მოსწავლეთა საყურადღებოდ!
ძვირფასო მოსწავლეებო, 2017 წლის 7 ოქტომბრიდან შეგიძლიათ ჩაეწეროთ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის ნორჩ ესეისტთა კლუბში და მონაწილეობა მიიღოთ კლუბის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში. ინფda ორმაციისათვის მიმართეთ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ფატმან მიქაძეს. მსურველებმა წერილობით უნდა დაადასტურონ კლუბში გაწევრიანობის სურვილი, რისთვისაც აღნიშნული მასწავლებლის სახელზე წერთ განცხადებას.
სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის ნორჩ ესეისტთა კლუბ ,,მარგალიტების“ წესდება
1. ზოგადი დებულებები
1.1. სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის ნორჩ ესეისტთა კლუბი ,,მარგალიტები“(შემდგომში - კლუბი) დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ინიციატივით.
1.2. კლუბი დაფუძნებულია ერთი სასწავლო წლის ვადით.
1.3. კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს სხვა რეკვიზიტები.
1.4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო. თბილისი გ. ჭყონდიდელის ქ. N85 სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლა
ზოგადი დებულებები:
1.1 ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის ნორჩ ესეისტა კლუბი ,,მარგალიტები“ დაფუძვნებულია 2017 წლის 7 ოქტომბერს;
1.2 კლუბის სახელწოდება - ნორჩ ესეისტთა კლუბი ,,მარგალიტები“;
1.3 კლუბის იურიდიული მისამართი: ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი.
კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1 ესეს წერის უნარის განვითარება;
2.2 აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარის განვითარება;
2.3 კლუბი ორიენტირებულია შედეგზე;
2.4 მოსწავლეთა საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
2.5 პრობლემის გადაჭრის უნარი გამოვლენა;
კლუბში გაწევრიანება:
კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლის საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
3.3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობით ამ წესდების დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;
3.4. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში,დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
3.5. კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით კურატორთან შეთანხმების გარეშე;
3.6. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან;
3.7. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადების დაფუძველზე;
ბ) კლუბის წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად.
კლუბის სტრუქტურა, მართვა:
4.1. კლუბს შეიძლება ჰყავდეს კურატორი (მასწავლებელი), რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი მესამე პირებთან, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება;
4.2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.
კლუბის მუშაობა:
5.1 კლუბი იკრიბება თვეში 2-ჯერ;
5.2 სამუშაო შეხვედრის დრო: 14:15;
5.3 კლუბის ყველა მონაწილე ვალდებულია დადგენილ დროს გამოცხადდეს და შეასრულოს წესები;
5.4 კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმით;
5.5 ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად კლუბის წევრები;
5.6 უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ სიახლეებთან დაკავშირებით; 5.7 წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.
6. ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება შესაბამისი წინადადების მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.
7. კლუბის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.
კლუბის სამუშაო გეგმა
N |
თემა |
ჩატარების დრო |
1 |
ესეს სტუქტურის გაცნობა;
|
25.10 |
2 |
როგორ დავწეროთ ესეს შესავალი?
|
15.11 |
3 |
როგორ დავწეროთ ესეს ძირითადი ნაწილი?
|
29.11 |
4 |
როგორ დავწეროთ ესეს დასკვნითი ნაწილი?
|
13.12 |
5 |
ესეს სტრუქტურის ცხრილი
|
27.12 |
26 |
რა შეიძლება იქცეს არგუმენტად?
|
24.01 |
7 |
როგორ ავაგოთ არგუმენტირებული მსჯელობა?
|
7.02 |
8 |
თემები: - ინტერნეტი - დადებითი და უარყოფითი მხარეები - ჩემი პოზიცია
|
28.02 |
9 |
მაწანწალა ცხოველები
|
14.03 |
10 |
მოხუცთა თავშესაფარი
|
28.03 |
11 |
კარგი განათლე- გზა წარმატებული ცხოვრებისაკენ
|
11.04 |
12 |
მოცემულია სტრუქრტურულად გაუმართავი ესეს ნიმუში. დაალაგეთ ისინი შემდეგი სქემის მიხედვით: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა. |
25.04 |
13 |
წიგნი თუ კომპიუტერი
|
16.05 |
14 |
შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირების გზები |
30.05 |
15 |
შემაჯამებელი სამუშაო |
13.06 |
განცხადების ნიმუში
სსიპ -----------------------------------------
საჯარო სკოლის -------------------------
კლუბის კურატორს ----------------------------
ამავე სკოლის ---- კლასის მოსწავლე
--------------------------------------------
მშობლის ----------------------------------------
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
გთხოვთ, ჩემი შვილი, სსიპ ---------------------------- საჯარო სკოლის --- კლასის მოსწავლე --------------------------------- გააწევრიანოთ ამავე სკოლაში შექმნილ ------------------------- კლუბში.
პატივისცემით,
განმცხადებელი:
თარიღი:
სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის გაერთიანებული
სხდომის ოქმი N5
ქ. თბილისი 18 ოქტომბერი 2017წ.
სხდომის დაწყების დრო: 14:30 სთ.
სხდომას ესწრებოდნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები:თვითმმართველობის წევრები: გიორგი გურული (VIIა კლასის მოსწავლე), ნინო რაზმაძე (VIIბ კლასის მოსწავლე), მარიამ კეჟერაშვილი (VIIგ კლასის მოსწავლე), მარიამ გაბაძე (VIIIა კლასის მოსწავლე), დაჩი ჩიჩოელი (VIIIბ კლასის მოსწავლე), თინიკო მოდებაძე (IXა კლასის მოსწავლე), მარიამ ოდიკაძე (IXბ კლასის მოსწავლე), ეთერ ხოშტარია (Xა კლასის მოსწავლე), მარიამჩადუნელი (Xბ კლასის მოსწავლე),დავით მუმლაძე (XIა კლასის მოსწავლე), დიანა გოგიტაური (XIბ კლასის მოსწავლე),ნინო მახარობლიშვილი (XIგ კლასის მოსწავლე), გვანცა ტატიაშვილი (XIIა კლასის მოსწავლე), დიანა გოგოლაძე (XIIბ კლასის მოსწავლე).
სხდომას აგრეთვე ესწრებოდა: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ფატმან მიქაძე.
სხდომა გახსნა საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ დავით მუმლაძემ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში რაიმე საკითხის დამატება.
დღის წესრიგი:
1. ნორჩ ესეისტთა კლუბი ,,მარგალიტები“ კლუბის შექმნისა და კლუბის კურატორის არჩევის საკითხი;
2. მოსწავლეთა თვითთმართველობის ინიციატივით შექმნილი კლუბის ნორჩ ესეისტთა კლუბი ,,მარგალიტები“ წესდების დამტკიცების საკითხი;
3. მოსწავლეთა თვითთმართველობის ინიციატივით შექმნილი კლუბის ნორჩ ესეისტთა კლუბი ,,მარგალიტები“ სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხი.
კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:
მომხრე _ 14
წინააღმდეგი -0
დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.
საკითხი N1: ნორჩ ესეისტთა კლუბ ,,მარგალიტების“ შექმნისა და კლუბის კურატორის არჩევის საკითხი
მომხსენებელი: საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე დავით მუმლაძე.
მოისმინეს: საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ დავით მუმლაძემ დღის წესრიგით წარმოდგენილ პირველ საკითხთან დაკავშირებით თვითმმართველობის წევრებს განუმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოსწავლეთა თვითმმართველობა წევრთა 1/5-ის ინიციატივით, მოსწავლეთა და სკოლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქმნის სასკოლო კლუბებს. მან დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა მოსწავლეთათვითმმართველობის მიზნები და ფუნქციები და აღნიშნა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯაროსკოლის თვითმართველობის დებულების მე-9 მუხლის მიხედვით, „თვითმმართველობა დასახულიმიზნების მისაღწევად ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
- ხელს უწყობს სკოლაში არსებული კლუბების აქტიურ მუშაობას;
- წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს და ირჩევს მათხელმძღვანელებს“.
მოსწავლეთა გააქტიურებისათვის საჭიროა დამატებით შეიქმნას კლუბები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართვას მათი ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.
საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითთმმართველობის თავმჯდომარემ წევრებს გააცნო მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა 1/5-ის ინიციატივით წარმოდგენილი განაცხადისასკოლო კლუბის შექმნის შესახებ, სახელწოდებით ნორჩ ესეისტთა კლუბი ,,მარგალიტები“,რომლის მიზანიცაა ესეს წერის უნარის განვითარება, აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და შემოქმდებითი უნარის განვითარება, მოსწავლეებისათვის საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა. მან აღნიშნა, რომ კლუბში გაწევრიანება შეეძლება საბაზო დასაშუალო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც შეავსებს სკოლის ვებ-გვერდზე/facebookგვერდზე განთავსებულ განაცხადს.
საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ დავით მუმლაძემდამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ გასული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ყოველ სასკოლო კლუბს ჰყავდეს კურატორი, რომელიც წარმართავს საკლუბო მუშაობას, დაეხმარება კლუბის წევრებს ინიციატივებისა და იდეების რეალიზებაში, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ უმჯობესია კლუბის კურატორად არჩეულ იქნას სკოლის მასწავლებელი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კლუბის საქმიანობაში. ნორჩ ესეისტთა კლუბის კურატორობაზე სხდომაზე სურვილი გამოთქვა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ფატმან მიქაძემ.
აზრი გამოთქვეს: XII კლასის მოსწავლემ გვანცა ტატიაშვილმა. მან განაცხადა, რომ ნორჩ ესეისტთა კლუბ ,,მარგალიტების“ შექმნა მართლაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თეორიული და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, ცოდნის გაღრმავებას და სხვადასხვა საფეხურების მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას. მათ ხაზი გაუსვეს კურატორის დანიშვნის საჭიროებას და აღნიშნეს, რომ იგი მართლაც დაეხმარება კლუბის მუშაობას და უფრო მეტად ორგანიზებულად და აქტიურად წარიმართება კლუბის საქმიანობა. მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა მოიწონეს კლუბის კურატორის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის ფატმან მიქაძის კანდიდატურა.
მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის.
კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს:
მომხრე - 14
წინააღმდეგი - 0
კენჭისყრის შედეგად საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობამ დაადგინა:
· სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლაში შეიქმნას ნორჩ ესეისტთა კლუბი ,,მარგალიტები“;
· კლუბის კურატორად შეირჩა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ფატმან მიქაძე.
საკითხი N2: მოსწავლეთა თვითთმართველობის ინიციატივით შექმნილი ნორჩ ესეისტთა კლუბ ,,მარგალიტების“ წესდების დამტკიცების საკითხი;
მომხსენებელი: საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე დავით მუმლაძე.
მოისმინეს: საშუალო მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე დავით მუმლაძისმოხსენება დღის წესრიგით წარმოდგენილ პირველ საკითხთან დაკავშირებით. მან დამსწრესაზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა სასკოლო კლუბი ნორჩ ესეისტთა მიზნები და ამოცანებიდა აღნიშნა, რომ სასკოლო კლუბის ეფექტური მუშაობისათვის, აუცილებელია ჰქონდეს წესდება.დავით მუმლაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მოსწავლეთა სასკოლო კლუბის წესდებისპროექტი, რომლითაც უნდა განისაზღვროს სასკოლო კლუბის საქმიანობა, მიზნები, ამოცანები დასხვა საკითხები.
აზრი გამოთქვეს: VIII კლასის მოსწავლემ მარიამ გაბაძე . მან განაცხადა, რომ წარმოდგენილიწესდება სრულად განსაზღვრავს სასკოლო კლუბის ნორჩ ესეისტთა კლუბი ,,მარგალიტების“ფუნქციონირებისათვის საჭირო საკითხებს და არ ეწინააღმდეგება სკოლის ინტერესებსა დამიზნებს.
მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭიეყარათ წარმოდგენილი წესდების პროექტისათვის.
კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს:
მომხრე - 14
წინააღმდეგი - 0
კენჭისყრის შედეგად მოსწავლეთა თვითმმართველობამ დაადგინა: დამტკიცდეს სასკოლო კლუბის ნორჩ ესეისტთა ,,მარგალიტების“ წესდება დანართი N1-ის შესაბამისად.
საკითხი N3: მოსწავლეთა თვითთმართველობის ინიციატივით შექმნილი ნორჩ ესეისტთა კლუბი ,,მარგალიტების“ სამოქმედო გეგმის დამტკიცება
მომხსენებელი: საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობისთ თავმჯდომარე დავით მუმლაძე.
მოისმინეს: საშუალო მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარისდავით მუმლაძისმოხსენება დღის წესრიგით წარმოდგენილ სამოქმედო გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებით. მანდამსწრე საზოგადოებას გააცნო მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით შექმნილი ნორჩ ესეისტთა კლუბ ,,მარგალიტების“ საქმიაობის სფერო, მიზნები, ამოცანები, რომლებიცთავმოყრილია კლუბის წესდებაში. მან განაცხადა, რომ საჭიროა შემუშავდეს კლუბის სამოქმედოგეგმა, რომელითაც განსაზღვრული იქნება კლუბის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებისავარაუდო პერიოდის მითითებით.
საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის დავით მუმლაძისგანცხადებით, მიზანშეწონილია, რომ აქტივობები იყოს მრავალფეროვანი, კონკრეტულიასაკობრივი ჯგუფისთვის გათვლილი და საინტერესო, თვითმმართველობის თავმჯდომარემ გააგცნო კლუბის კურატორის სამუშაო გეგმა კერძოდ, ესეს სტუქტურის გაცნობა, როგორ დავწეროთ ესეს შესავალი,როგორ დავწეროთ ესეს ძირითადი ნაწილი,როგორ დავწეროთ ესეს დასკვნითი ნაწილი,ესეს სტრუქტურის ცხრილი,რა შეიძლება იქცეს არგუმენტად,როგორ ავაგოთ არგუმენტირებული მსჯელობა,თემები: - ინტერნეტი - დადებითი და უარყოფითი მხარეები - ჩემი პოზიცია,მაწანწალა ცხოველები, კარგი განათლება გზა წარმატებული ცხოვრებისაკენ, მოცემულია სტრუქრტურულად გაუმართავი ესეს ნიმუში. დაალაგეთ ისინი შემდეგი სქემის მიხედვით: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა, წიგნი თუ კომპიუტერი, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირების გზები
აზრი გამოთქვეს: VII კლასის მოსწავლემ მარიამ კეჟერაშვილმა. მან განაცხადა, რომწარმოდგენილი სამოქმედო გეგმა სრულად განსაზღვრავს ნორ ესეისტთა კლუბისფუნქციონირებისათვის საჭირო აქტივობებს და არ ეწინააღმდეგება სკოლის ინტერესებსა დამიზნებს.
მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭიეყარათ წარმოდგენილი დებულების პროექტისათვის.
კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს:
მომხრე - 14
წინააღმდეგი - 0
კენჭისყრის შედეგად მოსწავლეთა თვითმმართველობამ დაადგინა: დამტკიცდეს მოსწავლეთათვითმმართველობის ინიციატივით შექმნილი კლუბის ნორჩ ესეისტთა კლუბ ,,მარგალიტების“სამოქმედო გეგმა დანართი N2-ის შესაბამისად.
განსახილველი საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად გამოცხადდა.
სხდომის დასრულების დრო: 15:30 სთ.
საშუალო საფეხურის მოსწავლეთა
თვითმმართველობის თავმჯდომარე: /დავით მუმლაძე/
საბაზო საფეხურის მოსწავლეთა
თვითმმართველობის თავმჯდომარე: /მარიამ გაბაძე/
სხდომის მდივანი: /ნინო