წრის მუშაობის პროფილი საბუნებისმეტყველო (ფიზიკა) და მიზანი: მოსწავლეს შეუქმნას პოზიტიური განწყობა, აუმაღლოს მოტივაცია ფიზიკის სწავლისადმი. განუვითაროს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება. მოსწავლემ მოახერხოს მიღებული ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში.
საწრეო მუშაობის სტრატეგია: საწრეო მუშაობის სტრატეგიად არჩეულია სახალისო ცდები, მოვლენებისა და ფაქტების განხილვა, საინტერესო ამოცანების გარჩევა.
საწრეო მუშაობის პროგრამა:
· საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა არის 1 სთ
· შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ (დღე შეთანხმებული იქნება დარეგისტრირებულ მოსწავლეებთან)
· საწრეო მუშაობა იქნება ბავშვთა ინტერესებზე მორგებული
· მეცადინეობის შინაარსი:
მიზნის მისარწევად მეცადინეობაზე განვიხილავთ ნაირ-ნაირ თავსატეხ და მახვილგონიერ კითხვებს სახელმძღვანელოდან „სახალისო ფიზიკა“. გავარჩევთ პარადოქსებს და მოულოდნელ დაპირისპირებებს ფიზიკასთან, რაც ყოველდღიურ მოვლენებს ეხება.
ჩავატარებთ სახალისო ცდებს და ამით მოსწავლე მიეჩვევა ფიზიკური მეცნიერების შესაფერისად აზროვნებას, შექმნის ბავშვის მეხსიერებაში ფიზიკურ ცოდნათა მრავალ ასოციაციას, ცხოვრების სხვადასხვაგვარ მოვლენებთან.
პერიოდულად მშობლებისთვის გაიმართება ღია მეცადინეობები.
წრის
მუშაობის დასასრულს მასწავლებელი შეაჯამებს წრის მუშაობას, შეაქებს და
შაფასებს ბავშვებს, დაემშვიდობება და შეჰპირდება ბევრ საინტერესო
აქტივობას სამომავლოდ.
სსიპ ქალაქ თბილისის #12 საჯარო
სკოლის ფიზიკის წრის ხელმძღვანელს,
ქეთო კაპანაძეს
ამავე სკოლის მოსწავლის
.......................................................................
მშობლის .....................................................
განცხადება
ქ/ნო ქეთო,
ჩემი შვილი, .............................................................., სწავლობს სსიპ ქალაქ თბილისის #12 საჯარო სკოლაში, სურვილი მაქვს გაწევრიანდეს ფიზიკის წრეში „სახალისო ფიზიკა“, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ.
მშობელი
...............................................
თარიღი-
წრის ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი
#
|
შესასრულებელი საკითხები |
შესრულების დრო |
დრო |
მიზანი |
რესურსი |
შედეგი |
1 |
წრის გახსნა,სამოქმედო გეგმოს გაცნობა, ინფორმაციის გაცვლა |
15.II.2018 |
1სთ |
გავაცნო ბავშვებს სამოქმედო გეგმა, დავადგინო ინტერესები |
გეგმა, დაფა, ცარცი |
ინტერესისა და მოტივაციის ამაღლება |
2 |
ა) სიმულაცია „ენერგია სვეტების პარკში“ საიტზე PHETcolorado.edu ბ)მუშაობა ამოცანებზე (თემა: ენერგიის მუდმივობის კანონი) |
22.II.2018 |
1სთ |
ა) სწავლისადმი განწყობის შექმნა ბ) ცოდნის გამოყენების, ანალიზის უნარების განვითარება |
ა)კომპიუტერი, საიტი PHETcolorado.edu ბ) გ.გედენიძის ამოცანათა კრებული |
ა)თვალსაჩინო გახდება ენერგიებთან დაკავშირებული მოვლენები ბ)მიღებული ცოდნის სკოლის გარეთ გამოყენება |
3 |
მუშაობა ამოცანებზე (თემა: მუშაობა და სიმძლავრე, ენერგიები) |
1.III.2018 |
1სთ |
მიღებული ცოდნის კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირების უნარის, პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება |
ა) ქ.ტატიშვილის ამოცანათა კრებული ბ)ე.ბასიაშვილის ამოცანათა კრებული |
მიღებული ცოდნისა და უნარების ტრანსფერი ცხოვრებაში |
4 |
სსახალისო ცდების ჩვენება „სამი საინტერესო და უცნაური მოვლენა, რომლებიც ელემენტარული ფიზიკის კანონებით აიხსნება“ |
22.III.2018 |
1სთ |
სწავლისადმი დადებითი განწყობისა და ინტერესის ამაღლება |
კომპიუტერი, ინტერნეტი, ცდები Youtube-ზე |
რეალური მოვლენის იმიტაცია კომპიუტერის საშუალებით |
5 |
მუშაობა ამოცანებზე („ბუნების ძალები“) |
29.III.2018 |
1სთ |
დაკვირვების ანალიზის დასკვნის გამოტანის უნაარების განვითარება |
გ.გედენიძის ამოცანათა კრებული; ე.ბასიაშვილის ამოცანათა კრებული |
მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება ცხოვრებაში |
6 |
პრაქტიკული სამუშაო - ზამბარის სიხისტის განსაზღვრა („ჰუკის კანონი“) |
5.IV.2018 |
1სთ |
დაკვირვების ანალიზის ინფორმაციის კლაფიკაციის და საკუთარი აზრის დასაბუთბის უნარის განვითარება |
ზამბარიანი დინამომეტრი, სხვადასხვა მასის სხეულები, სახაზავი, ფურცელი და ფანქარი |
მიღებული ცოდნისა და უნარების ტრანსფერი |
7 |
ა)სიმულაცია „ფერთახედვის პრინციპი“ ბ)თვისობრივი ამოცანები |
12.IV.2018 |
1სთ |
სწავლისადმი დადებითი განწყობის შექმნა და ინტერესის ამაღლება |
კომპიუტერი, საიტი PHETcolorado.edu |
მოსწავლისათვის თვალსაჩინო გახდება ფიზიკური მოვლენები |
8 |
მუშაობა ამოცანებზე (თემა: ოპტიკა) |
19.IV.2018 |
1სთ |
პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება |
ქ.ტატიშვილისა და ე.ბასიაშვილის ამოვანათა კრებულები |
მიღებული ცოდნისა და უნარების ტრანსფერი |
9 |
ოპტიკის შეჯამება „სლაიდ შოუს“ გამოყენებით |
26.IV.2018 |
1სთ |
ანალიზის, დამოუკიდებლად აზროვნების უნარის განვითარება |
კომპიუტერი, Power point-ში სლაიდ შოუ |
მოსწავლე არკევს რამდენად სწორად გაიგო მასალა |
10 |
მუშაობა ამოცანებზე (თემა: ცნობილი ფაქტები) |
3.V.2018 |
1სთ |
დამოუკიდებლად აზროვნების, ინფორმაციის ინტერპრეტაციის უნარის განვითარება |
მოძიებული ინფორმაცია ინტერნეტიდან, გ.გედენიძის ამოცანათა კრებული |
მიღებული ცოდნისა და უნარების ტრანსფერი |
11 |
წრის ბავშვების ჯგუფებად ჯგუფებად დაყოფა და ვიქტორინის მოწყობა |
10.V.2018 |
1სთ |
დადებითი განწყობის შექმნა, კომუნიკაციისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება |
კომპიუტერი, სლაიდ შოუთი წარმოდგენილი კითხვარები |
ინტერესის ამაღლება და მიღებული უნარების ტრანსფერი |
12 |
მიზნობრივი ექსკურსია „ექსპერიმენტორიუმში“ |
17.V.2018 |
1სთ |
სწავლისადმი დადბითი განწყობის შექმნა, ინტერესის ამაღლება |
ტრანსპორტი, შესასვლელი ბილეთები |
მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ფიზიკურ მოვლენებს |