მეც თქვენნაირად ვხედავ,მესმის,მიყვარს და ვაზროვნებ.
მე12 საჯარო სკოლის მე 7ბ კლასმა დაიწყო სოც.პროექტზე მუშაობა რომლის მიზანია მეტად ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით.         საზოგადოებაში ძალიან დაბალია აუტიზმის შესახებ ცნობიერების დონე.აუტიზმის ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით კი ყოველ 88 ბავშვში ერთი აუტისტია.
ეს არის დაავადება,რომელიც ყოველ წელს პროგრესირებს(გასული საუკუნის 60იან წლებთან შედარებით შემთხვევები 4-5 ჯერ არის გაზრდილი,,) აუტიზმი გვხვდება მს.მოსახლეობის ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანთა შორის .ბიჭები უფრო ხშირად ავადდებიან ვიდრე გოგონები.აუტიზმის დაავადებულთა რიცხვის ზრდა ეკოლოგიურ დაბინძურებას თან პირდაპირ კავშირშია.ამიტომ საჭიროა საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება.ამ დაავადების მიმართ.

სოციალური პროექტის  ხელმძღვანელი

სახელი და გვარი

თამარ მეშველიანი

თანამდებობა

ისტორიის მასწავლებელი

რაიონი

გლდანი-ნაძალადევი

სკოლა

სსიპ #12  საჯარო

ქალაქი

--თბილისი

თემის  მონახაზი

თემის  დასახელება

მეც თქვენნაირად ვხედავ, მესმის, მიყვარს და ვაზროვნებ!“ – აუტიზმის შესახებ ცნობადობის დონის ამაღლება

დონე/კლასი  

საბაზო/საშუალო

განხორციელების დროის ჩარჩო

3 კვირა

აზროვნების ზედა დონის უნარები

დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა, თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.

პრობლემა/პროექტის აქტუალურობა

საზოგადოებაში ძალიან დაბალია აუტიზმის შესახებ ცნობიერების დონე.  აუტიზმის ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით კი,  ყოველ 88 ბავშვში ერთი აუტისტია. ეს არის დაავადება, რომელიც ყოველ წელს პროგრესირებს (გასული საუკუნის 60-იან წლებთან შედარებით შემთხვევები 4-5-ჯერ არის გაზრდილი).  აუტიზმი გვხვდება მსოფლიო მოსახლეობის ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანთა შორის. ბიჭები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე გოგონები. აუტიზმით დაავადებულთა რიცხვის ზრდა ეკოლოგიურ დაბინძურებასთან პირდაპირკავშირშია. ამიტომ სჭიროა საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ამ დაავადების მიმართ. 

პროექტის  მიზნები/ შედეგები

§     მოსწავლეების მიერ აუტიზმის შესახებ მოძიებული მასალის დამუშავება ტექნოლოგიების გამოყენებით

§     მოსწავლეების მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე პროდუქტების შექმნა (ბუკლეტი, კედლის გაზეთი, პრეზენტაცია) და საზოგადოებისთვის გაზიარება.

§      აუტისტური სპექტრის ბავშვებთან სტუმრობა და მათანთან ერთად ერთი დღის გატარება, აზრების გაცვლა და მათვის სიხარულის მინიჭება მცირედი სიმბოლური საჩუქრებით (ფერადი ქაღალდები, ბუშტები, ფერადი ფანქრები...) სიფერადე, რადგან ისინი სამყაროს ძალიან ლამაზ ფერებში ხედავენ და აღიქვავენ.(სტუმრობა მენტალური განვითარების ცენტრში)

§     პროექტის განხორციელების შემდეგ ამაღლდება ცნობიერების დონე აუტიზმის შესახებ როგორც მოსწავლეებში, ასევე საზოგადოებაში.

პროექტის მდგრადობა

 

პროექტი მდგრადია, ვინაიდან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც. აუტიზმი არის პრობლემა, რომლის შესახებაც მუდმივად უნდა ხდებოდეს საზოგადოების ინფორმირებულობა. საზოგადოება უნდა მეჩვიოს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას, არ უნდა გაკიცხოს ისინი მეტად თავისებური ქცევის გამო. მშობლებმა არ უნდა მოითხოვონ, რომ აუტისტმა ბავშვებმა ცალკე უნდა ისწავლონ,   პირიქით, სსსმ მოსწავლე ხომ თანაკლასელებისაგან სწავლობს მოქცევის წესებსა და ურთიერთობას. თავის მხრივ კირიგითი მოსწავლეც სწავლობს მისგან ოდნავ განსხვავებულთან ურთიერთობასხდება მეტად მზრუნველი და ტოლერანტული.  ამიტომ პროექტის ფარგლებში, მოხდება რჩევების მიცემა კლასის დამრიგებლებისთვის ამ თემაზე კლასის საათის ჩატარების, შესაბამისი ფილმების ჩვენება/განხილვის მოწყობის თაობაზევფიქრობ, ამით ხელი შეეწყობა ინფორმირებული, სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

თემის შინაარსი

 

     სოციალური პროექტის განხორციელების პროცესში ვიყენებ ელექტრონულ ფოსტას gmail.com სკოლის გარეთ ურთიერთობისთვის, რათა მოსწავლეებს გავუგზავნო ინტერნეტით მოძიებული მასალები, პრეზენტაციის, ბუკლეტისა და კედლის გაზეთის მოსამზადებლად. ასევე მათგან უკუკავშირის მისაღებად.

პირველი  ეტაპი: მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ ინტერნეტით მოძიებულ მასალებს და ვგეგმავთ გამოკითხვას მასწავლებლებსა და მოსახლეობაში აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის დონის დასადგენად

მეორე ეტაპი: ხდება მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად კლასების მიხედვით: VII ა კლასი ამზადებს კედლის გაზეთს, VII ბ კლასი – საინფორმაციო ბუკლეტს, ხოლო ორივე  კლასი ამზადებს პრეზენტაციას Microsoft PoverPoint  პროგრამის დახმარებით

მესამე ეტაპი: მოსწავლეები ახდენენ გამოკითხვას, მოძიებული მასალისა და ჩემი დახმარებით ამზადებენ პროექტის პროდუქტებს, რომლებსაც ეტაპობრივად განვათავსებთ სკოლის ბლოგზე.

 

პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორები

·                     გამოკითხვის ან  ბუკლეტების დარიგების,  დაგეგმილ დღეს წვიმიანი ამინდი

·                     უარი გამოკითხვის ჩატარების დროს

·                     ტექნიკური პრობლემები (ინტერნეტკავშირის გათიშვა ან არარსებობა, ელენერგიის გათიშვა და ა.შ.

 შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

 თავი VIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:

3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:

წიგნიერებათანამედროვე გაგებითწიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვისწერისინფორმაციის დამუშავებისიდეებისა და მოსაზრებების გამოთქმისგადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზერომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს;

ციფრული წიგნიერება (იგივეარაც კომპიუტერული წიგნიერება). თანამედროვე მსოფლიოში საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ წიგნიერების ცნება კიდევ უფრო გააფართოვაიგი ამჟამად მოიცავს ქსელური ძიებისტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარსაცრასაც მთლიანობაში ციფრული წიგნიერება ეწოდებაინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში;

სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციასოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და  ღირებულებების ჩამოყალიბებასროგორებიცააკონსტრუქციული თანამშრომლობაპრობლემების მოგვარებაკრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებაგადაწყვეტილების მიღებაშემწყნარებლობასხვისი უფლებების პატივისცემადემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.

 

მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა

ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

                ●აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალის­წინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;

                ●გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;

 

მიმართულება: კვლევა და კომუნიკაცია

ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

                ● იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროექტებში)

ციფრული მასალის შესაქმნელად;

პროექტის კალენდარი

·         ინტერნეტით მოძიებული მასალების განხილვა, გამოკითხვის დაგეგმვა ( 16/10 2019)

·         ჯგუფების შექმნავდა საქმიანობის განაწილება ( 21.10.2019)

·         მოძიებული ინფორმაციის დახარისხება, შენახვა, დამუშავება ელექტრონულ ფორმატში; გაზეთის მომზადება (ერთი კვირა)

·         თანამშრომლობა სასკოლო პერიოდში და სკოლის გარეთ ინტერნეტსივრცეში (რეგულარულად)

·          და მასალების გამოქვეყნება (ეტაპობრივად 2 კვირის განმავლობაში)

·         გამოკითხვის ჩატერება (4–6.11.2019)

·         ბუკლეტების დარიგება (4-6.11.2019)

·         გაზეთის გამოკვრა და პრეზენტაცია (08.11.2019)

·         ასფალტზე ხატვა (11. 11.2019)

სპეციალური საჭიროებები

● მივცემ მითითებებს მასალების მოძიების, ბუკლეტის, გაზეთის, პრეზენტაციის მომზადების პერიოდში

● მივაწვდი ბუკლეტის შაბლონებს

● სსსმ მოსწავლეს დავავალებ მონაწილეობა მიიღოს ბუკლეტების დარიგებაში

 

 

შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე

მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს

პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ

გონებრივი იერიში

გამოკითხვა

● სამოქმედო გეგმა

●ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება

● გამოკითხვა

● ერთობლივი დაკვირვების ფურცელი

● პროექტის შეფასების რუბრიკა

 
           

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

პროექტი იწყება გამოკითხვით და გონებრივი იერიშით, რომლის მიზანია მოსწავლეთა ინფორმირებულობის განსაზღვრა, მათი ინტერესის გაღვივება, მუშაობის წინ მოტივაციის ამაღლება. პროექტის განმავლობაში მოსწავლეთა აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების ხელშეწყობის და მათ მიერ თემატიკის გაგების ხარისხის მონიტორინგისათვის გამოკითხვაც გამოიყენება. პროექტის დასაწყისში წარვადგენ ჯგუფური მუშაობის თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების რუბრიკას  და პროექტზე მუშაობის შეფასების რუბრიკას, რათა მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მიიღონ ინფორმაცია მათ მიმართ პროექტის მოლოდინების შესახებ და შეძლონ მუშაობის განმავლობაში თავიანთი პროგრესის კონტროლი. ასევე შეძლონ შეაფასონ თავიანთი წვლილი პროექტზე მუშაობის განმავლობაში. დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა კი, დამეხმარება მე მომავალი პროექტქბის დაგეგმვა/განხორციელებაში.

ჯგუფური და ერთობლივი მუშაობის უნარ-ჩვევების შესაფასებლად გამოვიყენებ ერთობლივი დაკვირვების ფურცელს  მაშინ, როცა მოსწავლეები პროექტის პროდუქტებს ქმნიან. მუშაობის პროცესში მოსწავლეებს შევხვდები ინდივიდუალურად და ჯგუფურად რათა მათ შეკითხვებს ვუპასუხო, შევაფასო მათი პროგრესი და დავაკვალიანო ისინი. წავახალისებ მოსწავლეებს გაუზიარონ უკუკავშირი ერთმანეთს პროექტის დასრულების შემდეგ. ბოლოს გამოვიყენებ პროექტის შეფასების კითხვარს და პროექტზე მუშაობის შეფასების რუბრიკას, რომელსაც ექნება განმავითარებელი ხასიათი.

(რუბრიკები იხილეთ შეფასების რუბრიკების გვერდზე)

           

საბაზისო უნარ-ჩვევები

·         ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები

·         ტექნიკური უნარ-ჩვევები (Microsoft Office Word, Microsoft Office PowerPoint)

·         ინტერნეტ რესურსების მოძიების უნარები

 

დიფერენცირებული სწავლება

 

სპეციალური საჭიროებები

● მივცემ მითითებებს მასალების მოძიების, ბუკლეტის, გაზეთის, პრეზენტაციის მომზადების პერიოდში

● მივაწვდი ბუკლეტის შაბლონებს

● სსსმ მოსწავლეს დავავალებ მონაწილეობა მიიღოს ბუკლეტების დარიგებაში

● მივცემ დამატებით დროს სამუშაოს შესასრულებლად

 

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები

დავავალებ დამატებით არასავალდებულო სამუშაოს შესრულებას (მაგ. მოამზადონ პრეზენტაცია თემაზე: დემოკრატიული საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში);

დავნიშნავ ლიდერად;

დავავალებ ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას;

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

 


ინტერნეტრესურსები

1. http://www.tabula.ge/ge/story/118881-ombudsmeni-gansakutrebit-mtsvavea-autizmis-mqone-bavshvta-problemebi

2.  https://trend.ge/story

3. http://autismillness.blogspot.com/

4.  http://atuizmi.blogspot.com/p/blog-page.html

5. http://intermedia.ge/i:show:channel

6. https://www.radiotavisupleba.ge/a/autizmis-saertashoriso-dge-tbilisshi/26936578.html

7.  http://www.tabula.ge/ge/story/94675-msoflio-autizmis-shesaxeb-cnobadobis-amaghlebis-saertashoriso-dghes-aghnishnavs

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.