მე-12 საჯარო სკოლაში 20 ოქტომბრიდან ფუნქციონირებს ლიტერატურულ-შემოქმედებითი კლუბი ,,წიგნის სამყარო, რომლის უმთავრესი მიზანია ლიტერატურის პოპულარიზაცია, მოსწავლეებში წიგნებისადმი ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა.
კლუბში გაწევრიანება შეუძლია V-XII კლასების მოსწავლეებს, რომლებიც განცხადებით მიმართავენ კლუბის კურატორს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მზია არაბულს და თანახმანი იქნებიან, დაემორჩილნონ კლუბის წესდებას.
სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის კლუბ ,,წიგნის სამყაროს“
წესდება
1.ზოგადი დებულებები
1.1.სსიპ თბილისი მე-12 საჯარო სკოლის კლუბი ,,წიგნის სამყარო“
(შემდგომში - კლუბი) დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ
პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15
სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-10
მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა
თვითმმართველობის წევრთა ინიციატივით.
1.2.კლუბი დაფუძნებულია ერთი სასწავლო წლის ვადით.
1.3.კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს სხვა
რეკვიზიტები.
1.4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, სსიპ თბილისის მე-12
საჯარო სკოლა
2.კლუბის მიზნები და ამოცანები
2.1. ლიტერატურის პოპულარიზაცი;
2.2. მოსწავლეებში წიგნების მიმართ ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული
გემოვნების დახვეწა;
2.3.პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
2.4. მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების
გამოვლენა და ჩამოყალიბება;
2.5. პრობლემის გადაჭრის უნარი გამოვლენა;
2.6.წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების
მიღება-გაზიარება;
2.7.კონფერენციების, სემინარების, ლიტერატურული საღამოების
ორგანიზება;
2.8.პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება;
2.9.კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა,რომელიც
ემსახურება კლუბის მიზნებს,ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ
ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
2.10. სასკოლო კლუბის ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის
კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების
განხილვა. ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის ორგანიზება
მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.
3. კლუბშიგაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2.კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლისსაბაზო/საშუალო
საფეხურის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
3.3.კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობით ამ
წესდების დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;
3.4.კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის
საქმიანობაში,დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და
კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
3.5.კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით
კურატორთან შეთანხმების გარეშე;
3.6.კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ
საქმიანობაზე,რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან;
3.7.კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადების დაფუძველზე;
ბ)კლუბის წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როდესაც მისი
საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს
აღნიშნული წესდების დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად.
4.კლუბის მართვა და გადაწყვეტილებების მიღების წესი
4.1. კლუბს შეიძლება ჰყავდეს კურატორი (მასწავლებელი), რომლის
უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად
წარადგინოს კლუბი მესამე პირებთან, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ
განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და
რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება;
4.2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის
წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა
უმრავლესობით.
5.კლუბის მუშაობა
5.1.კლუბი იკრიბება საჭიროებიდან გამომდინარე;
5.2.კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმით;
5.3. კლუბის კურატორი ინტერნეტსივრცეში ქმნის facebook–ის გვერდს,
სადაც განთავსდება ინფორმაცია კლუბის სახელწოდება, კლუბის წესდება,
სამოქმედო გეგმა და ფოტომასალა კლუბის საქმიანობის შესახებ;
5.4. ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და
მიზნების მისაღწევად კლუბის წევრები:
• ახორციელებენ კვლევას სკოლის მოსწავლეთა საზოგადოებისათვის
საინტერესო საკითხვებზე;
• ორგანიზებას უწევენ კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტს;
• უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ
სიახლეებთან დაკავშირებით;
• წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.
6. ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება შესაბამისი
წინადადების მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის
გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.
7.კლუბის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებისგადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა
დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.
ლიტერატურულ-შემოქმედებით
კლუბ
,,წიგნის
სამყაროს“
სამუშაო
გეგმა
N |
ღონისძიება
|
თარიღი |
1 |
,,პაემანი“ ლიტერატურასთან (საუბარი ლიტერატურაზე, მის მნიშვნელობასა და ჟანრებზე |
23.10 |
2 |
,,სინდისი-ადამიანის ყველაზე მკაცრი მსაჯული“(განსახილველი ნაწარმოებები: ჯემალ ქარჩხაძის ,,ზებულონი“ და ვაჟა-ფშაველას ,,სინდისი“) |
30.10 |
3 |
,,ხმა ეს ხალხს ებრძვის, სვინიდისს-ხალხი“(წინა შეხვედრაზე განხილულ ნაწარმოებებში წამოჭრილ პრობლემების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების წერილობით ჩამოყალიბება და პრეზენტაცია) |
06.11 |
4 |
ილია
ჭავჭავაძის
დაბადებიდან
180
წლისთავისადმი
მიძღვნილი
ლიტერატურული
საღამო
|
08.11 |
5 |
. საახალწლო ღონისძიების ორგანიზება და მასში მონაწილეობა
|
27.12 |
6 |
სტუმრად ბავშვთა სახლში და ერთობლივი საახალწლო ღონისძიება |
29.12 |
7 |
კონფერენცია თემაზე: ,,ქრისტიანული კულტურა და საქართველო“
|
29.01 |
8 |
8.
ოკუპაციის
დღისადმი
მიძღვნილი
კვირეული: |
23.02 |
9 |
პოეზიის საღამო: ,,დედავ-სიცოცხლის დიდო საწყისო..“
|
02.03 |
10 |
,,დიდებულიადამიანებიუძეგლოდიკარგებიან“(ნიკო ლორთქიფანიძის ,,თავსაფრიანი დედაკაცი“) |
05.03 |
11 |
,,ვერგათენებული 9 აპრილი“-ლიტერატურული საღამო
|
10.04 |
12 |
კალიგრაფიის კონკურსის ორგანიზება
|
16.04 |
13 |
,,გაქცევა თუ მსახურება“(განიხილება ორი ნაწარმოები: ნაირა გელაშვილის ,,დედის ოთახი“ და ნიკო ლორთქიფანიძის ,,ქედუხრელნი“) |
14.05 |
14 |
საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება |
28.05 |
15 |
ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსი: ,,მე, ოჯახი და სკოლა“
|
31.05 |
დანართი N1
გ ა ნ ა ც ხ ა დ
ი
გთხოვთ, ჩემი შვილი, სსიპ ---------------------------- საჯარო სკოლის
--- კლასის მოსწავლე --------------------------------- გააწევრიანოთ
ამავე სკოლაში შექმნილ ------------------------- კლუბში.
პატივისცემით,
განმცხადებელი:
თარიღი: