უდიდესი გამოწვევა....
2017 წლის 18 სექტემბერი. ახალი სასწავლო წლის დასაწყისის პირველი
სამუშაო კვირის პირველი ორშაბათი. სამუშაო კვირის პირველი დღე ხომ
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, დამღლელი, ამაღელვებელი,
საპასუხისმგებლო და ამასთან ერთად ხალისიანი დასაწყისია იმედიანი
სასწავლო წლისა.
ეს დღე მეტად განსაკუთრებული იყო სსიპ ქალაქ თბილისის N12 სააჯრო
სკოლის დირექტორისთვის, ქალბატონი მედეია გურგენაძისათვის, რომელიც
გულწრფელად ზრუნავს თითოეული ბავშვის განვითარებადღეიდან კი მის
საზრუნავს შეემატა მეხუთე კლასელთათვის მათემატიკის სწავლება. 36
წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის ისტორიაში იგი პირველად შევიდა V
კლასის მოსწავლეებთან, რასაც მღელვარების გარეშე არ ჩაუვლია. მისი
განმარტებით, პროფესიული კუთხით ეს არის უდიდესი გამოწვევა. თუმცა,
ქ-ნი მედეიას პროფესიული თუ პიროვნული უნარ-ჩვევები, მრავალწლიანი
სამუშაო გამოცდილება და ამასთან ბავშვებისადმი უდიდესი სიყვარულის
გრძნობა გახდება საფუძველი ამ გამოწვევის წარმატებისა. სსიპ ქალაქ
თბილისის N12 საჯარო სკოლა ბედნიერია, რომ ქალბატონი მედეიას სახით
ჰყავს ძლიერი დირექტორი და უძლიერესი მათემატიკოსი.