სსიპ ქალაქ თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში მუშაობა დაიწყო
ბუნებისმეტყველების უფასო წრემ სახელწოდებით
„ცნობის
მოყვარეები“. წრის ხელმძღვანელი-
ქეთინო ჩიბაშვილი.
წრე აერთიანებს
დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, კერძოდ მეოთხე კლასელებს. წრე
იმუშავებს ხუთშაბათობით, 3,10.19- 21.11. 19 წრის ხანგრძლივობაა
45წთ.
საწრეო მუშაობის პროფილი და მიზანი:
· ბუნებისადმი ინტერესის გაღვივება, ცოდნის გაღრმავება,
· დაკვირვების, კვლევის, კლასიფიცირების, მსჯელობის, დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
· შემოქმედებითი და დამოუკიდებელი ასევე თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების ხელშეწყობა.
· გამოუმუშავდებათ აზროვნების უნარ-ჩვევები, შეძლებენ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების აღწერას, მათი მდებარეობისა და ურთიერთ მიმართებების განსაზღვრას რუკაზე.
წრის ფუნქციონირება
მნიშვნელოვანია და აქტუალური, რადგან ამ ასაკში იწყებენ
ბავშვები გარემოში დამოუკიდებელ ორიენტაციას,უჩნდებათ კითხვები
სამყაროს გარშემო.
საგაკვეთილო პროცესში ვერ ხერხდება მასალის სიღრმისეული
ათვისება.პასუხების მოძიებაში კი ვფიქრობ წრეზე განხილული საკითხები
დაეხმარებათ მოსწავლეებს სახალისო
აქტივობების შესრულება, კვლევა-ძიებისთვის განკუთვნილი სავარჯიშოები,
დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები დაეხმარება შემეცნებითი
უნარების დაუფლებაში.
მეტი მრავალფეროვნებისათვის ვესტუმრებით ,,გარდენიის ბაღს““შეექმნებათ
პოზიტიური განწყობა.
წრის მუშაობის პროგრამა,ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი
N |
თემა |
მიზანი |
რესურსი |
შედეგი |
თარიღი |
1 |
დედამიწა |
ილუსტრაციებისა და ტექსტის საფუძველზე გაიაზროს როგორი ფორმისაა დედამიწა. რამდენად მნიშვნელოვანია დედამიწა ცალკეული ადამიანებისთვის. |
გლობუსი, თაბახის ფურცელი, ფერადი ფანქრები, ბუკი. |
მოსწავლე აღწერს გეოგრაფიულ ობიექტებს მათი შემადგენელი ნაწილებისა და მახასიათებლების მიხედვით. |
03.10 |
2 |
დედამიწა და ჰორიზონტის მხარეები |
რუკისა და გლობუსის გამოყენებით მოსწავლემ შეძლოს ოკეანეების, კონტინენტების, კუნძულების, ნახევარკუნძულების ამოცნობა. |
რუკა, გლობუსი, კომპასი |
მოსწავლე ასახელებს და განარჩევს ძირითად საკორდინაციო ელემენტებს(მაგ: პოლუსები, ეკვატორი, ჰორიზონტის ძირითადი და შუალედური მხარეები) |
10.10 |
3 |
რუკა |
რუკის ლეგენდის გამოყენებით მოსწავლემ ამოიცნოს ძირითადი გეოგრაფიული ობიექტები |
რუკა, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები |
მოსწავლე კითხულობს გეოგრაფიულ რუკას ლეგენდის გამოყენებით, რუკაზე ამოიცნობს წყლისა და ხმელეთის მსხვილ გეოგრაფიულ ობიექტებს. |
17.10 |
4 |
ვაწყობთ საქართველოს რუკას |
ტექსტზე დაყრდნობით მოსწავლემ შეძლოს საქართველოს კუთხეების მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების და ისტორიული ძეგლების პირობითი ნიშნებით გამოსახვა. |
დიდი ზომის ფურცელი, ფერადი ფანქრები, სახელმძღვანელო |
აღწერს გეოგრაფიულ ობიექტებს მათი შემადგენელი ნაწილებისა და მახასიათებლების მიხედვით, მოსწავლე რუკაზე პოულობს საქართველოს, აღწერს მის მდებარეობას გეოგრაფიულ ობიექტებთან მიმართებით |
24.10 |
5 |
შავი ზღვა |
მოსწავლემ ტექსტზე დაყრდნობით გაიაზროს შავი ზღვის მნიშვნელობა, დაფიქრდეს ცხოველების გადაშენების საშიშროებაზე. |
რუკა, ვიდეო მასლა |
მოსწავლე პოულობს რუკაზე საქართველოს, აღწერს მის მდებარეობას გეოგრაფიულ ობიექტებთან მიმართებაში (მაგ: დასავლეთიდან ესაზღვრება შავი ზღვა) |
31.10 |
6 |
ვაწყობთ კონტინენტების რუკას |
მოსწავლემ რუკაზე დაყრდნობით შეძლოს კონტინენტების მოდელირებას |
თაბახის ფურცელი, ფერადი ფანქრები, ფორმატი |
რუკაზე დატანილი მსხვილი გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთგანლაგების აღსაწერად იყენებს ჰორიზონტის მხარეებს (მაგ: აფრიკის აღმოსავლეთით, სამხრეთ პოლუსის ახლოს) |
07.11 |
7 |
ადამიანი და ბუნება ექსკურსია გარდენიაში |
ისაუბრონ ტყის მნიშვნელობაზე, შეძლოს განასხვავოს გარემოში ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებები |
სახელმძღვანელო, სამუშაო ფურცლები, სამუშაო ფორმატები, სახაზავი, მაკრატელი, წებო |
მოსწავლემ შეძლოს გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა, განმარტოს გარემოს მნიშვნელობა ორგანიზმებისთვის. |
14.11 |
8 |
დავეხმაროთ დედამიწას |
გაანალიზოს საფრთხე, რომელიც დედამიწას ემუქრება და მიღებული ცოდნის სისტემაში მოყვანა, სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება, ყურადღებისა და მეხსიერების განვითარება |
ტესტი „შეამოწმე შენი ცოდნა“, ბუკი, კროსვორდები |
მოსწავლე აგროვებს ინფორმაციას, აღწერს ორგანიზმების გარემო ფაქტორებზე დამოკიდებულებას, სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს. |
21.11 |