,,თავისუფალი მოქალაქე"

,თავისუფალი მოქალაქე’“

 2023  სასწავლო წლის  16  ოქტომბერს  ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა  სამოქალაქო განათლების კლუბი ,,თავისუფალი მოქალაქე“.                 

კლუბის დამფუძნებეილი: ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო დევნოსაძე

 სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის  სამოქალაქო განათლების კლუბ ,,თავისუფალი მოქალაქის’“
                                                                                   წესდება

მუხლი 1ზოგადი    დებულებები

1. სსიპ  ქალაქ თბილისის  მე-12   საჯარო  სამოქალაქო განათლების კლუბი  ,,თავისუფალი მოქალაქე “ (შემდგომში - კლუბი) დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის   წევრთა ინიციატივით.

2. კლუბი  დაფუძნებულია   ერთი სასწავლო წლის ვადით.

3. კლუბს  აქვს  სახელწოდება,   ლოგო,  აგრეთვე   შეიძლება   ჰქონდეს   სხვა  რეკვიზიტები.

4 კლუბის  იურიდიული  მისამართი:   საქართველო,  . თბილისი გ. ჭყონდიდელის ქ N 85.

სსიპ ქალქ  თბილისის N 12  საჯარო სკოლა.

ზოგადი დებულებები:

1.1. ქალაქ თბილისის N 12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი ,,თავისუფალი მოქალაქე“ დაფუძნებულია 2022 წლის   24   ოქტომბერს:

1.2. კლუბის სახელწოდება- სამოაქალაქო განათლების კლუბი  ,,თავისუფალი  მოქალაქე“,

1.3. კლუბის იურიდიული მისამართი : ქალაქ თბილისის N 12 საჯარო სკოლა.

 

მუხლი 2. კლუბის  მიზნები  და  დაარსების იდეა

2.კლუბის მიზნებია:

2.1.  სკოლის მოსწავლეებისათვის საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;

2.2. სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა;

2.3. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;

2.4. მოსწავლეთა კვლევის,  ანალიზის, ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის უნარების გამოვლენა, ჩამოყალიბება და განვითარება;

2.5.მიღებული ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში;

2.6. პრეზენტაციის უნარების ჩამოყალიბება;

2.7. პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარება;

2.8. წყვილებში, ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობისას გამოცდილების მიღება-გაზიარება;

კლუბის დაარსების იდეაა:  მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.

მუხლი 3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა

 კლუბის  წევრობა  ნებაყოფლობითია;

3.2. კლუბის  წევრი  შეიძლება  გახდეს  ამავე სკოლის საბაზო/ საშუალო საფეხურის     მოსწავლე, რომელიც იზიარებს  კლუბის   მიზნებს;

3.3 კლუბის წევრობის მსურველმა  უნდა  მიმართოს კლუბს  წერილობით ამ წესდების დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;

3.4. კლუბის  წევრი  ვალდებულია   მიიღოს მონაწილეობა  კლუბის  საქმიანობაში, დაიცვას  წესდების  მოთხოვნები,  შეასრულოს  დავალებები  და  კლუბის  მიერ მიღებული  გადაწყვეტილებები;

3.5. კლუბის  წევრს  ეკრძალება  იმოქმედოს ორგანიზაციის  სახელით  კურატორთან  შეთანხმების  გარეშე;

3.6. კლუბი  პასუხისმგებელია მისი  წევრის  მხოლოდ  იმ საქმიანობაზე, რომელიც  დაკავშირებულია  კლუბის  საქმიანობასთან;

3.7. კლუბის  წევრს  უფლებამოსილება  უწყდება:

) პირადი  განცხადების  დაფუძველზე;

) კლუბის  წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით,  როდესაც  მისი   საქმიანობა  ეწინააღმდეგება  კლუბის მიზნებს  და  უხეშად  არღვევს აღნიშნული  წესდების  დებულებებს;

) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად;

3.8. კლუბის წევრთა რაოდენობა არ არის გასაზღვრული.

მუხლი 4. კლუბის  მართვა  და გადაწყვეტილებების  მიღების წესი

4.1. კლუბს  შეიძლება  ჰყავდეს მინიმუმ ერთი  კურატორი  (მასწავლებელი),  რომლის  უფლებამოსილებაა  უხელმძღვანელოს კლუბის  საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი  მესამე  პირებთან, უხელმძღვანელოს  კლუბის  მიერ  განსახორციელებელი პროექტებისა  და  პროგრამების  შემუშავებასა  და  რეალიზაციას,  განაგოს  კლუბის ქონება;

4.2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.

მუხლი 5. კლუბის  მუშაობა

5.1. კლუბი  იკრიბება  თვეში ერთხელ.

5.2. სამუშაო შეხვედრის დრო:  13:30

5.3. კლუბის ყველა მონაწილე ვალდებულია დადგენილ დროს გამოცხადდეს და შეასრულოს წესები:

5.4. კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული  საომოქმედო გეგმით:

5.5 ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად კლუბის წევრები  უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებულობას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ სიახლეებთან დაკავშირებით.

5.6.წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.

მუხლი 6. კლუბის   საქმიანობის  შეწყვეტის საფუძვლები

კლუბის საქმიანობა წყდება:

ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);

ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.

მუხლი 7. ცვლილებების შეტანა

კლუბის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ცვლილების შესახებ ინიციატივის მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.

 

                                                 მოსწავლეთა საყურადღებოდ!

ძვირფასო მოსწავლეებო, 2023 წლის     17  ოქტომბრიდან შეგიძლიათ ჩაეწეროთ ქალაქ თბილისი N12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბში და მონაწილეობა მიიღოთ კლუბის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში. ინფორმაციისათვის მიმართეთ ისტორიის პედაგოგს ნინო დევნოსაძეს. მსურველებმა წერილობით უნდა დაადასტურონ კლუბში გაწევრიანების სურვილი,რისთვისაც აღნიშნული მასწავლებლის სახელზე წერთ განცხადებას.

 

                                    განცხადების ნიმუში

 

                                                                                                                                                        სსიპ ---------------------------------------

საჯარო სკოლის ---------------------------------------

კლუბის კურატორს -----------------------------------------

ამავე სკოლის ---- კლასის მოსწავლე

-----------------------------------------------------------

მშობლის ----------------------------------------------------

 

 

              გთხოვთ, ჩემი შვილი  სსიპ ----------------------------------------------  საჯარო სკოლის ---- კლასის  მოსწავლე ---------------------------------------------- გააწევრიანოთ ამავე სკოლაში შექმნილ ------------------ კლუბში.

 

 

პატივისცემით,

განმცხადებელი:

თარიღი:

 

საკონტაქტო მონაცემები:

სკოლის მისამართი: ჭყონდიდელის ქ. N85

ტელეფონი: 591945217

სკოლის ელ.ფოსტა  Tbilisi 12 @mes.gov.ge

სკოლის ვებ გვერდი: skola12.gweb.ge

 

                           კლუბის სამუშაო გეგმა

N

თემა

ჩატარების დრო

1

 ჩემი თემი

27.10

2

კულტურული მრავალფეროვნება ჩემს გარშემო

01 .12

3

ადამიანური ღირსება და ჩაგვრა ,ბულინგი

31.01

4

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს

01.03

5

ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი დანერგვა

05.04

6

გარდატეხის ასაკი და მისი პრობლემები

03.05

7

საგზაო უსაფრთხოება

03.06

 

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.