მუსიკის
წრის სამუშაო გეგმა
2019-2020 სასწ/წ. VI კლასი
I
სემესტი
ხელმძღვანელი:
მაია ჭუმბურიძე
სსიპ
ქ. თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში მუშაობა დაიწყო მუსიკის უფასო წრემ
„ნორჩი მუსიკოსი“. წრეში გაერთიანებულები არიან მეექვსე კლასის
მოსწავლეები. მუშაობა ჩატარდება ყოველ მეორე ხუთშაბათს
(26.09.19-19.12.19) 14:15 სთ-დან 15:00-მდე.
საწრეო მუშაობის პროფილი და მიზნები:
1.მოსწავლეებში
შემოქმედებითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა-განვითარება;
2.მუსიკის მოსმენა და საკუთარი შთაბეჭდილებების გადმოცემა, სანოტო
სისტემის გამოყენება.
წრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანი და
აქტუალურია, რადგან მოსწავლეები სახალისო აქტივობებით და დამატებითი
მოსასმენი მასალის გამოყენებით, რაც სიღრმისეულად ვერ ხერხდება
საგაკვეთილო პროცესში, შეძლებენ ნაწარმოების ანალიზს. გამოიმუშავებენ
მუსიკის მოსმენის კულტურას, ხელს შეუწყოფს მუსიკის საგნისადმი
დაინტერესებას.
|
თემა |
ჩატ. დრო |
ხანგ. |
მიზანი |
რესურსი |
შედეგი |
1
|
მუსიკის წარმოშობის ისტორია
|
26.09 |
45 წთ. |
მოსწავლეებმა გაიცნენ შუმერების ისტორიას, როგორ შექმნეს პირველი ორკესტრი, პირველი სამგლოვიარო მუსიკა. |
სასკოლო სახელმძღვანელო, ინტერნეტ სივრცე |
მოსწავლეებს გაუჩნდათ მეტი ინტერესი, სიახლეთა აღმოჩენის და შეცნობის მიმართ. |
2 |
ინტონაცია |
10.10 |
45 წთ. |
მოსწავლე განასხვავებს სხვადასხვა მუსიკალურ ინტონაციას. |
მოსასმენი მასალა, რვეული კალამი |
მუსიკალური ინტონაციის გამომსახველობის წყალობით, მოსწავლე განასხვავებს ხალხურ მუსიკას პროფესიულისაგან, ქართულს-უცხოურისაგან, ძველებურს-თანამედროვისაგან. |
3 |
ამოვიცნოთ ადამიანთა სასიმღერო ხმები |
24.10 |
45 წთ. |
სმენის განვითარება |
მოსასმენი მასალა |
ვოკალური უნარ-ჩვევების განვითარება |
4 |
„წინწყაროს“ მგალობელი შაშვი |
07.11 |
45 წთ. |
ქართული-ხალხური სიმღერის სიყვარული „ჰამლეტ გონაშვილი“ |
ინტერნეტ სივრცე და სასწავლო სახელმძღვანელო |
შეუძლიათ სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად |
5 |
მუსიკალურ-თეატრალური ჟანრი-ოპერა |
21.11 |
45 წთ. |
ხელოვნების სინთეზური ჟანრის-ოპერის გაცნობა, მოსმენა და საკუთარი შთაბეჭდილების გადმოცემა |
ინტერნეტ სივრცე, მუსიკალური ფრაგმენტები ოპერიდან |
ახასიათებს მოსმენილ ნაწარმოებს განწყობილების მიხედვით, ამოიცნობს მუსიკალურ ჟანრებს |
6 |
მუსიკალური ინსტრუმენტები |
05.12 |
45წთ. |
მუსიკალური საკრავების ამოცნობა |
ინტერნეტ სივრცე, თვალსაჩინოება სხვადსხვა ინსტრუმენტები. |
მოსწავლე ხვდება რომელი საკრავის, რომელი ინსტრუმენტის ტემბრია. გამოყოფს და ასახელებს საკრავის ცალკეულ ნაწილებს. |
7 |
ვენის კლასიკოსი ლ.ვ. ბეთჰოვენი |
19.12 |
45წთ. |
ნაწარმოების მოსმენა, ფანტაზიის და წარმოსახვის უნარ-ჩვევების განვითარება |
ინტერნეტ სივრცე, მოსასმენი მასალა, სასწავლო სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო |
მოძიებული ინფორმაციის გადმოცემა, მუსიკალური ლექსიკონის გამოყენება. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების განხილვა და შეფასება |