-„ინგლისური ზეპირმეტყველებისა და წერა-კითხვის წრე“.
სსიპ ქალაქ თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში მუშაობა დაიწყო ინგლისური ენის უფასო წრემ სახელწოდებით -„ინგლისური ზეპირმეტყველებისა და წერა-კითხვის წრე“. წრის ხელმძღვანელი- ლია ჩიხრაძე

წრე აერთიანებს დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, კერძოდ მესამე კლასელებს. წრე იმუშავებს პარასკეობით, 27.09.19- 13.12.19 წრის ხანგრძლივობაა 45 წთ.
საწრეო მუშაობის პროფილი და მიზანი:

·         ინგლისური ენისადმი ინტერესის გაღვივება, ცოდნის გაღრმავება,

·          დაკვირვების, კვლევის, კლასიფიცირების, მსჯელობის, დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

·         შემოქმედებითი და დამოუკიდებელი ასევე თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების  ხელშეწყობა.

·         გამოუმუშავდებათ აზროვნების უნარ-ჩვევები, შეძლებენ სურათის აღწერას ინგლისურად, ტექსტების წაკითხვის, უცხო სიტყვების შესწავლას.

წრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია და აქტუალური, რადგან ამ ასაკში ახერხებენ ბავშვები უცხო ენის უკეთ ათვისებას. უჩნდებათ კითხვები გრამატიკის და სხვა საკითხების გარშემო.

საგაკვეთილო პროცესში ვერ ხერხდება მასალის სიღრმისეული ათვისება. პასუხების მოძიებაში კი ვფიქრობ წრეზე განხილული საკითხები დაეხმარებათ მოსწავლეებს სახალისო აქტივობების შესრულება, კვლევა-ძიებისთვის განკუთვნილი სავარჯიშოები, დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები დაეხმარება შემეცნებითი უნარების დაუფლებაში.

მეტი მრავალფეროვნებისათვის შევისწავლით ლექსებს, ვნახავთ ინტერნეტში ჩვენთვის საინტერესო საკითხებს, გავაკეთებთ სტენდებს, რომ შეექმნათ პოზიტიური განწყობა.

წრის მუშაობის პროგრამა,ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

N

თემა

ჩატარების დრო

ხანგრძლივობა

მიზანი

   რესურსი

შედეგი

1.

უკვე ნასწავლი სიტყვების გახსენება, გამეორება.

27.09

45 წთ.

მოსწავლეებმა გაიხსენონ განვლილი მასალა.

სამუშაო რვეული, სახელმძღვანელო

წრის წევრებმა გადაიმეორეს განვლილი მასალა, გაიხსენეს უკვე ნასწავლი სიტყვები და მარტივი ფრაზები

2.

გრამატიკული ცოდნისა და ლექსიკური მარაგის გაღრმავება. საუბარი, ახალი სიტყვები.

მასალაზე მუშაობა.

04.10

45 წთ.

გაეცნონ ინგლისური ენის გრამატიკის საკითხებს. იმსჯელონ გრამატიკული დროებისა და წესების შესახებ

დაფა, ცარცი, სამუშაო რვეული, ბარათები, ფანქრები

მოსწავლეებმა შეისწავლეს ახალი გრამატიკული წესები. მოსწავლეებმა ამოიწერეს ტექსტებიდან მათთვის უცნობი ახალი სიტყვები. წაიკითხეს ინგლისური ლექსი „Indian boys”, დახვეწეს კითხვის ტექნიკა და ზეპირი კითხვა.

3.

ინგლისური ლექსების წაკითხვა და ათეულების სწავლა.

11.10

45 წთ.

წრის წევრებმა ივარჯიშონ როგორც ინგლისურად სწორად მეტყველებაში, ასევე კითხვაში და თვლაში.

ილუსტრაციები, დაფა, ცარცი.

მოსწავლეებმა წაიკითხეს რამდენიმე ინგლისური ლექსი, ივარჯიშეს სწორად გამოთქმაში და შეისწავლეს ათეულების სისტემა

4.

მეტყველების განვითარება, ახალ სიტყვებზე მუშაობის ტექნიკის დახვეწა.

18.10

45 წთ.

განივითარონ სწორად სიტყვების წარმოთქმის და ლექსიკონში სიტყვების პოვნის უნარები

ლექსიკონი, ინტერნეტი.

 წარმოდგენილი იქნა შემდეგი საკითხი - მეტყველების განვითარება, ახალ სიტყვებზე მუშაობის ტექნიკის დახვეწა. წრის წევრებმა მიიღეს აქტიური მონაწილეობა.

5.

დანაწევრებული კითხვა, ახალ სიტყვებზე მუშაობა.

25.10

45 წთ.

მოსწავლეებმა იმუშაონ ახალ სიტყვებზე, გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი

რვეული, დაფა, ცარცი

მოსწავლეებმა იმუშავეს ახალ სიტყვებზე და ივარჯიშეს დანაწევრებულ კითხვაზე.

6.

მარტივი გრამატიკული ნორმების შესწავლა: „Grammar “to be” in the negative, interrogative.” მუშაობის შეჯამება

შეფასება.

01.11

45 წთ.

შეისწავლონ “to be” ზმნის კითხვითი ფორმა

რვეული, სახელმძღვანელო

მოსწავლეები გაეცნენ “To be” ზმნის უარყოფით ფორმას. წრის სხვადასხვა წევრმა მიიღო მონაწილეობა სავარჯიშოების შესრულებაში.

7.

ზეპირმეტყველების განვითარება. მარტივი ლექსების დამახსოვრება.

08.11

45 წთ.

წრის წევრებმა დაიმახსოვრონ მარტივი, სახალისო ლექსები

სახელმძღვანელო, ბუქი.

მოსწავლეებმა ისწავლეს, დაიზეპირეს მარტივი ლექსები და წაიკითხეს.

8.

მარტივი გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოების შესრულება. საუბარი, ახალი ლექსიკური მარაგის შეძენა.

15.11

45 წთ.

ისაუბრონ მათთვის საინტერესო ეპიზოდებზე

წიგნი, დაფა, ცარცი

მოსწავლეებმა შეასრულეს  მარტივი გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოები. ივარჯიშეს დამოუკიდებლად საუბარში და მარტივ ფრაზებში. შედარებით გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგის.

9.

მარტივი წინადადებების შედგენა დამოუკიდებლად.

22.11

45 წთ.

იმუშაონ წყვილებში, წაიკითხონ ნამუშევრები, გააკეთონ შეფასება, დასკვნა.

პლაკატები, სახელმძღვანელო, ინტერნეტი.

მოსწავლებმა ივარჯიშეს დამოუკიდებლად მარტივი წინადადებების და ფრაზების შედგენაში, დამახასოვრებაში, დაზეპირებაში

10.

ხმამაღლა კითხვა, უცხო სიტყვებზე მუშაობა, ვარჯიში უცხო სიტყვებზე

29.11

45 წთ.

მოამზადონ მასალები ნაწარმოებში წინასწარშერჩეული ადგილებიდან და დააჯგუფონ მასალა თანმიმდევრობით

ინტერნეტი, კომპიუტერი, დაფა

მოსწავლეებმა ივარჯიშეს ხმამაღლა კითხვაში. კითხვის პროცესში ყოველი მოსწავლე იწერდა დამოუკიდებლად იმ სიტყვას, რომელიც არ იცოდა და შემდეგ, როდესაც ტექსტი დამთავრდა განვიხილეთ ეს სიტყვები, მათი მნიშვნელობები.

11.

წერითი უნარ-ჩვევების დახვეწა. მარტივი კონსტრუქციების გამოყენება საკუთარ წინადადებებში.

06.12

45 წთ

სათანადო მასალის გამოყენებით დაწერონ მოკლე ამონარიდები სხვადასხვა უცხოური სამეცნიერო საიტიდან ამ თემის შესახებ

ინტერნეტი, რვეული, ილუსტრაციები.

მოსწავლეებმა ივარჯიშეს სხვადასხვა სიტყვის წერაში. კარნახის შემდეგ ყველა წერდა სიტყვას ისე, როგორც მას შეეძლო. ბოლოს კი დაფაზე დაიწერა ყველა ჩამოთვლილი სიტყვის მართლწერა. შემდეგ მოსწავლეებმა ისევ ივარჯიშეს მარტივი ფრაზების აწყობაში, მარტივი კონსტრუქციების აწყობაში, რაც დამოუკიდებლად წინადადებების გამართვაში დაეხმარებათ.

12.

შეკითხვის სწორად დასმა და ფორმულირება. უცხო სიტყვების შესწავლა

13.12

45 წთ.

წრის წევრებმა მოიძიონ მასალა კოლხეთის და საერთოდ სამხრეთ კავკასიის დიდი ისტორიის შესახებ უცხოურ და პირველ რიგში ბერძნულ წყაროებში.

წიგნი, რვეული, ინტერნეტი

მოსწავლეებმა ივარჯიშეს ერთმანეთისთვის და მასწავლებისთვის შეკითხვის სწორად დასმაში. შეკითხვები თარგმნეს როგორც ქართულიდან ინგლისურად, ასევე ინგლისურიდან ქართულად და ამ პროცესში ყველა მათთვის გაუგებარი სიტყვა იქნა ჩამოწერილი და შემდეგ შესწავლილი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.