პროექტი ,,ვაზიარებ იმას, რაც წავიკითხე"
ძალიან სასიხარულო ამბავი გვინდა გაუწყოთ. ჩვენმა სკოლამ
მოიპოვა მნიშვნელოვანი ჯილდო,
ევროპული ხარისხი. გვინდა , დიდი
მადლობა გადავუხადოთ ჯილდოს მთავარ პერსონას, ჩვენი
სკოლის დაწყებითები კლასების მასწავლებელს, ქალბატონ
თამილა ხიზანიშვილს და პროექტში ჩართულ
ყველა მოსწავლეს, რომელთა დიდი ძალისხმევითა და
შრომით მოხდა ჩვენი სკოლის აღიარება და საქართველოს
ფარგლებს გარეთ მისი სახელის გატანა.
წარმოუდგენელია
დავივიწყოთ არაჩვეულებრივი
ადამიანების წვლილი პროეტში
გაწეული შრომისათვის. ბედნიერებაა რომ იყო იმ დიდ
ოჯახში, რომლის სახელია eTvining-ი . ეს არის პლათფორმა, სადაც
სხვადასხვა ქვეყნის აქტიური პედაგოგები ერთად ახორციელებენ
სასკოლო პროექტებს. ამჯერად პროექტი ,,ვაზიარებ იმას, რაც
წავიკითხე" , განხორციელდა 4 ქვეყანას შორის: ბრიტანეთი,
თურქეთი, ალბანეთი და საქართველო.