"ნორჩი გამომგონებელი"
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ განხორციელდა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი".კონკურსში მონაწილეობა მიიღო უკვე მეორედ ჩვენი სკოლის 12-ა კლასის მოსწავლემ გიორგი დათვიაშვილმა,სადაც პირველი ადგილი აიღო,როგორც საუკეთესო გამომგონებელი.
ამ შედეგს ის უკვე ზედიზედ ორი წელია აღწევს.წარმატებები გიორგის.
პრიზიორები და გამარჯვებულები დააჯილდოვა განათლების და მეცნიერების მინისტრმა ქალბატონმა თამარ სანიკიძემ.