,,ველური მთიანეთი"
მოსწავლეთა საყურადღებოდ!

ძვირფასო მოსწავლეებო, 2018 წლის 20 ოქტომბრიდან შეგიძლიათ ჩაეწეროთ
ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის ველური მთიანეთის კლუბში და
მონაწილეობა მიიღოთ კლუბის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში. ინფორ-
მაციისათვის მიმართეთ გეოგრაფიის  პედაგოგს
ნანა ჭინჭარაულს. მსურველებმა წერილობით უნდა დაადასტურონ კლუბში
გაწევრიანების სურვილი, რისთვისაც აღნიშნული მასწავლებლის სახელზე
წერთ განცხადებას.

სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის ,,ველური მთიანეთის" კლუბის წესდება
1.ზოგადი დებულებები
1.1 სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის ,,ველური მთიანეთის" კლუბი დაფუძნებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ინიციატივით.
1.2 კლუბი დაფუძნებულია ერთი სასწავლო წლის ვადით.
1.3 კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს სხვა რეკვიზიტები.
1.4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო. თბილისი გ. ჭყონდიდელის ქ. N85 სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლა.

ზოგადი დებულებები:
1.1 ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის ნორჩ ესეისტთა
კლუბი დაფუძნებულია 2018 წლის 20 ოქტომბერს;
1.2 კლუბის სახელწოდება-,,ველური მთიანეთის" კლუბი;
1.3 კლუბის იურიდიული მისამართი: ქალაქ თბილისის N12
საჯარო სკოლა, გეოგრაფიის კაბინეტი.

კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1 ესეს წერის უნარის განვითარება;
2.2 აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი
უნარის განვითარება;
2.3 კლუბი ორიენტირებულია შედეგზე;
2.4 მოსწავლეთა საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების
მიცემა;
2.5 პრობლემის გადაჭრის უნარის გამოვლენა;

კლუბში გაწევრიანება:
კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლის საბაზო/საშუ-
ალო საფეხურის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
3.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერი-
ლობით ამ წესდების დანართი N1-ით დამტკიცებული ფორმით;
3.4 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის
საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს
დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
3.5 კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის
სახელით კურატორთან შეთანხმების გარეშე;
3.6 კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანო-
ბაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან;
3.7 კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება;
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ)კლუბის წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით,
როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს
და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების
შედეგად.

კლუბის სტრუქტურა, მართვა:
4.1 კლუბს შეიძლება ჰყავდეს კურატორი (მასწავლებელი), რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი მესამე პირებთან, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება;
4.2 გადაწყვეტილებების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.

კლუბის მუშაობა:
5.1 კლუბი იკრიბება თვეში 1-ჯერ;
5.2 სამუშაო შეხვედრის დრო: 14:15;
5.3 კლუბის ყველა მონაწილე ვალდებულია დადგენილ დროს    გამოცხადდეს და შეასრულოს წესები;
5.4 კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმით;
5.5 ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად კლუბის წევრები;
5.6 უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ სიახლეებთან დაკავშირებით;
5.7 წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.

6.ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება შესაბამისი წინადადების მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებული სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.

7.კლუბის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების გადაწყვეტილებით, თუ კი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ)კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.

კლუბის სამუშაო გეგმა

1

კლუბის პირველი სხდომა.

ოქტომბერი

მე-12 საჯარო სკოლის მოგზაურთა კლუბ "ველური მთიანეთი"-ს პირველი სხდომა. კლუბის დებულების დამტკიცება და მისიის გაცნობა. მოვალეობების გადანაწილება; ლიდერის არჩევა; მოადგილის არჩევა.
კლუბის 2018-2019 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის გაცნობა და დამტკიცება.

2

"ცხოვრება არქტიკაში"

ოქტომბერი

მოსწავლეები გაეცნობიან არქტიკულ

ბუნებას და ცხოვრებას არქტიკაში.

 

3

კლუბის მეორე სხდომა

ნოემბერი

კლუბ "ველური მთიანეთი"-ს მეორე სხდომა. კლუბის წევრებმა დაგეგმეს მომდევნო თვის აქტივობები.

4

შემეცნებითი ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში

ნოემბერი

ჯანსაღი კვება და ჯანმრთელობა.

იმსჯელებენ კვების პროდუქტებზე.

5

კლუბის მესამე სხდომა დეკემბერი სამომავლო გეგმების განხილვა

6

კლუბის სხდომა

დეკემბერი

პროექტი: „საახალწლო ტრადიციები საქართველოს კუთხეებში“.

7

"მე ვიკვლევ გარემოს"

იანვარი

ი.ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან არსებული მეტეოროლოგიური სადგურის დათვალიერება და მისი გამოყენებით ამინდის ცვალებადობაზე დაკვირვება.

8

წარმოსახვითი მოგზაურობა საქართველოს დაცულ ჭარბტენიან ტერიტორიებში

თებერვალი

პროექტ "იმოგზაურე ქვეყნის გარშემო" ფარგლებში წარმოსახვითი მოგზაურობა საქართველოს დაცულ ჭარბტენიან ტერიტორიებში, მათი შესწავლა: კოლხეთის

ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორია, პრეზენტაციის მომზადება.

9

პროექტი

თებერვალი

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ახალი ინდუსტრიული ქვეყნები.

10

პროექტი

მარტი

ჩემი ქალაქის „ძველი ქუჩები“.

კლუბის წევრებმა გამოკითხონ მოსახლეობა; მოიძიონ ინფორმაცია

სხვადასხვა წყაროებიდან და მოამზადონ პრეზენტაცია.

11

პროექტი

აპრილი

შემეცნებითი ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში კლუბ "ველური მთიანეთი"-ს

წევრებთან ერთად. მოსწავლეები გაეცნობიან უძველეს ექსპონატებს

12

წარმოსახვითი მოგზაურობა საქართველოს პირველ ნაკრძალში

 

მაისი

"იმოგზაურე ქვეყნის გარშემო" ფარგლებში წარმოსახვითი მოგზაურობა საქართველოს პირველ ნაკრძალში - ლაგოდეხის ნაკრძალში.

დანართი N1

სსიპ -----------------------------------------
საჯარო სკოლის -------------------------
კლუბის კურატორს ----------------------------

ამავე სკოლის ---- კლასის მოსწავლე
--------------------------------------------
მშობლის ----------------------------------------

 

გთხოვთ, ჩემი შვილი, სსიპ ---------------------------- საჯარო სკოლის --- კლასის მოსწავლე --------------------------------- გააწევრიანოთ ამავე სკოლაში შექმნილ ------------------------- კლუბში.

პატივისცემით,

განმცხადებელი:
თარიღი:

სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის გაერთიანებული

სხდომის ოქმი N5

ქ. თბილისი 30 ოქტომბერი  2018წ.

სხდომის დაწყების დრო: 14:30სთ.

სხდომას ესწრებოდნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები:

  1. მაისურაძე ლილე VIIა კლასი;
  2. ნაზღაიძე ნინი VIIბ კლასი;
  3. აფხაზიშვილი ქეთევან VIIIა კლასი;
  4. ბაგაური მარიამ VIIIბ კლასი
  5. კეჟერაშვილი მარიამ VIIIგ კლასი
  6. გაბაძე მარიამ IXა კლასი;
  7. არჩუაძე სოფო IXბ კლასი;
  8. ყარალაშვილი მარიამ Xა კლასი;
  9. ოდიკაძე მარიამ Xბ კლასი;
  10. მადურაშვილი ნაისი XIა კლასი;
  11. თვაური ელენე XIბ კლასი;
  12. ქვრივიშვილი ნიკა XIIა კლასი;
  13. წიკლაური გვანცა XIIბ კლასი.

სხდომას აგრეთვე ესწრებოდა: გეოგრაფიის  მასწავლებელი ნანა ჭინჭარაული.

სხდომა გახსნა საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ მარიამ ოდიკაძემ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და  მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში  რაიმე საკითხის დამატება.

დღის წესრიგი:

  1. კლუბის ,,ველური მთიანეთის“  შექმნისა და  კურატორის არჩევის საკითხი.
  2. მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით შექმნილი კლუბის ,,ველური მთიანეთის“    წესდების დამტკიცების საკითხი.
  3. მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით შექმნილი კლუბის ,,ველური მთიანეთის“   სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხი.

კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:

მომხრე _13

წინააღმდეგი -0

დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

აკითხი N1 1. კლუბის ,,ველური მთიანეთის“  შექმნისა და  კურატორის არჩევის საკითხი.

მომხსენებელი: საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე მარიამ ოდიკაძე.

მოისმინეს: საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ მარიამ ოდიკაძემ დღის წესრიგით წარმოდგენილ პირველ საკითხთან დაკავშირებით თვითმმართველობის წევრებს განუმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოსწავლეთა თვითმმართველობა წევრთა  1/5-ის ინიციატივით, მოსწავლეთა და სკოლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქმნის სასკოლო კლუბებს. მან დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა მოსწავლეთა თვითმმართველობის მიზნები და ფუნქციები და აღნიშნა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის თვითმართველობის დებულების მე-9 მუხლის მიხედვით, „თვითმმართველობა დასახული მიზნების მისაღწევად ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

  • ხელს უწყობს სკოლაში არსებული კლუბების აქტიურ მუშაობას;
  • წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს და ირჩევს მათ ხელმძღვანელებს“.

საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითთმმართველობის თავმჯდომარემ წევრებს გააცნო მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა 1/5-ის ინიციატივით წარმოდგენილი განაცხადი სასკოლო კლუბის შექმნის შესახებ, სახელწოდებით ,,ველური მთიანეთის“, რომლის მიზანიცაა მოსწავლეთა  სამოქალაქო  აქტიურობის  ფორმირება  არასაგაკვეთილო  ფორმებით.  საქართველოს  სხვადსახვა  კუთხეების  უკეთ  შესწავლა-დაახლოება.  საქართველოს  და  უცხო  ქვეყნების  ხალხთა  ისტორიის, კულტურისა  და  ტრადიციების  გაცნობა.  კლუბში  მუშაობა  მოსწავლეებს  დაეხმარება  მომავალი  წარმატებული  ცხოვრებისათვის  საჭირო  უნარ-ჩვევების  გამომუშავებაში,  ასევე  ჯანსაღი  ცხოვრების  გათავისება/დამკვიდრებაში.

მან აღნიშნა, რომ კლუბში გაწევრიანება შეეძლება საბაზო და საშუალო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც შეავსებს სკოლის ვებ-გვერდზე/facebook გვერდზე განთავსებულ განაცხადს.

მარიამ ოდიკაძემ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ გასული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ყოველ სასკოლო კლუბს ჰყავდეს კურატორი, რომელიც წარმართავს საკლუბო მუშაობას, დაეხმარება კლუბის წევრებს ინიციატივებისა და იდეების რეალიზებაში, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ უმჯობესია კლუბის კურატორად არჩეულ იქნას სკოლის მასწავლებელი,  რომელიც აქტიურად ჩაერთვება კლუბის საქმიანობაში.   კლუბ ,,ველური მთიანეთის“ კურატორობაზე სხდომაზე სურვილი გამოთქვა სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა ნანა ჭინჭარაულმა.

აზრი გამოთქვეს: მარიამ გაბაძემ. მან განაცხადა, რომ კლუბ ,,ველური მთიანეთის“ შექმნა მართლაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თეორიული და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, ცოდნის გაღრმავებას და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას. მათ ხაზი გაუსვეს კურატორის დანიშვნის საჭიროებას და  აღნიშნეს, რომ იგი მართლაც დაეხმარება კლუბის მუშაობას და უფრო მეტად  ორგანიზებულად და აქტიურად წარიმართება კლუბის საქმიანობა. მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა მოიწონეს კლუბის კურატორის ნანა ჭინჭარაულის  კანდიდატურა.

 

მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის.

 

კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს:

მომხრე - 13

წინააღმდეგი - 0

 

კენჭისყრის შედეგად საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობამ დაადგინა:

· სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლაში შეიქმნას’ კლუბი ,,ველური მთიანეთი“ კლუბის კურატორად შეირჩა - გეოგრაფიის მასწავლებელი ნანა ჭინჭარაული.

საკითხი N2: მოსწავლეთა თვითთმართველობის ინიციატივით შექმნილი კლუბ ,,ველური მთიანეთის“ წესდების დამტკიცების საკითხი

მომხსენებელი: საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე მარიამ ოდიკაძე.

მოისმინეს: საშუალო მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის მარიამ ოდიკაძის მოხსენება დღის წესრიგით წარმოდგენილ პირველ საკითხთან დაკავშირებით. მან დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა სასკოლო კლუბ ,,ველური მთიანეთის“ მიზნები და ამოცანები და აღნიშნა, რომ სასკოლო კლუბის ეფექტური მუშაობისათვის, აუცილებელია ჰქონდეს წესდება. მარიამ ოდიკაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მოსწავლეთა სასკოლო კლუბის წესდების პროექტი, რომლითაც უნდა განისაზღვროს სასკოლო კლუბის საქმიანობა, მიზნები, ამოცანები და სხვა საკითხები.

აზრი გამოთქვეს: ელენე თვაურმა. მან განაცხადა, რომ წარმოდგენილი წესდება სრულად განსაზღვრავს სასკოლო კლუბ ,,ველური მთიანეთის“ ფუნქციონირებისათვის საჭირო საკითხებს და არ ეწინააღმდეგება სკოლის ინტერესებსა და მიზნებს.

მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი წესდების პროექტისათვის.

კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს:

მომხრე - 13

წინააღმდეგი - 0

კენჭისყრის შედეგად მოსწავლეთა თვითმმართველობამ დაადგინა: დამტკიცდეს სასკოლო კლუბ ,,ველური მთიანეთის“ წესდება დანართი N1-ის შესაბამისად.

 

საკითხი N3: მოსწავლეთა თვითთმართველობის ინიციატივით შექმნილი კლუბ ,,ველური მთიანეთის“ სამოქმედო გეგმის დამტკიცება

მომხსენებელი: საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე მარიამ ოდიკაძე.

მოისმინეს: საშუალო მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის მარიამ ოდიკაძის მოხსენება დღის წესრიგით წარმოდგენილ სამოქმედო გეგმის გამტკიცების საკითხთან დაკავშირებით. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით შექმნილი კლუბის, ,,ველური მთიანეთის“, საქმიაობის სფერო, მიზნები, ამოცანები, რომლებიც თავმოყრილია კლუბის წესდებაში. მან განაცხადა, რომ საჭიროა შემუშავდეს კლუბის სამოქმედო გეგმა, რომლითაც განსაზღვრული იქნება კლუბის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები სავარაუდო პერიოდის მითითებით.

აზრი გამოთქვეს: მარიამ კეჟერაშვილმა მან განაცხადა, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა სრულად განსაზღვრავს კლუბის, ,,ველური მთიანეთის“ ფუნქციონირებისათვის საჭირო აქტივობებს და არ ეწინააღმდეგება სკოლის ინტერესებსა და მიზნებს.

 

მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი დებულების პროექტისათვის.

კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს:

მომხრე - 13

წინააღმდეგი - 0

კენჭისყრის შედეგად მოსწავლეთა თვითმმართველობამ დაადგინა: დამტკიცდეს მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით შექმნილი კლუბის, ,,ველური მთიანეთის“  სამოქმედო გეგმა.

განსახილველი საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად გამოცხადდა.

სხდომის დასრულების დრო: 15:00სთ.

საშუალო საფეხურის მოსწავლეთა

თვითმმართველობის თავმჯდომარე:                                                   /მარია მოდიკაძე/

საბაზო საფეხურის მოსწავლეთა

თვითმმართველობის თავმჯდომარე:                                                  /მარიამ გაბაძე/

სხდომის მდივანი:                                                                               /მარიამ ყარალაშვილი/

 




საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.