სოციალური პროექტი „დავეხმაროთ მრავალშვილიან დედას’’

სოციალური პროექტი დავეხმაროთ მრავალშვილიან დედას’’.
ავტორი -  ბიოლოგიის პედაგოგი თინათინ ბრეგვაძე.  
მონაწილეები - სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, ადმინისტრაცია.
პერიოდი - 25.10- 22.11.2019 წ.

თემის აქტუალობა დედების როლს ხშირად სათანადოდ არ აფასებენ და უმნიშვნელოდაც კი თვლიან. უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ზოგ კულტურაში ბავშვებზე ზრუნვას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. მათი აზრით, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე კარიერა და მას ზედმეტ ტვირთადაც კი მიიჩნევენ. უმრავლესობა ასეთ დამოკიდებულებას უკიდურესობად თვლის, მაგრამ, ჩვეულებრივ, დედებს შინამოსამსახურეებივით ეპყრობიან და ბავშვებზე ზრუნვას მეორეხარისხოვან საქმედ მიიჩნევენ. ზოგი იმასაც კი ფიქრობს, რომ ქალს თავისი სრული პოტენციალის გამოსავლენად კარიერის გაკეთება სჭირდება. ჩვენ ვაფასებთ და ვამაყობთ დედებით, ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროქტი სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების და ადმინისტრაციისა მონაწილეობით.

პროექტის მიზნები:
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;

) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა  და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;

) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.

გ) ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევა.

პროექტის ამოცანები

1. I ეტაპი - შეგროვდეს ტანსაცმელი  მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობით;

2. II ეტაპი - შეგროვდეს საკვები პროდუქტი, ტკბილეული;

3. III ეტაპი - მრავალშვილიან დედასთან სახლში  სტუმრობა ;

4. IV ეტაპი - ტანსაცმლის და პროდუქტების მიტანა და  შეგროვილი, საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის მიცემა.

განხორციელების გზები -

1.      პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;

2.      მშობელთა კრების მოწვევა;

3. სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;

4. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;

5.  მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;

6.  აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება:

ა)  ტანსაცმლის შეგროვება;

ბ)  პროდუქტის შეგროვება;

გ) ტანსაცმლის მიტანა სკოლაში;

დ)   სახლში   ტანსაცმლის, საკვები  პროდუქტისა და ტკბილეულის  მიტანა.

მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:

მოსწავლეები დაინახავენ, თუ რაოდენ  მნიშვნელოვანია გამოვხატოთ სითბო და თანადგომა ადამინების მიმართ. ამავე დროს დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას და საკუთარ წვლილს შეიტანენ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახების დახმარების საქმეში. 

მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:

პროექტი ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, სხვისი გასაჭირის გაზიარებას. პასუხისმგებლობის გრძნობისა მქონე  მოქალაქის ჩამოყალიბებას.

რესურსები

ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი, ტკბილეული. ელექტრონული - Word, Power Point.

საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი, მარკერები;

ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.

პროექტის შეფასება

 შედეგი გაიზომება

გაზომვადი:

1. შეგროვებული ტანსაცმლის  რაოდენობით;

2. შეგროვებული პროდუქტის  რაოდენობით;

3. პროექტში მონაწილე კლასების რაოდენობის მიხედვით;

4. პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.

დაკვირვებით:

1.      მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე  განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;

პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი -

შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა და დარიგების  პროცესს;

გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.

შესაძლო რისკები: შეიძლებოდა, მშობლებს ან ბავშვებს უარი განეცხადებინათ მარავალშვილიანი დედასთან  წასვლაზე ან ტანსაცმლის და პროდუქტის შეგროვებაზე, რომ დავხმარებოდით მათ.

პროექტის კალენდარი

აქტივობის დასახელება

25.10.19

30.10..19

1.11.19

4.11-19.11.2019

20.11.19

21.11.19

22.11.19

1.პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება

X

 

 

 

 

 

 

2. სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან და მოსწავლეთა თვითმმართველიობის წევრებთან.  პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;

 

X

 

 

 

 

 

3.პროექტის

ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა; მასწავლებელი  თინათინ ბრეგვაძე საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა თვითმართველობის თავმჯდომარები.
 პროექტის ოთხივე ეტაპის გნხორციელების  პროექტზე მონიტორინგი, ფასილიტატორი ნ.გოგოლაშვილი, შეფასების ჯგუფის თავჯდომარე მ. გურგენაძე, წევრი მ. ბერძენიშვილი, შ.ბეშკენაძე ჯგუფის შერჩევა;

 

 

 

X

X

X

 

 

4.საკვები პროდუქტისა,სათამაშოების და  ტკბილეულის შეგროვება;

 

 

 

X

 

 

 

5.ვიზიტი-მრავალშვილიან დედასთან’,ტანსაცმლის, საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის  მიტანა.

 

 

 

 

X

 

 

6. საბოლოო შეხვედრა- პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, შეფასების ჯგუფის წევრები.

 

 

 

 

 

X

 

7.პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.

 

 

 

 

 

 

X


პროექტის ამსახველი მასალა მოთავსებულია  სსიპ ქალაქ თბილისის ნ12 საჯარო სკოლის ვებ გვერძე  მისამართზე:  skola12.gweb.ge

ხელმოწერა:                                                                                                                        22.11.2019

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.