ელექტრონიკის ლაბორატორია-IDEALAB - ში
2024 წლის 12 აპრილს, N12 საჯარო სკოლის VIllდ კლასის მოსწავლეები ფიზიკის მასწავლებელ ლილი გვარჯალაძესთან ერთად ესტუმრნენ საქართველოს უნივერსიტეტს.
ვიზიტის დაგეგმვაში, რომელიც კოგნიტური ანუ შემეცნებითი სწავლების ფარგლებში განხორციელდა, დაგვეხმარა უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ადამია.
ფიზიკის საწავლო ლაბორატორია, რომელსაც თავად ბატონი ზურაბი ხელმძღვანელობს, დიდი რუდუნებით არის აღჭურვილი და დამონტაჟებული. ერთ სივრცეშია თავმოყრილი ფიზიკის ყველა დარგის ლაბორატორიული სამუშაო და სიმულაციები. ფუკოს საქანის სიმულაცია,რომლის მიზანია დედამიწის 24 საათიანი ბრუნვის დემონსტრირება. ცნობილია, რომ ჟან ბერნარ ლეონ ფუკომ, 1851 წელს პარიზის პანთეონში გუმბათის ქვეშ,67 მეტრის სპილენძის მავთულზე ჩამოკიდა 27 კილოგრამი სპილენძის ბურთულა, რომელსაც შეეძლო ბრუნვა 6 მეტრის რადიუსით-ყველა მიმართულებთ.ფუკოს საქანის სიმულაცია ასოცირდება პეტერბურგის წმიდა ისაკის ტაძრის ქოროში -გრძელ მავთულზე ჩამოკიდებულ,ვიტრაჟებიდან შემოსული დაისის მკრთალ შუქზე მოლივლივე, მედიდურად მსრბოლავ სპილენძის ბურთულასთან.
შთამბეჭდავია ენერგიის მუდმივობის კანონის დემონსტრირება, გრავიტაციული ჰიპერბოლოიდზე მბრუნავი ბურთულას მეშვეობით. ბოლოს ჩვენ მოვხვდით უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სკოლის ელექტრონიკის ლაბორატორია-IDEALAB - ში. ლექცია წაიკითხა CERN - ში მოღვაწე ფიზიკოსმა-ნუგზარ მოსულიშვილმა.
საინტერესოა კვლევის რამხელა მასშტაბებს სწვდება ადამიანი?ან რა არის საკვირველი! ადამიანი ხომ მიწიერ ქმნილებათა შორის კიბის უმაღლეს საფეხურზე დგას და თავად მიწიერი ნიჭით ზეციურ არსებებს უახლოვდება.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.