სსიპ ქ.თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში იხსნება ქართული
ენისა და ლიტერატურის უფასო წრე. წრის დასახელება: ,, პატარა
ყოჩაღები!“
წრის
ხელ-ლი
მარინე იმნაძე.
წრე
აერთიანებს
პირველი
კლასის
მოსწავლეებს. მუშაობა
ჩატარდება
ყოველ
ხუთშაბათს
(26.09.19-28.12.19)
12სთ
00წთ
ხანგრძლივობა
35წთ
წრის მუშაობის პროფილი და მიზანი: მართლწერისა
და მართლმეტყველების განვითარება .ტექსტების შესწავლისა და გააზრების
უნარ-ჩვევები.
ყურადღების გამახვილება ქართული გრამატიკის საკვანძო საკითხებზე,
რომლებიც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით.
წრის ფუნქციონირების მნიშვნელობა და აქტუალურობა
საწრეო მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ გაიღრმაონ ცოდნა
ქართულ ენაში.ისინი შეასრულებენ საინტერესო და
მრავალფეროვან დავალებებს, რაც ხელს შეუწყობს
მოსწავლეებს
შეუქმნას პოზიტიური განწყობა,აუმაღლოს მოტივაცია. გაუღვიძოს ბავშვებს
მშობლიური ენის სიყვარული და ხელი შეუწყოს
კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. საწრეო
მუშაობა იქნება ბავშვთა ინტერესებზე მორგებული.
მოსწავლეებთან ყოველი შეხვედრა იქნება სახალისო აქტივობებით
დატვირთული, შესაბამისად ქართული ენისა და ლიტერატურის წრეზე
მუშაობა
მოსწავლეს ჩამოუყალიბებს მხატვრული ლიტერატურის გააზრებული კითხვის,
მსჯელობის უნარ-ჩვევებს. საშუალება მიეცემათ შეისწავლონ წერის
ძირითადი ელემენტები.
წრის მუშაობის პროგრამა,ხანგრძლივობა,შეხვედრების განრიგი და საჭირო რესურსები
N |
თემა |
ჩატარების დრო |
ხანგრძლივობა |
მიზანი |
რესურსი |
შედეგი |
1 |
წელიწადის დროები |
26.09 |
35 წთ |
ზეპირმეტყველების განვითარება.ილუსტრაციების აღწერა,შედარება წელიწადის დროების. |
სახელმძღვანელო, ფერადი ფანქრები,სახატავი ფურცლები. |
ასახელებს წელიწადის დროებს, ანსხვავებს დროებს ერთმანეთისაგან ხატავს წარმოდგენით შემოდგომის სურათს. |
2 |
,,ზღაპრული არსებები“ |
3.10 |
35წთ |
სიტუაციურ თამაშებში მონაწილეობა,მცირე ზომის ტექსტის მოსმენა,, გააზრება თუ რა არის ზღაპარი,ილუსტრაციის შექმნა. |
სახატავი ქაღალდები ფერადი ფანქრები. |
მოსწ. გადმოსცემენ თავიანთ დამოკიდებულებას მოსმენილი ტექსტის შესახებ,ხატავენ წარმოსახვით ზღაპრის გმირებს. |
3 |
,,ჩვენი დედაენა“ |
10.10 |
35 წთ |
ნაცნობ თემაზე მარტივი ინფორმაციის გადმოცემა,მართლმეტყველების ელემენტების წესების დაცვა,ბგერის მკაფიოდ წარმოთქმა,სიტყვების პაუზებით გამოყოფა. |
სახელმძღვანელო,მოსწავლის რვეული. |
მოსწავლე საუბრობს გოგებაშვილის ბიოგრაფიის შესახებ,მკაფიოდ წარმოთქვამს ბგერებს. |
4 |
ასო-ბგერა ,,თ“ |
17.10 |
35წთ |
ტექსტში ფერად მარცვლებად დაწერილი სიტყვების ამოკითხვა, |
ფერადი ცარცი, დაფა,მოძრავი ანბანი. |
მოძრავი ანბანის გამოყენებით ადგენს და კითხულობს სიტყვებს. |
5 |
ასო-ბგერა ,,ს“ |
24.10 |
35წთ |
ჯგუფური აქტივობები,შემეცნებითი თამაში,,სიტყვის დასახელება და დამარცვლა’სახალისო სავარჯიშო-,,არეული მარცვლების დალაგება და წაკითხვა. |
დაფა, ფერადი ცარცი, გეომეტრიულ ფიგურებში ჩაწერილი მარცვლები. |
მოსწავლე კითხულობს მარცვალს ,ალაგებს არეულად მოცემულ სიტყვებს. |
6 |
შემაჯამებელი გაკვეთილი ასი-ბგერა--,,ს’’, ,,ხ’ |
31.10 |
35წთ |
სიტყვების დალაგება, შესაბამის ნახატთან დაკავშირება, რებუსების გამოცნობა |
მოძრავი ანბანი, ფერადი ცარცი, დაფა. |
მოსწავლე მოძრავი ანბანის გამოყენებით აწყობს არეულ სიტყვებს |
7 |
ასო-ბგერა ,,ე“ |
7.11 |
35წთ |
ტექსტშო ფერად მარცვლებად დაწერილი სიტყვების ამოკითხვა კარნახით წერაში ვარჯიში |
სახელმძღვანელო,ცარცი დაფა. |
დამოუკიდებლად კითხულობს სიტყვებს.წერს კარნახს |
8 |
ასო-ბგერა ,,უ“ |
14.11 |
35წთ |
კითხვის უნარ-ჩვევის განვითარება.სიტუაციური თამაშები, აქტივობები. |
სახელმძღვანელო,მოძრავი ანბანი, |
მოსწავლე კითხულობს დამოუკიდებლად სიტყვებს ,ახდენს მის ანალიზსა და სინთეზს. |
9 |
ასო-ბგერა ,,ძ“ |
21.11 |
35წთ |
ჯგუფური აქტივობები,შემეცნებითი თამაში,,სიტყვის დასახელება და დამარცვლა’სახალისო სავარჯიშო-,,არეული მარცვლების დალაგება და წაკითხვა. |
დაფა, ფერადი ცარცი, გეომეტრიულ ფიგურებში ჩაწერილი მარცვლები. |
მოსწავლე კითხულობს მარცვალს ,ალაგებს არეულად მოცემულ სიტყვებს. |
10 |
ასო-ბგერა ,,კ“ |
28.11 |
35წთ |
კითხვის უნარ-ჩვევის განვითარება.სიტუაციური თამაშები, აქტივობები. |
სახელმძღვანელო,მოძრავი ანბანი, |
მოსწავლე კითხულობს დამოუკიდებლად სიტყვებს ,ახდენს მის ანალიზსა და სინთეზს. |