,,ბავშვები ბავშვებისთვის“
სსიპ ქალაქ თბილისის მე 12 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის განვითარების სააგენტოს“ მიერ განხორციელებულ პროგრამაში-„ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი ,,ბავშვები ბავშვებისთვის“
ადაც მონაწილეობა მიიღეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებმა, მათ რესურს ოთახში შექმნეს „ხელოვნების მინი დარბაზი“, დიდი სიხარულით ხატავდნენ, ძერწავდნენ და ქმნიდნენ თავიანთი ფანტაზიით.