17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა!
17 მაისი 2024
17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა!
,,სამშობლოს სიყვარული ოჯახის სიყვარულით იწყება!" _
ასე შემართებით შეხვდა ჩვენი სკოლის გაძლიერებული სწავლების სტუდია. მათ ამ დღეს მთელი კვირა მიუძღვნეს:
ისაუბრეს ოჯახზე, ნახეს ფილმები, დაამზადეს დროშები, შექმნეს საუკეთესო ნახატები. მოსწავლეებმა სკოლის ფოიეში შესანიშნავი გამოფენა მოაწყვეს და სკოლის აივანზე მშვიდობის ნიშნად ხელნაკეთი მტრედები ააფრიალეს. პროექტი იდეალური იყო. ( ავტორი: თამუნა ხიზანიშვილი). მართლაც უზომოდ დიდია ოჯახის როლი ბავშვის აღზრდაში. ბედნიერებაა, როცა ადამიანი ოჯახის ძალას ბავშვობიდანვე შეიცნობს და გაითავისებს.
სკოლაც ხომ მეორე ოჯახია და მადლობა ჩვენს მოსწავლეებს შესანიშნავი გამოფენისთვის

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.