სიახლეები
9 კლასების  პროექტის ,, მიუსაფარ ცხოველთა უფლებებისა და გარემოს დაცვა” 
ფარგლებში 26 აპრილს  სკოლაში მოვიწვიეთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ ერთად  და ჩაუტარეს გაკვეთილი 7. 9. 10 კლასის მოსწავლეებს. სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები
9 კლასის მოსწავლეებმა პროექტ ,, მიუსაფარ ცხოველთა უფლებებისა და გარემ ოს დაცვა”–ის ფარგლებში  მოიძიეს საკვები და გამოკვებეს ქუჩის ძაღლები სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით.
პროექტს ხელმძღვანელობდა  ისტორიის პედაგოგი: ნინო დევნოსაძე
9 კლასის მოსწავლეთა მიერ პროექტ  ,,მიუსაფარ ცხოველთა უფლებებისა და გარემოს დაცვის ” ფარგლებში 3 მაისს დარიგდა  ფლაერები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.
პროექტს ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი : ნინო დევნოსაძე 
02.05. 2019 წელი
სამუშაო  შეხვედრა N23 
თემა:   
ექსსკურსია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მიზანი:
 ბავშვები კიდევ ერთხელ გაიხსენებენ შესწავლილი მწერლებისა და პოეტების ბიოგრაფიებდსა და მათ შემოქმედებას, პატივს მიაგებენ იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებმაც დღემდე მოიტანეს ქართული ენა და ქართული სული.
წრის ხელმძღვანელი:
 მზია არაბული
04-04 -  18.04 2019 წელი
სამუშაო  შეხვედრა N 20, N21 და  N22
ქართული ენის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში წრე შიკრიბა სამი სამუშა დღის განმავლობაში
თემები:   1. ჩვენ ვებრძვით ბარბარიზმებს, 2. კონფერენცია თემაზე ,,ენა დედაა ერისა", 3. ვიქტორინა: ,,ვინ უკეთ იცის ენა ქართული.
მიზანი: ბავშვებმა გაიაზრონ მშობლიური ენის უნიკალურობა, გაეცნონ ინფორმაციას მის წარმოშობაზე და უარი თქვან სხვა ენიდან საჭიროების გარეშე შემოტანილ სიტყვებზე.
წრის ხელმძღვანელი: მზია არაბული
21.02 -  28. 03.2019 წელი
სამუშაო  შეხვედრა N 18 და  N19
თემა:  გიორგი ლეონიძის ,, ნატვრის ხე"
მიზანი: მოსწავლეები წაიკითხავენ ნაწარმოებს. იმსჯელებენ პერსონაჟთა თვისებებზე. ისაუბრებენ რა მხათვრული ხერხებითაა რეალიზებული მთავარი სათქმელი, დაწერენ ესესს: ,,პოეტები მხოლოდ რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან".
წრის ხელმძღვანელი: მზია არაბული

Iგ კლასი 25 აპრილს იმყოფებოდა ხელოვნების სასახლეში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნიკალური სამუზეუმო ექსპონანტები, მოისმინეს მისი დაარსების ისტორია, გაეცნენ მხატვრების ნამუშევრებს, ნახეს პრეზენტაცია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ და სხვადასხვა მასალებით დაამზადეს სააღდგომო აქსესუარები.

19 აპრილს IVგ კლასის მასწავლებელმა ნანი ნოზაძემ ჩაატაარა პროექტის პრეზენტაცია ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.