პროექტი "ცოცხალი წიგნები"                
            
            
            				
            დღეს, 17 აპრილს, პროექტ "ცოცხალი წიგნების" ფარგლებში სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლას სტუმრობდა ყველასათვის საყვარელი მწერალი ბექა ქურხული. შეხვედრა მიმდინარეობდა მეგობრული და გულწრფელი კითხვა-პასუხის რეჟიმში.სტუმარმა მოსწავლეებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრა, მისთვის დამახასიათებელი სადა და ბუნებრივი სტილით. მან ახალგაზრდა თაობას თავისი სამწერლო და ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრა მეტად საინტერესო გამოვიდა.
 
                     
                                 
                                 
                                