სკოლის დირექტორი მედეია გურგენაძე
12 სექტემბერი 2023
ქალბატონი მედეია გურგენაძე ერთ-ერთი აღიარებული და წარმატებული ლიდერია განათლების სისტემაში. 22 წლის ასაკიდან დაიწყო მისი სამასწავლებლო კარიერა და დღემდე გრძელდება. უცვლელია მისი მოტივაცია, მიზანსწრაფვა, სიახლის ძიების დაუოკებელი წყურვილი, პასუხისმგებლობის მაალი გრძნობა უნივერსიტეტის კედლებიდან მოჰყვება.  

19761981 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თვბილისის  სახეკლმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზეგამორჩეულ სტუდენტს არ გასჭირვებია თავი დაემკვიდრებინა დიდი ტრადიციების მქონე ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში. განსაკუთრებით უყვარს მოსწავლეებს, რადგან მისი ყოველი დღე გაჯერებულია მოსწავლეების ინტერესებით, მათთან დიალოგით, ძიებითა და შემემოქმედებითი  ჭიდილით,  ამიტომაც ჰყავს ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები, მედალოსნები. უამრავი მათგანი წარმატებით აგრძელებს სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

                2007 2011 წლებში ქალბატონი მედეია იყო სსიპ ქალაქ  თბილისის N38  საჯარო სკოლის დირექტორი, სადაც უამრავი თანამოზიარე მეგობარი შეიძინა. ამჟამად ქალბატონი მედეია სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის დირექტორია. სკოლაში იგრძნობა ძლიერი ლიდერის ხელი: მოწესრიგებული გარემო, ურთიერთობების მაღალი ხელოვნება, მომთხოვნელობა  და პასუხისმგებლობა, რომ სკოლა იყოს ახალი სტანდარტებისა და გამოწვევების ავანგარდში. ქალბატონი მედეია ჩინებული მათემატიკოსი, საგნის ფლობისა და გადმოცემის საკუთარი ხერხი აქვს. ცდილობს ამ რთული დისციპლინის ,,ენა“ გაუიოლოს თითოეულ მოსწავლეს და საგნის სიყვარული შეჰყაროს როგორც უკურნებელი სენი.

სწორედ ჩამოთვლილი უნარ-ჩვევები და გამოცდილება გვაძლევს იმის გარანტიას, რომ მედეია ღირსეული კანდიდატია. 

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.