2017-2018 სასწავლო წლის დაწყება
ქ თბილისის N12 საჯარო სკოლა ულოცავს თავის აღსაზრდელებს ახალი
სასწალვო წლის დაწყებას და უსურვებს: ყოველი დღე აქციონ შემოქმედებით,
შინაარსიან, წარმატებით დატვირთულ სასწავლო პროცესად. გააცნობიერონ,
რომ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის დასაყრდენი, მომავალი, მამოძრავებელი
ძალა, უმნიშვნელოვანესი ადამიანები, რომელთა მხრებზე უნდა დადგეს
მომავალი საქართველო!
ყური მიუგდეთ მასწავლებელთა ,,ყოველდღიურ აღსარებას", შინაგან ხმას და ერთად დასახეთ მომავლის გაურანდავი ბილიკები!
დაიმახსოვრეთ, სკოლის მერხიდან იწყება თქვენი მომავალი. აქ, სკოლის კედლებში წყდება საქართველოს ხვალინდელი დღე. არასდროს დაგავიწდეთ ილიასეული შეგონება: ,,აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა"