,მეტი სიმწვანე და სუფთა ჰაერი ჩვენს ქალაქს"
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების მასშტაბურ გამწვანებას იწყებს. დღეს ქ.თბილისის N12 საჯარო სკოლა შეუერთდა აღნიშნულ აქციას ,,მეტი სიმწვანე და სუფთა ჰაერი ჩვენს ქალაქს".
თითოეულმა მოსწავლემ იგრძნო თავისი წილი პასუხისმგებლობა, გარემოს გამწვანებაში. ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვავთ ყოველთვის აქტიურად ჩავერთოთ მსგავსი სახის ღონისძიებებში და ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ქალაქის გარემოს გაუმჯობესებაში. მადლობა მხარდაჭერისათვის საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს..