“მოგზაურთა კლუბი”
23 ივნისი 2023

                                              Პროექტი “მოგზაურთა კლუბი”
  Პროექტი “მოგზაურთა კლუბის” ფარგლებში მე - 12 სკოლის 10ა კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს რუის - ურბნისის ეპარქია, ყინნწვისის მონასტერი და ძამას ხეობა.Მარშრუტი დაიწყო რუისის ღვთისმშობლის ტაძრის მონახულებით. ამ ტაძრის მშნებელობა და აგება უკავშირდება ვახტანგ გორგასალს, თუმცა პირვანდელი სახე ჩვენამდე არ  არის მოღწეული.

 

Უძველესი ფენა XIII – IX საუკუნით თარიღდება. Ტაძარი ჯვარ - გუმბათოვანია. Გარდა ამისა კომპლექსს შემოვლებული აქვს გალავანი, რომელიც თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით. Კეედლის მაქსიმალური სიმაღლე 1,5 მეტრს წარმოადგენს. რელიეფის შესაბამისად გალავანი ბევრგან დანაწევრებულია საფეხურებად, ზოგან შეტეხილია. ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეებში, აგრეთვე სამხრეთის ნაწილში, შემორჩენილია გალავანზე მიშენებულ ნაგებობათა ნაშთები. აქა იქ შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. კანკელზე, ტაძრის გუმბათ ქვეშ საყრდენებზე და კანკელის გაგრძელებაზე აშენებულ კედლებზე შემორჩენილი ფრაგმენტები გვიანდელი ფეოდალური ხანისაა.            

   Ყინწვისის მონასტერი სოფელი ყინწვისიდან 10 კილომეტრში მდებარეობსშენახვა და დახურვა. Ეს ტაძარი თითქმის პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. Თარიღდება XIII საუკუნით. შენობა შიგნით თავიდანვე შეულესავთ და მოუხატავთ, ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ რაც დარჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან გიორგი III, ლაშა - გიორგი და თამარ მეფე.

   ორთუბნის ღვთისმშობლის შობის სამონასტრო კომპლექსი  ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთუბანში მდებარეობს. იგი გვიანფეოდალური ხანის, XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებული ძეგლია და მის შემადგენლობაში შედის: ორთუბნის ღვთისმშობლის ეკლესია, სამრეკლო, კოშკი, გალავანი და საცხოვრებელი სახლი. ციხე-დარბაზის აგება XVII საუკუნის დასაწყისში ციციშვილთა საფეოდალოს ცენტრის სამწევრისიდან მძოვრეთში (ზოვრეთი) გადმოტანასთან არის დაკავშირებული. მათ მძოვრეთი სათავადოს პოლიტიკურ ცენტრად აქციეს. XIX საუკუნეში ციციშვილებმა დატოვეს ეს ადგილი და ქალაქმაც არსებობა შეწყვიტა, მის ნანგრევებზე კი ახალი სოფელი, ორთუბანი გაშენდა.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.