სსიპ ქ. თბილისის მე_12 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს
მათემატიკის უფასო წრე სახელწოდებით ,,გონიერი
თაობა“.წრის ხელ_ლი ქეთინო
ჩიბაშვილი.
წრე აერთიანებს დაწყებითი კლასის მოსწავლეებს.კერძოდ მეოთხე
კლასელებს.მუშაობა ჩატარდება ორ კვირაში
ერთხელ, სამშაბათობით
(1.10.19-24.12
19)13სთ30წთ.
მუშაობის ხანგრძლივობა 45წთ
.საწრეო მუშაობის პროფილი და მიზანი.
ა)მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება
ბ)ლოგიკური აზროვნების განვითარებას.
გ)შეძენილი ცოდნის ტრანსფერს და პრაქტიკაში გამოყენებას
წრის ფუნქციონირების მნიშვნელობა და აქტუალურობა
მოსწავლეებს სახალისო აქტივობებისა და ამოცანების შესრულებით
შეექმნებათ პოზიტიური განწყობა.გამოუმუშავდებათ ლოგიკური აზროვნების
უნარ–ჩვევები.შეძლებენ
1000–ის ფარგლებში შეკრება-გამოკლებას სხვადასხვა
ხერხით.განიმტკიცებენ ცოდნას გეომეტრიული ფიგურების შესახებ,შექმნიან
ფიგურების მოდელებს.ასევე გამოვიყენებთ
ბუკებს,სახალისო მატემატიკურ სავარჯიშოებსა და ამოცანებს მოსწავლეთა
ინტერესების მიხედვით.წრის სამუშაო თემები მოიცავს მრავალფეროვან
დავალებებს,
რაც აამაღლებს მოტივაციას.მათემატიკის შესწავლისადმი.მოსწავლეები
შეძლებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში
გამოყენებას.
მათემატიკის წრის
მუშაობის პროგრამა,ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი
2019-2020 სასწავლო
წელი პირველი სემესტრი მე-4კლასი წრის ხელმძღვანელი
ქეთინო ჩიბაშვილი
N |
თემა |
თარიღი |
მიზანი |
რესურსი |
შედეგი |
1 |
ნატურალურირიცხვების შეკრება და გამოკლება. |
1.10 |
მოსწავლეებმა სხვადასხვა ხერხის გამოყენებით შეასრულონ შეკრება გამოკლების მოქმედებები. |
სახელმძღვანელო ირინა რუხაძის ,,დამატებითი სავარჯიშოები“,დაფა,ცარცი,მცირე
ზომის სათვლელი საგნები,წითელი და მწვანე |
ასრულებს შეკრება-გამოკლებას სხვადასხვა ხერხის გამოყენებით; ავსებს წერითი ალგორითმის გამოყენებით შესრულებული შეკრება-გამოკლების ნიმუშში გამოტოვებულ ციფრებს და ასაბუთებს პასუხს. |
2 |
1000_ზე მეტი რიცხვების წაკითხვა და ჩაწერა. |
15.10 |
მოსწავლეებმა განივითარონ 1000_ზე მეტი რიცხვების წაკითხვისა და ჩაწერის უნარჩვევები,გამოიყენონ ახალი რიცხვითი სახელები. |
დაფა,ცარცი,რვეული,კალმისტარი,ბუკი,ცხრილი,წებოვანი ფურცლები,წინასწარ დახაზული რიცხვითი ღერძი. |
მოსწავლეს ეცოდინება ერთეულებისა და ათასეულების კლასი,ამ კლასების თანრიგების ერთეულები,შეეძლება მილიონის ფარგლებში რიცხვების წაკითხვა და ჩაწერა. |
3 |
ნატურალური რიცხვების გამრავლება და გაყოფა. |
29.10 |
მოსწავლემ გაიხსენოს გაიხსენოს გამრავლება-გაყოფასთან დაკავშირებული საკითხები.გამრავლების თვისებები,ერთზე გამრავლება,ნულზე გამრავლება,გამრავლებისა და გაყოფის ცხრილები. |
მაგნიტური დაფა,ფერადი მაგნიტები,ბუკი,რვეული,კალმისტარი. |
ხსნის რიცხვის 100_ზე,1000_ზე და ა.შ. გამრავლების და ნულებით დაბოლოებულ რიცხვების გამრავლების შემოკლების წესებს,ზეპირად ყოფს ორნიშნა რიცხვს ერთნიშნაზე,ასაბუთებს პასუხს. |
4 |
სახალისო მათემატიკა ამოცანების ამოხსნა |
12.11 |
ლოგიკური აზროვნების განვითარება |
სახალისო ამოცანების კრებული,დაფა,ცარცი კალამი, |
4.7მოსწავლემ შეძლოს ალგებრული გამოსახულების შედგენა და გამოყენება |
5 |
სიგრძის საზომი ერთეულები |
26.11 |
მოსწავლეებმა განივითარონ ზომის სხვადასხვა ერთეულების გამოყენებისა და ერთმანეთთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები. |
მოსწავლის წიგნი,დაფა,ცარცი,რვეული,კალმისტარი,მარკერი, |
მოსწავლეს ეცოდინება როგორ გამოიყენოს ზომის სხვადასხვა ერთეულები,შეეძლება დასაბუთება და გამოსახვა გაზომვის შედეგის რომელიმე სტანდარტულ ერთეულებში. |
6 |
პრიზმა,კონუსი,ცილინდრი. |
10.12 |
მოსწავლემ შეძლოს განასხვავოს სივრცული ფიგურები და მათი ელემენტები,გამოიყენოს ტერმინები მათი დასახელებისა(წვერო,წახნაგი,წიბო). |
მაკრატელი,ფერადი ფურცლები,წებო,ფორმატები,ასანთი,პლასტელინი |
მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების გრაფიკული გამოსახულებების და მოდელების შექმნა.ნიმუშის მიხედვით ქმნის მითითებული სივრცული ფიგურის მოდელს ან კარკას სხვადასხვა მასალის გამოყენებით. |
7 |
შეკრებისა და გამოკლების თვისებები. |
24.12 |
მოსწავლეებმა განივითარონ გამოთვლითი უნარჩვევები,დაეუფლონ ზეპირი ანგარიშის ხერხებს. |
დამატებითი სავარჯიშოები გოშხეთელიანი ჩხიკვაძე,წითელი და მჭვანე ბარათები. |
ზეპირად ასრულებს შეკრება გამოკლების მოქმედებებს რომელიმე ხერხის გამოყენებით და ხსნის გამოყენებულ ხერხს. |