სსიპ ქ. თბილისის მე_12 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს
მათემატიკის უფასო წრე სახელწოდებით ,,ყველაზე
ჭკვიანები“.წრის
ხელ_ლი
მარინე იმნაძე.
წრე
აერთიანებს
დაწყებითი
კლასი
სმოსწავლეებს.კერძოდ
პირველ
კლასელებს.
მუშაობა
ჩატარდება
კვირაში
ერთხელ, ოთხაშაბათობით
(25.09.19-24.11.
19)12სთ00წთ.
მუშაობის ხანგრძლივობა 35წთ
.საწრეო მუშაობის პროფილი და მიზანი.
ა)მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება
ბ)ლოგიკური აზროვნების განვითარებას.
გ)შეძენილი ცოდნის ტრანსფერს და პრაქტიკაში გამოყენებას
წრის ფუნქციონირების მნიშვნელობა და აქტუალურობა
მოსწავლეებს სახალისო აქტივობებისა და ამოცანების შესრულებით
შეექმნებათ პოზიტიური განწყობა.გამოუმუშავდებათ ლოგიკური აზროვნების
უნარ–ჩვევები.შეძლებენ
10–ის ფარგლებში შეკრება-გამოკლებას სხვადასხვა ხერხით.განიმტკიცებენ
ცოდნას გეომეტრიული ფიგურების შესახებ,შექმნიან ფიგურების
მოდელებს.ასევე გამოვიყენებთ
ბუკებს,სახალისო მატემატიკურ სავარჯიშოებსა და ამოცანებს მოსწავლეთა
ინტერესების მიხედვით.წრის სამუშაო თემები მოიცავს მრავალფეროვან
დავალებებს,
რაც აამაღლებს მოტივაციას.მათემატიკის შესწავლისადმი.მოსწავლეები
შეძლებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
წრის მუშაობის პროგრამა,ხანგრძლივობა,შეხვედრების განრიგი და საჭირო რესურსები
N |
თემა |
ჩატარების დრო |
ხანგრძლივობა |
მიზანი |
რესურსი |
შედეგი |
1 |
წრე, სამკუთხედი,ოთხკუთხედი |
25.09 |
35 წთ. |
ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენების და ცნებების ფორმირება. |
მოსწ.სახელმძღვანელო,ფერადი მუყაოსაგან გამოჭრილი სამი სხვადასხვა ზომის და ფერის გეომეტრ.ფიგურები |
ასახელებს გეომეტრიული ფიგურების სახელებს,მოც. გროვებში ამოიცნობს კონკრეტულ ფიგურას,აჯგუფებს მათ ზომის და ფორმის მიხედვით. |
2. |
ზომა, წონა |
2.10 |
35 წთ |
შეადარონ მოც.საგნები ერთი თვისების მიხედვით(სიგრძე,სიმაღლე, წონა, ზომა) |
სახელმძღვანელო,დაფა,ცარცი,სხვადასხვა ზომის საგნები. |
მოსწავლე არჩევს ერთმანეთისაგან საგნებსზომის და წონის მიხედვით |
3 |
დაჯგუფება |
9.10 |
35 წთ. |
ნახატების, ობიექტების სხვადასხვა ნიშნით კლასიფიცირება განსხვავებისა და მსგავსების პოვნა ობიექტებს შორის |
სხვადასხვა ზომის საგნები,დაფა,ცარცი გეომეტრიული ფიგურები. |
მოსწავლე პოულობს მოც.ობიექტებს შორის განსხვავებული ნიშნის მქონე ზედმეტ ფიგურას. |
4 |
რიცხვი 2 |
16.10 |
35წთ |
ერთმანეთს შეუსაბამოს მოც. რიცხვი დაშესაბამისი რაოდენობები. |
სახელმძღვ. დაფა, ცარცი,ჩხირები, მარაო. |
მოსწ.ასახელებს მოც.რიცხვის წინა რიცხვს, გროვას უსაბამებს შესაბამის რიცხვს. |
5 |
რიცხვი 3 |
23.10 |
35წთ. |
რაოდენობები დაუკავშიროს მოცემულ რიცხვებს. შეადაროს რიცხვები ერთმანეთს. |
დაფა, ცარცი, წიგნი, კალამი, ჩხირები. |
მოსწავლე ადარებს რიცხვებს ერთმანეთს, ასახელებს წინა და მომდევნო რიცხვს, უმატებს და აკლებს 3 ის ფარგლებში, აფასებს და ადარებს რაოდენობებს. |
6 |
რიცხვები 0, 1, 2 ,3 |
30.10 |
35წთ. |
გამოსახოს მოცემული რაოდენობა ციფრებით. სურათების მიხედვით მარტივი ამოცანების შედგენა. უცნობი რიცხვის პოვნა. |
კალამი, ფანქარი, ცარცი, დაფა, წიგნი, რვეული. |
მოსწავლე ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობების გროვებს, კითხულობს და წერს რიცხვებს, გამოსახავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით. |
7 |
რიცხვი 5 |
6.11 |
35წთ. |
დათვალოს 1 დან 5 მდე და პირიქით, შეადაროს მოცემული რიცხვები ერთმანეთს, თავისუფლად შეძლოს ანგარი 5 ის ფარგლებში. |
წიგნი, კალამი, კუბები, ფანქარი, მონეტები, დაფა, ცარცი. |
ქმნის ტოლი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას, გამოყოფს მითითებული რიცხვების შესაბამისი რაოდენობის ჯგუფებს გროვაში. |
8 |
რიცხვი 7 |
13.11 |
35წთ |
მოსწავლემ შეძლოს მოცემული რიცხვის დაწერა და წაკითხვა, შქმნას ტოლი რაოდენობის საგანთა გროვა, ერთმანეთს შეუსადაგოს რიცხვები რიცხვით სახელებს. |
ცარცი, დაფა, წიგნი, რვეული, კალამი. |
მოსწავლე თავისუფლად აკეთებს მარტივ ამოცანებს, ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამის რაოდენობას. ალაგებს ზრდის და კლების მიხედვით. |
9 |
რიცხვი 9 |
20.11 |
35წთ |
დათვალოს 1 დან 9 მდე და პირიქით. შეადაროს რიცხვრვები ერთმანეს, დააჯგუფოს კენი და ლუწი რიცხვები. |
დაფა ცარცი, ჩხირები, ფანქარი, რვეული, კალამი. |
მოსწავლეები ითვლიან 1 დან 9 მდე და პირიქით.ადარებენ რიცხვებს ერთმანეთს. |
10 |
რიცხვი 10 |
27.11 |
35წთ |
მოახდინოს შეკრება-გამოკლების მოქმედებათა დემონსტირება, განმარტოს რიცხ ვების სახელდებას ქართულ ენაში, |
ჩხირები, წიგნი, რვეული, დაფა, ცარცი,დამატებითი სავარჯიშოები მათემატიკაში(გოშხეთელიანი,ჩხიკვაძე) |
ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას,განსაზღვრავს რამდენით გაიზარდა ან შემცირდა. |