სსიპ ქ. თბილისის მე- 12 საჯარო სკოლაში მუშაობა დაიწყო ქართული ენის გრამატიკის შემსწავლელთა უფასო წრემ - ,,ჩვენ ვსწავლობთ ქართულს" წრის ხელ-ლი მზია არაბული. წრეში გაერთიანებული არიან Vბ კლასის მოსწავლეები. მუშაობა ჩატარდება ყოველ სამშაბათს ( 3.10.17 - 5.12.17) 13:30 სთ მუშაობის ხანგრძლიობა 1 სთ.
დღეს სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ნაკლები დრო ეთმობა ქართული ენის გრამატიკის სწავლებას,ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე ჩამომეყალიბებინა ქართული ენის გრამატიკის შემსწავლელთა უფასო წრე, რომელიც გაუღვიძებს ბავშვებს მშობლიური ქართულის სიყვარულს და ხელს შეუწყობს მეტყველებისა და წერის კულტურის განვითარებას.
წრის მუშაობის პროფილი (ქართული ენა) და მიზანი: მოსწავლეს შეუქმნას პოზიტიური განწყობა, აუმაღლოს მოტივაცია ქართული ენის გრამატიკის შესწავლისადმი. განუვითაროს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება. მოსწავლემ მოახერხოს მიღებული ცოდნის ტრანსფერი მეტყველებასა და წერით კულტურაში. საწრეო მუშაობის სტრატეგია: საწრეო მუშაობის სტრატეგიად არჩეულია სავარჯიშოები მართლწერის სახელმძღვანელოებიდან. თეორიული ცოდნისათვის გამოყენებული იქნება შანიძისა და კვაჭაძის სახელმძღვანელოები. საბავშვო მოთხრობები. საწრეო მუშაობის პროგრამა: · საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა არის 1 სთ · შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, სამშაბათს. · საწრეო მუშაობა იქნება ბავშვთა ინტერესებზე მორგებული
· მეცადინეობის შინაარსი:
სსიპ ქალაქ თბილისის #12 საჯარო
სკოლის ქართული ენის გრამატიკის შემსწავლელთა მზია არაბულს ამავე სკოლის მოსწავლის ....................................................................... მშობლის .....................................................
განცხადება ქალბატონო მზია, ჩემი შვილი, .............................................................., სწავლობს სსიპ ქალაქ თბილისის #12 საჯარო სკოლაში, სურვილი მაქვს გაწევრიანდეს ქართული ენის გრამატიკის შემსწავლელთა უფასო წრეში - ,,ჩვენ ვსწავლობთ ქართულს", რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ.
მშობელი ............................................... თარიღი-
|
||||||
N |
თემა |
ჩატ დრო |
ხანგ-ძლივობა
|
მიზანი |
რესურსი
|
შედეგი |
1 |
მეტყველების ნაწილები. ფორმაცვალებადი და ფორმაუცვლელი სიტყვები.
|
3.X |
1სთ.
|
მოსწავლემ შეძლოს წინადადებაში მეტყველების ნაწილების ამოცნობა, გაარჩიოს , როგორია ისინი ფორმის ცვალებადობის მიხედვით. |
წიგნი(ქართული ენა-V კლ.შანიძე, კვაჭაძე), რვეული, კალამი, დაფა, ცარცი. |
მოსწავლეს შეუძლია სიტყვების მიკუთვნება მეტყველების ნაწილთა შესაბამის ჯგუფთან. |
2 |
არსებითი სახელი. არსებითი სახელების ჯგუფები.
|
10.X |
1სთ.
|
მოსწავლემ შეძლოს წინადადებაში არსებითი სახელების ამოცნობა, დაასახელოს ფგუფი, რომელსაც ეკუთვნის ესა თუ ის არსებითი სახელი. |
ქართული ენის სახელ.მე-5 კლ.რვეული დაფა, ფორმატი. |
მოსწავლეს შეუძლიაამოიცნოს დაგანმარტოს, რატომ ეკუთვნის ესა თუ ის არსებითი სახელი შესაბამის ჯგუფს. |
3 |
არსებითი სახელის მართლწერა.
|
17.X 24.X
|
2 სთ. |
მოსწავლემ შეძლოს წერის დროს არსებითი სახელების მართლწერის ნორმების დაცვა. |
რვეული, დაფა, ცარცი, შეცდომებით დაბეჭდილი ტექსტები. |
მოსწავლეს შეუძლია იპოვოს შეცდომები ტექსტში და გაასწოროს ისინი. |
4
|
ზედსართავი სახელი. ზედსართავი სახელების ჯგუფები.
|
31.X 7.XI
|
2 სთ. |
მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტში ამოცნობა და მიკუთვნება შესაბამის ჯგუფთან. |
ლიტერატურის სახელმძღვანელო, რვეული,კალამი, დაფა, ცარცი. |
მოსწავლეს შეუძლია წაკითხულ ტექსტში იპოვოს ზედსართავი სახელები და განსაზღვროს, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ისინი. |
5
|
ზედსართავი სახელების ხარისხის ფორმები.არსებითისა და ზედსართავი სახელების ერთად ბრუნება. ზედსართავ სახელებთან დაკავშირებული ორთოგრაფიული, სინტაქსური და სტილისტური შეცდომები. |
14. XI 21. XI
|
2 სთ. |
მოსწავლემ შეძლოს ზედსართავი სახელების ხარისხის ფორმების გარჩევა, სწორად შეუწყოს ბრუნების დროს მსაზღვრელ-საზღვრული ერთმანეთს. შეძლოს ტექსტში შეცდომების აღმოჩენა და სწორი ფორმით დაწერა. |
დაფა, ცარცი, რვეული. კალამი,შეცდომებით დაბეჭდილი ტექსტები. |
მოსწავლე სწორად აბრუნებს არსებითსა დაზედსართავ სახელებს, ამოიცნობს, რომელი ხარისხის ფორმას მიეკუთვნება, პოულობს და ასწორებს ორთოგრაფიულ, სინტაქსურ და სტილისტურ შეცდომებს. |
6
|
რიცხვითი სახელი.რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი რიცხვითი სახელების მართლწერა. |
28. XI 5.XII |
2სთ. |
მოსწავლემ უნდა შეძლოს რიცხვითი სახელების პოვნა მოცემულ ტექსტში, წერის დროს გამოიყენოს მიღებული ცოდნა, იპოვოს და გაასწოროს შეცდომები. |
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, შეცდომებით დაბეჭდილი ტექსტები. |
მოსწავლეს შეუძლია რიცხვითი სახელების პოვნა ტექსტში, პოულობს და ასწორებს რიცხვითი სახელების მართლწერასთან დაკავშირებულ ორთოგრაფიულ და სინტაქსურ შეცდომებს. |