკიდებლობა და მიუთითებენ ამ მოვლენის გამომწვევ საგარეო და საშინაო ფაქტორებზე

6) ქართლის ბრძოლა ირანის ბატონობის წინააღმდეგ ვახტანგ გორგასლის მეთაურობით

08.11

45 წუთი

მოსწავლეები გააანალიზებენ საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენას ქართული სახელმწიფოს წარმოშობა-განვითარებაზე და შეძლებენ ვახტანგ გორგასლის მიერ გატარებული  პოლიტიკის მიმოხილვას ირანელთა წინააღმდეგ

სახელმძღვანელო, დაფა ცარცი

მოსწავლეები აკავშირებენ ისტორიულ ფაქტებს შესაბამის ეპოქასთან და ახასიათებენ საქართველოს ისტორიაში გამორჩეულ, მნიშვნელოვან პიროვნებებს, რომლების მონაწილეობდნენ მმართველობაში

7) საქართველო არაბთა ბატონობის ხანაში

15.11

45 წუთი

მოსწავლეები შეძლებენ განსაზღვრონ ქართული სახელმწიფოს ადგილი და როლი არაბთა სახალიფოს მიერ წარმოებული დაპყრობითი ომების დროს

სახელმძღვანელო, რუკა პლაკატები, მარკერები

მოსწავლეები შეადარებენ მონოთეისტურ რელიგიებს, იმსჯელებენ თუ რა გავლენა მოახდინა არაბ დამპყრობრლთა რელიგიამ ქვეყნის კულტურულ განვითარებაზე, ეკონომიკასა და ყოფაზე.

8) ბაგრატ III - ერთიანი შუა საუკუნოვანი საქართველოს პირველი მეფე

22.11

45 წუთი

მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს გამორჩეული პიროვნებების შესახებ, გაანალიზებენ და დაადგენენ, როგორ შეძლეს საქართველოს გაერთიანება X საუკუნის ბოლოს.

სახელმძღვანელო, რუკა, დაფა, ცარცი

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პიროვნებებისა და სხვადასხვა სოციალური ფენის როლზე საქართველოს ისტორიაში

9) დავით IV-ის გამეფება და მისი ღონისძიებები

29.11

45 წუთი

მოსწავლეები იმსჯელებენ კონკრეტულ საგარეო ფაქტორზე, რომელმაც იმოქმედა სახელმწიფოს შემდგომ განვითარებაზე, დაახასიათებენ და შეადარებენ სხვადასხვა პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს.

სახელმძღანელო, დაფა, ცარცი, რუკა, კომპიუტერი

მოსწავლეები ადარებენ წინა ეპოქის მმართველობას და ავლენენ მათ შორის მსგავსება-განსხვავებას, აანალიზებენ საგარეო ფაქტორების გავლენას, მსჯელობენ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე და ახდენენ საკითხთა შორის ანალიზს

10) წრის შემაჯამებელი მუშაობა

06.12

45 წუთი

მოსწავლეები გამოთქვავენ თავიანთ მოსაზრებას, რა შესძინათ საწრეო მუშაობამ და იმსჯელებენ მეორე სემესტრის საწრეო მუშაობის გეგმებზე

პლაკატები

მოსწავლეებს შეუძლიათ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაანალიზონ ჩვენი ქვეყნის წარსული, იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლეთაც ღრმა კვალი დაამჩნიეს ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.