საზეიმო შეხვედრა სკოლის საამაყო მოსწავლეებს:
2019 წლის 2 მაისს ქალაქ თბილისის მე-12 საჯარო სკოლის დირექციამ, მოსწავლეთა თვითმმართველობამ და პედაგოგებმა, საზეიმო შეხვედრა მოუწყო სკოლის საამაყო მოსწავლეებს: 
გიგა ტატიაშვილი ( 18 წლამდე ასაკის მოასპარეზეთა შორის, ძიუდო +90 კგ. წონაში მოიპოვა ოქროს მედალი ევროპის მასშტაბით, ემზადება ოლიმპიადისათვის).
ნიკა სომხიშვილი (საქართველოს 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრების წევრი, გუნდმა უკვე მეორედ მოიპოვა ევროპის კონტინენტის ჩემპიონის ტიტული).
ლუკა მახარაძე (18 წლამდე ასაკის ლოკომოტივის საუკეთესო მეკარე, მისი გუნდი ბარსელონაში ევროპის თასის მფლობელი გახდა).
სკოლამ აღზარდა ჯანსაღი სხეულისა და სულის ბიჭები, რომლებმაც საქართველოს სახელი შორს გაიტანეს.
სპორტულ წარმატებებს გადამდები ძალა აქვს ჩვენი სკოლის თითოეული აღსაზრდელისთვის. ჩვენ ვამაყობთ თითოეული სპორტსმენის მიღწეული შედეგით, მათი თავდაუზოგავი შრომა და პოტენციალი დასაფასებელია.
გზა დავულოცოთ მათ, წინ ახალი წარმატებისკენ!

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.