სსიპ
ქალაქ თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში მუშაობა დაიწყო ინგლისური ენის
უფასო წრემ სახელწოდებით - „ინგლისური ენის მოყვარულთა
წრე“. წრის
ხელმძღვანელი - ლია
ჩიხრაძე.
წრე აერთიანებს მე-12 კლასის
მოსწავლეებს. წრე იმუშავებს ოთხშაბათობით, 23.09.19- 04.12.19. წრის ხანგრძლივობაა
45 წთ.
საწრეო მუშაობის პროფილი და მიზანი:
· ინგლისური ენისადმი ინტერესის გაღვივება, ცოდნის გაღრმავება,
· დაკვირვების, კვლევის, კლასიფიცირების, მსჯელობის, დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
· შემოქმედებითი და დამოუკიდებელი ასევე თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების ხელშეწყობა.
· გამოუმუშავდებათ აზროვნების უნარ-ჩვევები, შეძლებენ ლიტერატურული ნაწარმოებების გააზრებას და დამუშავებას ინგლისურად, ტექსტების წაკითხვის და მოყოლას, საუბარს ინგლისურად და მოსმენილის გაგებას. შეისწავლიან უცხო სიტყვებს.
წრის
ფუნქციონირება მნიშვნელოვანია და აქტუალური, რადგან ამ ასაკში
ახერხებენ მოსწავლეები უცხო ენის უკეთ ათვისებას. უჩნდებათ კითხვები
გრამატიკის და სხვა საკითხების გარშემო.
საგაკვეთილო პროცესში ვერ ხერხდება
მასალის სიღრმისეული ათვისება. პასუხების მოძიებაში კი ვფიქრობ წრეზე
განხილული საკითხები დაეხმარებათ მოსწავლეებს სახალისო აქტივობების
შესრულება, კვლევა-ძიებისთვის განკუთვნილი სავარჯიშოები, დაკვირვების
შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები დაეხმარება შემეცნებითი უნარების
კიდევ უფრო განვითარებაში.
მეტი მრავალფეროვნებისათვის
განვიხილავთ სხვადასხვა ნაწარმოებს, ვნახავთ ინტერნეტში ჩვენთვის
საინტერესო საკითხებს, გავაკეთებთ სტენდებს.
წრის მუშაობის პროგრამა, ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი
N |
თემა |
ჩატარების დრო |
ხანგრძლივობა |
მიზანი |
რესურსი |
შედეგი |
1. |
დაგეგმილი ღონიძიებებისა და წრის მუშაობის პროგრამის გაცნობა |
23.09 |
45 წთ. |
წრის წევრებმა ისაუბრონ უილიამ შექსპირის პოეზიაზე, წაიკითხონ სონეტები, გააკეთონ სტენდი |
სათანადო ფორმატის ქაღალდი, ფანქრები, კომპიუტერი |
მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ძველი და თანამედროვე ინგლისური კულტურის განსხვავებებზე. გააკეთეს სტენდი |
2. |
ინგლისური ენის გრამატიკა |
25.09 |
45 წთ. |
გაეცნონ ინგლისური ენის გრამატიკის საკითხებს. იმსჯელონ გრამატიკული დროებისა და წესების შესახებ |
დაფა, ცარცი, სამუშაო რვეული, ბარათები, ფანქრები |
მოსწავლეების ჯგგუფებს დაურიგდათ „დარღვეული“ გრამატიკული წესებით ტექსტები. შემდგომ ეს ტექსტები გადაწერეს სწორად. განიხილეს ნამუშევრები გრამატიკული საკითხების ირგვლივ |
3. |
ინგლისელი მწერლების ნაწარმოებების გაცნობა |
02.10 |
45 წთ. |
წრის ეს მეცადინეობა მიეძღვნას ერნესტ ჰემინგუეის ნაწარმოების - „მშვიდობის იარაღოს“ განხილვას |
კომპიუტერი, ჰემინგუეის წიგნი „მშვიდობით იარაღო“ |
წევრებმა წაიკითხეს ამონარიდები აღნიშნული ნაწარმოებიდან, გაეცნენ მწერლის ჩანაფიქრს და აქტიურად ჩაერთვნენ მსჯელობაში |
4. |
სხადასხვა ნაწარმოების შესახებ მსჯელობის მოწყობა |
09.10 |
45 წთ. |
აირჩიონ რომელიმე ნაწარმოებიდან მათთვის სასურველი ეპიზოდი და განიხილონ |
კომპიუტერი, წიგნი |
აირჩიეს საკითხი - „ომის დამანგრეველი გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე, მიიღეს აქტიური მონაწილეობა თემის განხილვაში |
5. |
შთაბეჭდილებების წერილობით გაზიარება |
16.10 |
45 წთ. |
ჯგუფური მუშაობით დაწერონ შთაბეჭდილებები ინგლისური ენის მნიშვნელობის შესახებ |
რვეული, დაფა, ცარცი |
ლიდერმა გააკეთა პრეზანტაცია, მოახდინა შეფასება და არგუმენტების წარმოდგენა. მოსწავლეებმა დაწერეს მოსაზრებები ინგლისური ენის მნიშვნელობის შესახებ |
6. |
ინგლისელი მწერლის - ოსკარ უაილდის ნაწარმოების „ადამიანის სული სოციალიზმის გავლენის ქვეშ“ წაკითხვის მოწყობა |
23.10 |
45 წთ. |
მოსწავლეები გაეცნონ მწერლის ბიოგრაფიულ მონაცემებს, ისაუბრონ რატომაა დღეს აქტუალური ეს ნაწარმოები |
კომპიუტერი, რვეული, ინტერნეტი |
წრის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა კითხვაში, გაეცნენ მწერლის ბიოგრაფიას, ყურადღება გაამახვილეს ტექსტის კითხვის სწორ ტექნიკაზე |
7. |
ნაწარმოების „ადამიანის სული სოციალიზმის გავლენის ქვეშ“ განხილვა |
30.10 |
45 წთ. |
ნაწარმოებში აღწერილ დროზე დაკვირვება, საუბარი ამ საკითხზე |
ინტერნეტი, კომპიუტერი, რვეული. |
წრის წევრები დააკვირდნენ აღნიშნულ ნაწარმოებში აღწერილ დროს, გააანალიზეს ნაწარმოებში აღწერილი სოციალური და ეროვნული მდგომარეობა |
8. |
ნაწარმოების - თეოდორე დრაიზერის „ჯენი გერჰარდტის“ მხატვრული სამყაროს განხილვა. |
06.11 |
45 წთ. |
ისაუბრონ მათთვის საინტერესო ეპიზოდებზე |
წიგნი, დაფა, ცარცი |
მოსწავლეები დააკვირდნენ ენის სტრუქტურის თავისებურებებს და ფრაზეოლოგიზმებს |
9. |
ინგლისის ღირსშესანიშნავი ადგილების გახსენება და განხილვა |
13.11 |
45 წთ. |
იმუშაონ წყვილებში, წაიკითხონ ნამუშევრები, გააკეთონ შეფასება, დასკვნა. |
პლაკატები, სახელმძღვანელო, ინტერნეტი. |
მოსწავლეებმა განიხილეს ინგლისის ღირსშესანიშნაობები და წყვილებში წაიკითხეს ნამუშევრები |
10. |
შექსპირის ნაწარმოების „მეფე ლირის“ განხილვა |
20.11 |
45 წთ. |
მოამზადონ მასალები ნაწარმოებში წინასწარშერჩეული ადგილებიდან და დააჯგუფონ მასალა თანმიმდევრობით |
ინტერნეტი, კომპიუტერი |
მოსწავლეებმა დააჯგუფეს მასალა, სწორად შეარჩიეს ნაწარმოებში განსახილველი საკითხები |
11. |
ინფორმაციის მოპოვება და შეკრება „იბერო-კავკასიური ძველი ევროპის“ შესახებ |
27.11 |
45 წთ |
სათანადო მასალის გამოყენებით დაწერონ მოკლე ამონარიდები სხვადასხვა უცხოური სამეცნიერო საიტიდან ამ თემის შესახებ |
ინტერნეტი, რვეული, ილუსტრაციები, რუკები. |
მოსწავლეებმა გუნდური მუშაობით შეძლეს და მოიპოვეს მასალები იბერო-კავკასიური ძველი ევროპის შესახებ და განიხილეს ნამუშევრები |
12. |
კოლხეთი და კოლხები ბერძნულ მითოლოგიასა და ისტორიაში |
04.12 |
45 წთ. |
წრის წევრებმა მოიძიონ მასალა კოლხეთის და საერთოდ სამხრეთ კავკასიის დიდი ისტორიის შესახებ უცხოურ და პირველ რიგში ბერძნულ წყაროებში. |
წიგნი, რვეული, ინტერნეტი. |
მოსწავლეებმა მოიძიეს უამრავი ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით ბერძნულ უძველეს წყაროებში კოლხეთის შესახებ. |