დირექტორის მოადგილე: მაია ბერძენიშვილი
15 ივნისი 2023
სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მაია
ბერძენიშვილი განათლებით ფიზიკოსია. სწორედ ამ დარგისთვის
დამახასიათებელი გონივრულმა, ლოგიკურმა, გადაწყვეტილების მიღების
სისხარტე აქლევს საშუალებას, იყოს შეუდარებელი სასწავლო ნაწილი. მაია
ბერძენიშვილი წლებია მართავს მე-12 საჯარო სკოლის სასწავლო პროცესს.
გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობით, რუდინებით,
მასზე დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებით. ის მთელი სკოლის
სული და გულია. ენერგიით აღსავსე პირველი შემოაღებს სკოლის კარს და
იწყებს ერთი შეხედვით რუტინულ, მაგრამ ყოველდღიურად განსხვავებელ,
საინტერესო დღეს.მაი ბერძენიშვილი განათლების სამინისტროს ყველა გამოწვევას უსწორებს თვალს. არ გამოირჩება არც ერთი დეტალი სკოლის ცხოვრების: სკოლის გაკვეთილების დაგეგმვა, გრძევლადიანი მიზნები, პედსაბჭოს საკითხები, კათედრების მუშაობა, მოსწავლეთა თვითმმართველობა, ტექნიკური პერსონალი...
ამავდროულად არის ძალიან მომთხოვნი და მზრუნველი დამრიგებელი. საოცარ ენერგიას დებს თითოეულ მოსწავლეში და სიყვარულიც ერთობლივად უბრუნდება.
მაღალი პროფესიონალიზმი და ობიექტურობა, ემოციურობა და მასწავლებლების ყველა პრობლემის გულთან მიტანა, სკოლის საოცარი ბაღი და ინფრასტრუქტურა....
აი, არასრული სია იმ საქმეებისაა, რომლითაც ყოველდღიურად არის დაკავებული ქალბატონი მაია ბერძენიშვილი. განუსაზღვრელია მისი წვლილი და როლი მე-12 საჯარო სკოლის ცხოვრებაში.