წრის ხელმძღვანელი: მზია არაბული
ქართული ენისა და ლიტერატურის საწრეო მუშაობის გეგმა (II სემესტრი) |
||||||
N |
თემა |
ჩატ დრო |
ხანგ-ძლივობა
|
მიზანი |
რესურსი
|
შედეგი |
1 |
მეტყველების ნაწილები. ფორმაცვალებადი და ფორმაუცვლელი სიტყვები.
|
3.X |
1სთ.
|
მოსწავლემ შეძლოს წინადადებაში მეტყველების ნაწილების ამოცნობა, გაარჩიოს , როგორია ისინი ფორმის ცვალებადობის მიხედვით. |
წიგნი(ქართული ენა-V კლ.შანიძე, კვაჭაძე), რვეული, კალამი, დაფა, ცარცი. |
მოსწავლეს შეუძლია სიტყვების მიკუთვნება მეტყველების ნაწილთა შესაბამის ჯგუფთან. |
2 |
არსებითი სახელი. არსებითი სახელების ჯგუფები.
|
10.X |
1სთ.
|
მოსწავლემ შეძლოს წინადადებაში არსებითი სახელების ამოცნობა, დაასადაწვრილებითხელოს ფგუფი, რომელსაც ეკუთვნის ესა თუ ის არსებითი სახელი. |
ქართული ენის სახელ.მე-5 კლ.რვეული დაფა, ფორმატი. |
მოსწავლეს შეუძლიაამოიცნოს დაგანმარტოს, რატომ ეკუთვნის ესა თუ ის არსებითი სახელი შესაბამის ჯგუფს. |
3 |
არსებითი სახელის მართლწერა.
|
17.X 24.X
|
2 სთ. |
მოსწავლემ შეძლოს წერის დროს არსებითი სახელების მართლწერის ნორმების დაცვა. |
რვეული, დაფა, ცარცი, შეცდომებით დაბეჭდილი ტექსტები. |
მოსწავლეს შეუძლია იპოვოს შეცდომები ტექსტში და გაასწოროს ისინი. |
4
|
ზედსართავი სახელი. ზედსართავი სახელების ჯგუფები.
|
31.X 7.XI
|
2 სთ. |
მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტში ამოცნობა და მიკუთვნება შესაბამის ჯგუფთან. |
ლიტერატურის სახელმძღვანელო, რვეული,კალამი, დაფა, ცარცი. |
მოსწავლეს შეუძლია წაკითხულ ტექსტში იპოვოს ზედსართავი სახელები და განსაზღვროს, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ისინი. |
5
|
ზედსართავი სახელების ხარისხის ფორმები.არსებითისა და ზედსართავი სახელების ერთად ბრუნება. ზედსართავ სახელებთან დაკავშირებული ორთოგრაფიული, სინტაქსური და სტილისტური შეცდომები. |
14. XI 21. XI
|
2 სთ. |
მოსწავლემ შეძლოს ზედსართავი სახელების ხარისხის ფორმების გარჩევა, სწორად შეუწყოს ბრუნების დროს მსაზღვრელ-საზღვრული ერთმანეთს. შეძლოს ტექსტში შეცდომების აღმოჩენა და სწორი ფორმით დაწერა. |
დაფა, ცარცი, რვეული. კალამი,შეცდომებით დაბეჭდილი ტექსტები. |
მოსწავლე სწორად აბრუნებს არსებითსა დაზედსართავ სახელებს, ამოიცნობს, რომელი ხარისხის ფორმას მიეკუთვნება, პოულობს და ასწორებს ორთოგრაფიულ, სინტაქსურ და სტილისტურ შეცდომებს. |
6
|
რიცხვითი სახელი.რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი რიცხვითი სახელების მართლწერა. |
28. XI 5.XII |
2სთ. |
მოსწავლემ უნდა შეძლოს რიცხვითი სახელების პოვნა მოცემულ ტექსტში, წერის დროს გამოიყენოს მიღებული ცოდნა, იპოვოს და გაასწოროს შეცდომები. |
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, შეცდომებით დაბეჭდილი ტექსტები. |
მოსწავლეს შეუძლია რიცხვითი სახელების პოვნა ტექსტში, პოულობს და ასწორებს რიცხვითი სახელების მართლწერასთან დაკავშირებულ ორთოგრაფიულ და სინტაქსურ შეცდომებს. |