სსიპ ქ.თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში იხსნება ქართული ენისა და
ლიტერატურის უფასო წრე. წრის დასახელება: ,,ო,ენავ ჩემო, დედაო
ენავ!’’
წრის ხელ-ლი ქეთინო
ჩიბაშვილი. წრე აერთიანებს მეოთხე კლასის მოსწავლეებს. მუშაობა
ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს (9.10.19-18.12.19) 13სთ 30წთ
ხანგრძლივობა45წთ
წრის მუშაობის პროფილი და მიზანი:
მართლწერისა და მართლმეტყველების განვითარება .ტექსტების შესწავლისა
და გააზრების უნარ-ჩვევები.
ყურადღების გამახვილება
ქართული გრამატიკის საკვანძო საკითხებზე, რომლებიც გათვალისწინებულია
ეროვნული სასწავლო გეგმით.
წრის ფუნქციონირების მნიშვნელობა და აქტუალურობა
საწრეო მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ გაიღრმაონ ცოდნა
ქართულ ენაში.ისინი შეასრულებენ საინტერესო და
მრავალფეროვან დავალებებს, რაც ხელს შეუწყობს
მოსწავლეებს
შეუქმნას პოზიტიური განწყობა,აუმაღლოს მოტივაცია. გაუღვიძოს ბავშვებს
მშობლიური ენის სიყვარული და ხელი შეუწყოს
კრიტიკული და
შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. საწრეო მუშაობა იქნება
ბავშვთა ინტერესებზე მორგებული.
მოსწავლეებთან ყოველი შეხვედრა იქნება სახალისო აქტივობებით
დატვირთული, შესაბამისად ქართული ენისა და ლიტერატურის წრეზე
მუშაობა
მოსწავლეს ჩამოუყალიბებს მხატვრული ლიტერატურის გააზრებული კითხვის,
მსჯელობის უნარ-ჩვევებს. საშუალება მიეცემათ შეისწავლონ წერის
ძირითადი ელემენტები, ჩავატარებთ სახალისო ვიქტორინას
შესწავლილი საკითხების შესახებ.
წრის მუშაობის პროგრამა,ხანგრძლივობა,შეხვედრების განრიგი და საჭირო რესურსები
N |
თემა |
თარიღი |
მიზანი |
რესურსი |
შედეგი |
1 |
პატიოსნება |
9.10 |
მოსწავლე შეძლებს ტექსტზე დაყრდნობით იმსჯელოს სიმართლის ძალასა და პატიოსნებაზე, იმუშავებს ლექსიკურ მარაგზე. |
მოთხრობა ,,მოხერხებული არაბი“, სამუშაო ბარათები.დაფა ცარცი |
მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში. |
2 |
ცოდნის ძალა |
23.10 |
მოსწავლეებში კითხვისა და წერის მარტივი სტრატეგიების დაუფლება, გაბმულ მეტყველებაზე ვარჯიში |
ოტია იოსელიანის ,,ქოჩორა მტრედის მოტანილი ბარათი“ |
მოსწავლეს შეუძლია ზეპირად და წერილობით იმსჯელოს ნაწარმოების თემასა და პერსონაჟების საქციელზე. |
3 |
ლეგენდა თბილისზე |
30.10 |
ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ინფორმაციის მიწოდება თბილისზე, ვახტანგ გორგასალზე. |
კომპიუტერი, პროექტორი, ვიდეო მასალა, საგანძური. |
აკვირდება პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს ხოლო დაკვირვების საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნა მათი აზრების, განცდების შესახებ. |
4 |
არსებითი სახელის ბრუნება. |
6.11 |
არსებითი სახელის ბრუნებაზე დაკვირვება, ბრუნვის ნიშნებისა და ფუძის გაცნობა |
დაფა, ცარცი, კალმისტარი, რვეული, ფორმატი ,სახელმძღვანელო ჩვენი ენა ქართული. |
სათანადოდ იყენებს ნაცნობი გრამატიკული ფორმების მართლწერის წესებს წინადადების, ფრაზის აგებისას. |
5 |
პირის ნაცვალსახელები :ჩვენ, თქვენ, ისინი |
20.11 |
პირთა ნაცვალ სახელებზე ჩვენ ,თქვენ, ისინი, დაკვირვება . |
ტესტი, კალამი, ბუკი. |
შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი ფორმების გამოყენება წინადადების აგებისას. |
6 |
ზმნის პირი და რიცხვი |
4.12 |
პირისა და რიცხვის მიხედვით ზმნის ფორმა ცვალებაზე დაკვირვება (პრაქტიკულად). |
საკითხავი ტექსტი, ბუკი, სახელმძღვანელო ჩვენი ენა ქართული. |
სათანადოდ იყენებს სახელისა და ზმნის რიცხვში შეთანხმებას, წინადადების, ფრაზის აგებისას . |
7 |
სახალისო ვიქტორინა |
18.12 |
გაიხსენებენ და განიმტკიცებენ ცოდნას, საწრეო მუშაობის დროს შესწავლილის შესახებ. |
თვით შეფასების კითხვარი. |
პირადი დამოკიდებულებების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ. |