ზეპირი მეტყველება (ზოგადი კითხვები, მარტივი წინადადებები), ანბანი, რიცხვები, ფერები, ლექსიკა (ფლეშქარდები), ლექსები, ფიზიკური გამამხნევებელი ვარჯიში (ინგლისური ინსტრუქციით), მოსმენა (3 ვიდეო).
16 იანვარი 2017
2016 წლის 19 დეკემბერს Iა კლასში ინგლისური ენის მასწავლებელმა ქალბატონმა თინათინ გვენეტაძემ ჩააატარა  საჩვენებელი გაკვეთილი. თემა: ზეპირი მეტყველება (ზოგადი კითხვები, მარტივი წინადადებები), ანბანი, რიცხვები, ფერები, ლექსიკა (ფლეშქარდები), ლექსები, ფიზიკური გამამხნევებელი ვარჯიში (ინგლისური ინსტრუქციით), მოსმენა (3 ვიდეო).
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქალბატონი მედეია გურგენაძე, სასწავლო ნაწილი მაია ბერძენიშვილი კლასის დამრიგებელი ქალბატონი დოდო ხიტირი რუსული ენის მასწავლლებელი მარინე ხუდოევა და  მშობელები.
გაკვეთილმა ჩაიარა წარმატებით. გამოყენებული იქნა ზეპირი კომენტარები ბავშვების შესაფასებლად. ასევე შდგენილ იქნა შეფასების სქემა სამ კომპონენტში სადაც ბავშვებმა დაიმსახურეს ვარსკვლავებიც კი.ვიყენებ ზეპირ კომენტარს, მაგ: ყოჩაღ, შესანიშნავია, შენ დღეს უკეთ მიპასუხე, კარგი ბიჭი/გოგო ხარ, კარგიხარ მაგრამ შენგან უფრო მეტს მოვითხოვ ისეთი ნიჭიერი ხარ. ზოგჯერ ვაფასებ სახის ღიმილიანი გამომაეტყველებით, თავის დაქნევით. ზეპირი კომენტარის გაკეთებისას მოსწავლეს მივმართავ სახელით და სტიკერებას ვაკრავ ლოყაზე. 
საჩვენებელი გაკვეთილით კმაყოფილი დარჩნენ, როგორც მოსწავლეები, ასევე დამსწრე პერსონალი რისთვისაც ქალბატონ  თინათინ გვენეტაძეს გადაუხადეს მადლობა საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისთვის.


საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.