მოსწავლის ჩარიცხვის პროცედურები

მოსწავლე  არის პირი, რომელიც  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩაირიცხა საჯარო ან ავტორიზებულ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და სწავლობს  დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე.

პირველ კლასში ჩარიცხვა

 

1. სკოლის პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.  

1. სკოლის პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. 

2. სკოლის პირველ კლასში მიღების მსურველი მოსწავლის რეგისტრაცია მიმდინარეობს 4 ეტაპად:

2.1. I ეტაპი - რეგისტრირდებიან პეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები.  

2.2. II ეტაპი - რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

) და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;

) მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;

) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

2.3. III ეტაპი საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპზე, ელექტრონულ  პორტალზე (http://registration.emis.ge) თავისუფალი ადგილების ფარგლებში, რეგისტრირდება ნებისმიერი მსურველი ბავშვი, რომლის ასაკი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნას;

2.4. IV ეტაპი - გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

3. I, II და IV ეტაპებზე რეგისტრაცია ხორციელდება სკოლაში, ხოლო III საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპზე მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია თავად განახორციელოს რეგისტრაცია ან დახმარებისთვის მიმართოს სკოლას.

4. პირველ კლასში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

4.1. განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;                                                                                                                       

4.2. ბავშვის  ფოტოსურათი (3X4);                                                                                                                           

4.3. ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

4.4. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ბინადრობის მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

4.5. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;  

4.6. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრების შესახებ.

5. მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, განცხადებას აგრეთვე უნდა  დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციისა და ჩარიცხვის ვადების გასვლის შემდეგ შესაძლებელია განხორციელდეს მოსწავლის პირველ კლასში განსხვავებულ ვადებში ჩარიცხვა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანხმობით, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში.

7.  მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეიძლება უარი ეთქვას ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აჭარბებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ დასაშვებ რაოდენობას.

 

მოსწავლის სტატუსის არმქონე პირის სკოლაში ჩარიცხვა და მოსწავლის სტატუსის მოპოვება

1. თუ მოსწავლე არ სწავლობდა საქართველოში ან სწავლა შეწყვეტილი ჰქონდა ამორიცხვის საფუძველზე, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ან სრულწლოვან პირს უფლება აქვს მიმართოს იმ სკოლას, რომელშიც სურს სწავლის გაგრძელება.

2. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე მას უფლება აქვს, ექსტერნატის გარეშე ჩაირიცხოს სკოლაში ასაკის შესაბამის კლასში ან არაუმეტეს 3 კლასით დაბალ კლასში. 18 წელს გადაცილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი სკოლაში ირიცხება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით განსაზღვრულ დაწყებით ან საბაზო საფეხურზე შესაბამის კლასში.

 

 

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებით მოსწავლის ჩარიცხვა  

 

1. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების გათვალისწინებით მოსწავლის მისაღებად, მშობელმა პირველ რიგში, სკოლას განცხადებით უნდა მიმართოს მისი შვილის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დასკვნის შედგენის მოთხოვნით.

2. მოსწავლის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დადგენის მოთხოვნას თან უნდა დაურთოს:

ა) ქართულ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ნიშნების ფურცლის ასლი, რომელიც იმ სკოლის მიერაა შედგენილი, რომელშიც მოსწავლე უცხოეთში სწავლობდა;

ბ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი ან პასპორტის/დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში);

გ) მშობლის პირადობის ან ბინადრობის მოწმობა ან პასპორტის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

3. მომართვის შემდგომ სკოლა ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დასკვნას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად, რომელსაც მშობელი წარადგენს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

4. მოსწავლე ირიცხება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტში მითითებული კლასის შესაბამისად.  განსხვავებული საგნები, რომელშიც შესაბამისობა ვერ დადგინდა, მოსწავლემ უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით.

5. თუ მოსწავლეს აღიარება ვერ დაუდგინდა, იგი ირიცხება ასაკის შესაბამის ან მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში ერთი კლასით დაბალ კლასში.

მობილობის უფლება

 

1.       მობილობის უფლება აქვს მოსწავლეს, რომლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე.

2.       მობილობის უფლების განსახორციელებლად, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს აქტიური სტატუსი. თუ მოსწავლეს შეჩერებული აქვს სტატუსი სკოლაში, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ან სრულწლოვანმა მოსწავლემ უნდა მიმართოს სტატუსის აღდგენის მოთხოვნით იმ სკოლას, რომელშიც სტატუსი აქვს შეჩერებული, ხოლო შემდეგ განხორციელდეს მობილობა.

მობილობა

 

1. მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს სკოლაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში.

2. მობილობა დაუშვებელია პირველი სექტემბრიდან 01 ოქტომბრამდე, მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას და სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

3. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო უფლებამოსილია მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე.

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე, დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით. 

მობილობის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

1.  მოსწავლის მობილობის დროს წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

1.1. განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს განმცხადებლის საცხოვრებელ ადგილს და ტელეფონის ნომერს;

1.2.  მოსწავლის პირადი საქმე/წინა კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

1.3. ინფორმაცია საგნების მიხედვით მიმდინარე შეფასებისა და გაცდენილი საათების შესახებ (სასწავლო წლის განმავლობაში მობილობის დროს);

1.4. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;                                                                                   

1.5. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

1.6. მოსწავლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

1.7. მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

1.8. სსსმ მოსწავლის მობილობით ჩარიცხვის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.

2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

3. სპეციალიზირებული სკოლებიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის  დაწყებით და საბაზო საფეხურის ცალკეულ კლასში ჩასარიცხად დამატებით საჭიროა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებული, შესაბამისი სპეციალისტებისაგან შემდგარი ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება აღნიშნული მოსწავლის მიერ სიძნელეების დაძლევა, რის გამოც მას არ სჭირდება სპეციალიზირებულ სკოლაში სწავლა.

4.   მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების კანონმდებლობით დადგენილ ოდენობას.

მოსწავლის სტატუსის შეჩერება

 

სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში თუ:

)  მოსწავლე 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში/არ მონაწილეობს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში და არ იღებს შეფასებას;

) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;

)  სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;

) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე  სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით. არასრულწლოვანი მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე სკოლა ვალდებულია მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალურ მუშაკთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეფერირების გზით, დაადგინოს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის მიზეზები. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი ვალდებულია, თავის მხრივ, მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს რეფერირება შესაბამის ორგანოში.

მოსწავლის  შეჩერებული სტატუსის აღდგენა

 

 

1. მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც შეუჩერა მოსწავლეს სტატუსი ან მის უფლებამონაცვლეს.

2. მოსწავლეს აღუდგება მოსწავლის სტატუსი იმავე კლასში, სადაც შეუჩერდა სტატუსი.

3. იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მოსწავლის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომდევნო კლასის/კლასების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის ფაქტი, მას სტატუსი აღუდგება შესაბამის კლასში.

 

მოსწავლის ამორიცხვა

1.       მოსწავლის სკოლიდან ამორიცხვისათვის მშობელმ/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს სკოლას შესაბამისი განცხადებით;

2.       საბაზო საფეხურის დასრულებამდე მოსწავლეს შეიძლება ამორიცხოს სკოლიდან მხოლოდ სხვა ავტორიზებულ სკოლაში მობილობით გადასვლის შემთხვევაში;

3.       საშუალო საფეხურის მოსწავლეს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს როგორც მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევში, ასევე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ან სრულწლოვანი მოსწავლის განცხადების საფუძველზე, თუკი მოსწავლეს აღარ სურს სკოლაში სწავლის გაგრძელება, სურს პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება ან სხვა მიზეზით (მაგ: უცხოეთში გამგზავრება და სხვა).

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.