სსიპ მე-12 საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირება დაიწყო ,,შემოქმედებითი უნარებისა და წერითი კულტურის განმავითარებელმა წრემ.
წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვისადმი ინტერესის გაღვივება, წაკითხული მასალის გაგება-გააზრებისა და საკუთარი დამოკიდებულების წერილობით ჩამოყალიბების უნარის განვითარება, მართლწერის ნორმების დაცვა წერითი დავალებების შესრულების დროს.
როგორც ცნობილია,დღეს მოზარდები ნაკლებად ინტერესდებიან მხატვრული ლიტერატურით, ისინი უპირატესობას კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ანიჭებენ, წიგნმა კი, სამწუხაროდ, უკანა პლანზე გადაინაცვლა. ვფიქრობ, ჩვენი საწრეო მუშაობა ამ მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
საწრეო მუშაობა ჩატარდება
კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს. მუშაობის ხანგძლივობა-1სთ. წრის წევრთა
რაოდენობა-15 მოსწავლე.
წრის ხელმძღვანელი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია
არაბული.
წრის მუშაობის
პროფილი (ქართული ენა) და მიზანი: მოსწავლეს
შეუქმნას პოზიტიური განწყობა, აუმაღლოს მხატვრული ლიტერატურის კითხვის
მოტივაცია. განუვითაროს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
მოსწავლემ მოახერხოს მიღებული ცოდნის ტრანსფერი მეტყველებასა და წერით
კულტურაში.
საწრეო მუშაობის სტრატეგია: საწრეო მუშაობის სტრატეგიად არჩეულია ნოდარ დუმბაძის, გიორგი ლეონიძისა და ილია ჭავჭავაძის მოთხრობები.სავარჯიშოები მართლწერის სახელმძღვანელოებიდან. თეორიული ცოდნისათვის გამოყენებული იქნება შანიძისა და კვაჭაძის სახელმძღვანელოები.
საწრეო მუშაობის პროგრამა:
· საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა არის 1 სთ
· შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს.
· საწრეო მუშაობა იქნება ბავშვთა ინტერესებზე მორგებული
· მეცადინეობის
შინაარსი:
მიზნის მისარწევად
მეცადინეობაზე განვიხილავთ სხვადასხვა მწერლის ნაწარმოებს, .ბავშვები
დაწერენ ესეებს, ჩანახატებს, წაკითხული ტექსტების შინაარსებს და მათში
დაიცავენ ქართული ენის მართლწერის ნორმებს. ვფიქრობ, საწრეო მუშაობა
ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარებისა და წერითი
კულტურის განვითარებას, აუმაღლდებათ ზეპირი მეტყველების
კულტურაც.
პერიოდულად მშობლებისთვის
გაიმართება ღია მეცადინეობები.წრის მუშაობის დასასრულს
მასწავლებელი შეაჯამებს წრის მუშაობას, შეაქებს და შაფასებს ბავშვებს,
დაემშვიდობება და შეჰპირდება ბევრ საინტერესო აქტივობას
სამომავლოდ
სსიპ ქალაქ თბილისის #12 საჯარო
სკოლის შემოქმედებითი
უნარებისა და
წერითი კულტურის განმავითარებელ
უფასო წრის ხელმძღვანელს,
მზია არაბულს
ამავე სკოლის მოსწავლის
.......................................................................
მშობლის .....................................................
განცხადება
ქალბატონო მზია, ჩემი შვილი, .............................................................., სწავლობს სსიპ ქალაქ თბილისის #12 საჯარო სკოლაში, სურვილი მაქვს გაწევრიანდეს ,,შემოქმედებითი უნარებისა და წერითი კულტურის გამნავითარებელ უფასო წრეში".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ.
მშობელი
...............................................
თარიღი-
შემოქმედებითი უნარებისა და წერითი
კულტურის განმავითარებელი წრის
სამუშაო
გეგმა:
თემა |
ჩატარების დრო |
მუშაობის ხანგძლივობა |
მიზანი |
1.წრის სამუშაო გეგმისა და აქტივობების გაცნობა |
4,X |
1სთ |
მოსწავლეები გაეცნობიან წრის სამუშაო გეგმასა და იმ აქტივობებს, რომელთაც განახორციელებენ წლის განმალობაში |
2.სხვადასხვა სახის ტექსტებისა და მათი თავისებურებების გაცნობა |
11.X |
1სთ |
მოსწავლეები გაეცნობიან სამეცნიერო, პუბლიცისტურ, ინფორმაციულ, მხატვრულ ტექსტებს, მათ სპეციფიკას , გააკეთებენ ჩანაწერებს. |
3.მიზნის განსაზღვრა და მისი შესაბამისი სტილის მოძებნა მხატვრული სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნები. |
18.X
|
1სთ. |
მოსწავლემ წერის დაწყებამდე უნდა განსაზღვროს ტექსტის შექმნის მიზანი(ვისთვისაა განსაზღვრული, რა დანიშნულება აქვს ტექსტს და რა არის ავტორის მიზანი) და შეარჩიოს წერის სათანადო სტილი.გაეცნობა მხატვრული სტილისათვის დამახასიათებელ ნიშნებს(ემოციურობა,ექსპრესიულობა,ინდივიდუალიზმი, მხატვრული ხერხების სიჭარბე). |
4.ესე, მისი ტიპები და სტრუქტურა. არგუმენტი და კონტრარგუმენტი |
25.X 1.XI |
2სთ. |
მოსწავლეები გაეცნობიან ესეს რაობას, მის ტიპებსა(ლიტერატურულ-პუბლიცისტური, ფილოსოფიური,კრიტიკული, ისტორიული, სამეცნიერო...) და სტრუქტურას.ისწავლიან რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება შესავალში, ძირითადი ნაწილსა და დასკვნაში. მოსწავლეები ყურადღებას გაამახვილებენ არგუმენტისა და კონტრარგუმენტების ფუნქციაზე და შეძლებენ მათ სათანადო გამოყენებას ესეს წერისას. |
5.არგუმენტირებული ესე(მოსწავლეებს ვაძლევ ესეების ჩამონათვალს და ისინი თვითონ ირჩევენ მათთვის საინტერესო საკითხს). |
8.XI 15.XI 22.XI |
3სთ. |
მოსწავლეები წერისას გამოკვეთენ მიზანს, გააცნობენ მკითხველს, რა საკითხს ეხება ტექსტი, ძირითად ნაწილში გადმოსცემენ მთავარ სათქმელს, იმსჯელებენ და თავიანთ მოსაზრებას გაამყარებენ არგუმენტებით, დასკვნაში კი ერთგვარად შეაჯამებენ ესეში გადმოცემულ მოსაზრებებს, ლოგიკური მოსაზრებების გვერდით მათ შეუძლიათ დააფიქსირონ თავიანთი სუბიექტური აზრიც. |
6.კრიტიკული მეგობრის უკუკავშირი |
29.XI |
1სთ. |
მოსწავლეები წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით ერთმანეთს გაუსწორებენ დაწერილ ესეს, იმსჯელებენ და დაასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებას წერითი ნამუშევრის შესახებ. |
7.მწერლის ენა. მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები. რითმა |
6.XII 13.XII |
2სთ. |
მოსწავლეები გაეცნობიან მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს, შეძლებენ მიცემულ ტექსტებში ეპითეტების, მეტაფორების, გაპიროვნების და ა.შ. გარჩევას, ისაუბრებენ მწერლის ენაზე, გაეცნობიან რითმის სახეებს.
|
8.ლექსის ანალიზი-ლადო ასათიანის ,,ვაჟა-შაველას ნაამბობი“ |
20XII |
1სთ. |
მოსწავლე შეძლებს ლექსის გაგება-გააზრებას, მთავარი სათქმელის ამოცნობას, მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე მსჯელობას.
|
9.ლექსის ანალიზი-შ.ნიშნიანიძის ,,ბალადა პროფესორ ჟორდანიაზე“ |
7.II |
1სთ. |
მოსწავლე შეძლებს ლექსში მთავარი სათქმელის ამოცნობას, იმჯელებს მხატვრულ საშუალებებსა და სალექსო საზომზე. |
10.ტექსტზე მუშაობა-ი.ჭავჭავაძის ,,სარჩობელაზედ“ |
14.II 21.II |
2სთ. |
მოსწავლეები წაიკითხავენ ტექსტს, ყურადღებას გაამახვილებენ მთავარზე, იმსჯელებენ და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას ნაწარმოებში დასმული პრობლემის შესახებ. არგუმენტებად მოიყვანენ ტექსტის დეტალებს, დაწერენ ესეს: ,,დამნაშავე თუ მსხვერპლი“ |
11.ტექსტზე მუშაობა-გ.ლეონიძის ,,მარიტა“ |
28.II 7.III |
2სთ. |
წრის წევრები წაიკითხავენ ტექსტს, იმსჯელებენ მასში წამოჭრილ პრობლემებზე. დაახასიათებენ პერსონაჟებს,ისაუბრებენ , რა მხატვრული ხერხებითაა რეალიზებული მთავარი სათქმელი. დაწერენ ესეს ,, პოეტები მხოლოდ რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან“. |
12.ტექსტზე მუშაობა-გ.ლეონიძის ,,ნატვრის ხე“ |
21.03 28.03 |
2სთ. |
წრის წევრები წაიკითხავენ ტექსტს, იმსჯელებენ მასში წამოჭრილ პრობლემებზე. დაახასიათებენ პერსონაჟებს,ისაუბრებენ , რა მხატვრული ხერხებითაა რეალიზებული მთავარი სათქმელი. დაწერენ ესეს ,, პოეტები მხოლოდ რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან“. |
13.ჩვენ ვებრძვით ბარბარიზმებს |
4.IV |
1სთ. |
ენის სიწმინდისათვის ბრძოლა. გააზრება იმისა, რომ სიტყვაკაზმულ ქართულს არ სჭირდება უცხო ქვეყნებიდან ამდენი სიტყვის შემოტანა. ბავშვები დაამზადებენ ბანერებს, რომლებზეც ის სიტყვები იქნება ჩამოწერილი, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ. |
14.კონფერენცია თემაზე ,,ენა დედაა ერისა“ |
11.IV |
1სთ. |
მოსწავლეები წაიკითხავენ ცნობილ ადამიანთა გამონათქვამებს ენის დანიშნულებაზე, წაიკითხავენ ლექსებს, დაწერენ თხზულებას, ესეს, ჩანახატებს, |
15.ვიქტორინა თემაზე,,ვინ უკეთ იცის ენა ქართული“ |
18.IV |
1.სთ |
ფგუფური მუშაობის უნარის განვითარება, მოტივაციის ამაღლება. მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად,მოამზადებენ კითხვებს ვიქტორინისათვის. გამარჯვებული ფგუფი დაჯილდოვდება. |
16.ექსკურსია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში |
2.V |
1სთ. |
მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა შესახებ ინფორმაციის მიღება. კიდევ ერთხელ გახსენება უკვე შესწავლილი პოეტებისა და მწერლების ბიოგრაფიებისა და შემოქმედებისა |
17.ექსკურსიის შემდგომი შთაბეჭდილებების წერილობით გადმოცემა |
16.V |
1 დღე |
საკუთარი შთაბეჭდილებების, ემოციების გადმოცემა. წერითი უნარის განვითარება, მართლწერის ნორმების დაცვა . |
18.შემაჯამებელი მეცადინეობა ა)რა მომცა საწრეო მუშაობამ. ბ)როგორ დავგეგმავდი მომავალი წლის საწრეო მუშაობას |
23.V 30.V |
2სთ. |
მოსწავლეთა ცოდნის გააქტიურება, ანალიზისა და სინთეზის, პრეზენტაციის უნარის განვითარება. |