წარმატებული მოსწავლეები
ჩვენ ვართ მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეები: თეკლა კიკნაძე, ელენე
გორდელაძე, მარიამ თიგიშვილი და თორნიკე მაზანაშვილი. დიდი სიხარულის,
თავდაჯერების, მომავლის იმედის ჟამი გვიდგას.
ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვდიოდით ამ დღემდე. გვიხარია რომ შრომა
დაგვიფასდა.მადლობა განათლების სამინისტროს ჯილდოსთვის. უსაზღვრო სიხარულს „ვუგზავნით“ მშობლიურ სკოლას.
დირექტორს ქალბატონ მედეია გურგენაძეს, სასწავლო ნაწილის გამგეს ქალბატონ მაია ბერძენიშვილს, კლასის დამრიგებელს ქალობატონ ლუიზა კიკაბიძეს და პედაგოგებს, ლომის წილი თქვენ გეკუთვნით ჩვენს აღიარებაში.
ვაცნობიერებთ, რომ დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ეს ჯილდო ფრთებს შეგვასხამს და უფლებას არ მოგვცემს ჩავიმუხლოთ, მოვდუნდეთ და არ გვახსოვდეს მარადიული შეგონება:
„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო“