მე-12
საჯარო სკოლაში 25
ოქტომბრიდან ფუნქციონირებს შემოქმედებითი
კლუბი ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“, რომლის უმთავრესი მიზანია
ლიტერატურისა და კინოხელოვნების სინთეზის დანახვა. კლასიკოსთა შედევრები არაერთგზის
გამხდარა რეჟისორთა ინტერესის საგანი. სწორედ აქედან დაიბადა კლუბის
დაარსების იდეა. მოსწავლეთა დაინტერესება ამ კითხით გაზრდის მათ
ცნობისმოყვარეობას. განუვითარდებათ ანალიზის, მსჯელობის, დისკუსიისა
და პრეზენტაციის უნარები.
კლუბში გაწევრიანება
შეუძლიათ საბაზო-საშუალო
საფეხურის მოსწავლეებს,
რომლებიც განცხადებით
მიმართავენ კლუბის კურატორს,
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს,
დალი ჭეიშვილს და
თანახმანი იქნებიან,
დაემორჩილონ კლუბის
წესდებას.
სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის
კლუბი ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“
წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სსიპ ქალაქ თბილისის მე-12 საჯარო სკოლის კლუბი ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“ (შემდგომში - კლუბი) დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ინიციატივით.
2. კლუბი დაფუძნებულია ერთი სასწავლო წლის ვადით.
3. კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს სხვა რეკვიზიტები.
4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, გ. ჭყონდიდელის N85, სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლა.
მუხლი 2. კლუბის მიზნები და დაარსების იდეა
1.კლუბის მიზნებია:
1.1. სკოლის მოსწავლეებისათვის საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
1.2. სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა;
1.3. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;
1.4. მოსწავლეთა კვლევის, ანალიზის, ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის უნარების გამოვლენა, ჩამოყალიბება და განვითარება;
1.5.მიღებული ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში;
1.6. პრეზენტაციის უნარების ჩამოყალიბება;
1.7. პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარება;
1.8. წყვილებში, ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობისას გამოცდილების მიღება-გაზიარება;
2. კლუბის დაარსების იდეაა მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.
მუხლი 3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა
1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლის საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობით ამ წესდების დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;
4. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
5. კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით კურატორთან შეთანხმების გარეშე;
6. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან;
7. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადების დაფუძველზე;
ბ) კლუბის წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად;
8. კლუბის წევრთა რაოდენობა არ არის გასაზღვრული.
მუხლი 4. კლუბის მართვა და გადაწყვეტილებების მიღების წესი
1. კლუბს შეიძლება ჰყავდეს მინიმუმ ერთი კურატორი (მასწავლებელი), რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი მესამე პირებთან, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება;
2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.
მუხლი 5. კლუბის მუშაობა
1. კლუბი იკრიბება საჭიროებიდან გამომდინარე;
2. კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამუშაო გეგმით;
3. კლუბის კურატორი ინტერნეტსივრცეში სკოლის ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ან ბლოგზე განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:
3.1. კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
3.2. კლუბის წესდება, მისი დაარსების იდეა და მიზნები;
3.3. კლუბის სამუშაო გეგმა;
3.4. განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის;
3.5. საკლუბო აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა/შესაბამისი ბმული;
4. ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად კლუბის წევრები:
4.1.ახორციელებენ კვლევას სკოლის მოსწავლეთათვის საინტერესო საკითხვებზე;
4.2.ორგანიზებას უწევენ კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტებს;
4.3.უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით;
4.4.წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.
მუხლი 6. კლუბის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.
მუხლი 7. ცვლილებების შეტანა
კლუბის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ცვლილების შესახებ ინიციატივის მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.
შემოქმედებით კლუბის ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“ სამუშაო გეგმა
N |
ღონისძიება |
თარიღი |
1. |
ლიტერატურისა და კინოხელოვნების სინთეზი (მინი ლექცია) კლუბის მუშაობის სტილის გაცნობა |
26.10 |
2. |
ლიტერატურული შედევრები და სხვადასხვა კინო ვერსიები |
30,11 |
3. |
ქართული ლიტერატურა და კინოხელოვნება |
21.12 |
4. |
დავით კლდიაშვილის ,,სამანიშვილის დედინაცვალი“ ფილმის ჩვენება და ლიტერატურულ პირველწყაროზე საუბარი |
25.01 |
5. |
კონტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენა“ ფილმის ჩვენება. საუბარი თემაზე, როგორ მონაწილეობდა ავტორი კინოს სცენარის შექმნისა და პერსონაჟთა შერჩევისას. |
22.02 |
6. |
მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები“ წიგნისგან განსხვავებული ფინალი ფილმისა |
22.03 |
7. |
გიორგი ლეონიძის ,,ნატვრის ხე“ ფილმის ჩვენება და მსჯელობა რეჟიშორის ხედვაზე. |
26.04 |
8. |
ილია ქართულ კინემატოგრაფში ,,ოთარაანთ ქვრივი“ წიგნისა და ფილმის პერსონაჟთა საოცარი თანხვედრა. |
10.05 |
9. |
ილია ჭავჭავაძე ,,კაცია-ადამიანი?!“ ფილმის ჩვენება და მსჯელობა რეჟისორის ხედვაზე. |
24.05 |
10. |
მსოფლიო კინოშედევრების გაცნობა. თომას მანი ,,სიკვდილი ვენეციაში |
12.06 |
11. |
შემაჯამებელი შეხვედრა |
17.06 |
დანართი N1
სსიპ
ქალაქ თბილისის
N12
საჯარო სკოლის
შემოქმედებითი
კლუბის, ,,ლიტერატურა და კიმემატოგრაფის“,
კურატორს დალი ჭეიშვილი
ამავე
სკოლის ---- კლასის
მოსწავლე
--------------------------------------------
მშობლის
----------------------------------------
გ ა ნ
ა ც ხ ა
დ ი
გთხოვთ, ჩემი
შვილი, სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო
სკოლის --- კლასის მოსწავლე
--------------------------------- გააწევრიანოთ ამავე
სკოლაში შექმნილ შემოქმედებით კლუბში-,,ლიტერატურა და კიმემატოგრაფი“,
პატივისცემით,
განმცხადებელი:
თარიღი:
სხდომის ოქმი N4
ქ. თბილისი 25 ოქტომბერი 2018წ.
სხდომის დაწყების დრო: 14:30სთ.
სხდომას ესწრებოდნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები:
- მაისურაძე ლილე VIIა კლასი;
- ნაზღაიძე ნინი VIIბ კლასი;
- აფხაზიშვილი ქეთევან VIIIა კლასი;
- ბაგაური მარიამ VIIIბ კლასი
- კეჟერაშვილი მარიამ VIIIგ კლასი
- გაბაძე მარიამ IXა კლასი;
- არჩუაძე სოფო IXბ კლასი;
- ყარალაშვილი მარიამ Xა კლასი;
- ოდიკაძე მარიამ Xბ კლასი;
- მადურაშვილი ნაისი XIა კლასი;
- თვაური ელენე XIბ კლასი;
- ქვრივიშვილი ნიკა XIIა კლასი;
- წიკლაური გვანცა XIIბ კლასი.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდა: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დალი ჭეიშვილი.
სხდომა გახსნა საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ მარიამ ოდიკაძემ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში რაიმე საკითხის დამატება.
დღის წესრიგი:
- კლუბის ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“ შექმნისა და კურატორის არჩევის საკითხი.
- მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით შექმნილი კლუბის ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“ წესდების დამტკიცების საკითხი.
- მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით შექმნილი კლუბის ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“ სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხი.
კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:
მომხრე _13
წინააღმდეგი -0
დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.
საკითხი N1 1. კლუბის ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“ შექმნისა და კურატორის არჩევის საკითხი.
მომხსენებელი: საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე მარიამ ოდიკაძე.
მოისმინეს: საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ მარიამ ოდიკაძემ დღის წესრიგით წარმოდგენილ პირველ საკითხთან დაკავშირებით თვითმმართველობის წევრებს განუმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოსწავლეთა თვითმმართველობა წევრთა 1/5-ის ინიციატივით, მოსწავლეთა და სკოლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქმნის სასკოლო კლუბებს. მან დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა მოსწავლეთა თვითმმართველობის მიზნები და ფუნქციები და აღნიშნა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის თვითმართველობის დებულების მე-9 მუხლის მიხედვით, „თვითმმართველობა დასახული მიზნების მისაღწევად ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
- ხელს უწყობს სკოლაში არსებული კლუბების აქტიურ მუშაობას;
- წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს და ირჩევს მათ ხელმძღვანელებს“.
საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითთმმართველობის თავმჯდომარემ წევრებს გააცნო მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა 1/5-ის ინიციატივით წარმოდგენილი განაცხადი სასკოლო კლუბის შექმნის შესახებ, სახელწოდებით ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“, რომლის მიზანიცაა მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაღვიძება, ესეს წერის უნარის განვითარება, აქტიური მოსწავლეეების აღმოჩრნა და შემოქმედებითი უნარის განვითარება. მან აღნიშნა, რომ კლუბში გაწევრიანება შეეძლება საბაზო და საშუალო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც შეავსებს სკოლის ვებ-გვერდზე/facebook გვერდზე განთავსებულ განაცხადს.
მარიამ ოდიკაძემ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ გასული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ყოველ სასკოლო კლუბს ჰყავდეს კურატორი, რომელიც წარმართავს საკლუბო მუშაობას, დაეხმარება კლუბის წევრებს ინიციატივებისა და იდეების რეალიზებაში, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ უმჯობესია კლუბის კურატორად არჩეულ იქნას სკოლის მასწავლებელი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კლუბის საქმიანობაში. კლუბ ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“ კურატორობაზე სხდომაზე სურვილი გამოთქვა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა დალი ჭეიშვილმა.
აზრი გამოთქვეს: მარიამ გაბაძემ. მან განაცხადა, რომ კლუბ ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“ შექმნა მართლაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თეორიული და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, ცოდნის გაღრმავებას და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას. მათ ხაზი გაუსვეს კურატორის დანიშვნის საჭიროებას და აღნიშნეს, რომ იგი მართლაც დაეხმარება კლუბის მუშაობას და უფრო მეტად ორგანიზებულად და აქტიურად წარიმართება კლუბის საქმიანობა. მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა მოიწონეს კლუბის კურატორის დალი შჭეიშვილის კანდიდატურა.
მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის.
კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს:
მომხრე - 13
წინააღმდეგი - 0
კენჭისყრის შედეგად საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობამ დაადგინა:
· სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლაში შეიქმნას’ კლუბი ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“.
· კლუბის კურატორად შეირჩა -ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დალი ჭეიშვილი
საკითხი N2: მოსწავლეთა თვითთმართველობის ინიციატივით შექმნილი კლუბ ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“ წესდების დამტკიცების საკითხი
მომხსენებელი: საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე მარიამ ოდიკაძე.
მოისმინეს: საშუალო მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის მარიამ ოდიკაძის მოხსენება დღის წესრიგით წარმოდგენილ პირველ საკითხთან დაკავშირებით. მან დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა სასკოლო კლუბ ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“ მიზნები და ამოცანები და აღნიშნა, რომ სასკოლო კლუბის ეფექტური მუშაობისათვის, აუცილებელია ჰქონდეს წესდება. მარიამ ოდიკაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მოსწავლეთა სასკოლო კლუბის წესდების პროექტი, რომლითაც უნდა განისაზღვროს სასკოლო კლუბის საქმიანობა, მიზნები, ამოცანები და სხვა საკითხები.
აზრი გამოთქვეს: ელენე თვაურმა. მან განაცხადა, რომ წარმოდგენილი წესდება სრულად განსაზღვრავს სასკოლო კლუბ ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“ ფუნქციონირებისათვის საჭირო საკითხებს და არ ეწინააღმდეგება სკოლის ინტერესებსა და მიზნებს.
მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი წესდების პროექტისათვის.
კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს:
მომხრე - 13
წინააღმდეგი - 0
კენჭისყრის შედეგად მოსწავლეთა თვითმმართველობამ დაადგინა: დამტკიცდეს სასკოლო კლუბ ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“ წესდება დანართი N1-ის შესაბამისად.
საკითხი N3: მოსწავლეთა თვითთმართველობის ინიციატივით შექმნილი კლუბ ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“ სამოქმედო გეგმის დამტკიცება
მომხსენებელი: საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე მარიამ ოდიკაძე.
მოისმინეს: საშუალო მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის მარიამ ოდიკაძის მოხსენება დღის წესრიგით წარმოდგენილ სამოქმედო გეგმის გამტკიცების საკითხთან დაკავშირებით. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით შექმნილი კლუბის, ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“, საქმიაობის სფერო, მიზნები, ამოცანები, რომლებიც თავმოყრილია კლუბის წესდებაში. მან განაცხადა, რომ საჭიროა შემუშავდეს კლუბის სამოქმედო გეგმა, რომლითაც განსაზღვრული იქნება კლუბის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები სავარაუდო პერიოდის მითითებით.
აზრი გამოთქვეს: მარიამ კეჟერაშვილმა მან განაცხადა, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა სრულად განსაზღვრავს კლუბის, ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“ ფუნქციონირებისათვის საჭირო აქტივობებს და არ ეწინააღმდეგება სკოლის ინტერესებსა და მიზნებს.
მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი დებულების პროექტისათვის.
კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს:
მომხრე - 13
წინააღმდეგი - 0
კენჭისყრის შედეგად მოსწავლეთა თვითმმართველობამ დაადგინა: დამტკიცდეს მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით შექმნილი კლუბის, ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“ სამოქმედო გეგმა.
განსახილველი საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად გამოცხადდა.
სხდომის დასრულების დრო: 15:00სთ.
საშუალო საფეხურის მოსწავლეთა
თვითმმართველობის თავმჯდომარე: /მარია მოდიკაძე/
საბაზო საფეხურის მოსწავლეთა
თვითმმართველობის თავმჯდომარე: /მარიამ გაბაძე/
სხდომის მდივანი: /მარიამ ყარალაშვილი/