„მუსიკის ანბანი“

 მუსიკის წრის სამუშაო გეგმა 
 2019-2020 სასწ/წ. IV კლასი I სემესტი
 ხელმძღვანელი: მაია ჭუმბურიძე
  სსიპ ქ. თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში მუშაობა დაიწყო მუსიკის უფასო წრემ „მუსიკის ანბანი“. წრეში გაერთიანებულები არიან IV კლასის მოსწავლეები. მეცადინეობა ჩატარდება ყოველ მეორე ოთხშაბათს (25.09.20-18.12.20) 14:15 სთ-დან 15:00-მდე. 

                                   საწრეო მუშაობის პროფილი და მიზნები:

1.მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა-განვითარება;
2.მუსიკის ანბანის განმტკიცება,სანოტო სისტემის გამოყენება, მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა და საკუთარი შთაბეჭდილებების გადმოცემა.

წრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეები სახალისო აქტივობებით და დამატებითი მოსასმენი მასალის გამოყენებით, რაც სიღრმისეულად ვერ ხერხდება საგაკვეთილო პროცესში, შეძლებენ ნაწარმოების ანალიზს. გამოიმუშავებენ მუსიკის მოსმენის კულტურას, ასევე ხელს შეუწყოფს მუსიკის საგნისადმი დაინტერესებას.

 

თემა

ჩატ. დრო

ხანგ.

მიზანი

რესურსი

შედეგი

1

 

 

 

 

მუსიკალური გასეირნება

 

25.09

45 წთ.

გაუჩნდეთ მეტი ინტერესი მუსიკალური ხელოვნების მიმართ

სასკოლო სახელმძღვანელო.

მოსწავლე მსჯელობს, ახასიათებს მოსმენილ ნაწარმოებს.

2

დო მაჟორი

9.10

45 წთ.

სმენის განვითარება, სანოტო სისტემის გამოყენებით

სანოტო რვეული, ფანქარი, საშლელი

მოსწავლეს შეუძლია სანოტო სისტემის გამოყენება

3

მყარი და მერყევი ბგერები

23.10

45 წთ.

სმენის განვითარება, სანოტო სისტემის გამოყენება

სანოტო რვეული, ფანქარი, საშლელი

მოსწავლეს შეუძლია თითოეული ბგერის სიმღერა ზუსტად და სანოტო რვეულში მუშაობა

4

სამხმოვანება „მაჟორული და მიმორული“

06.11

45 წთ.

სოფეჯიოს საკითხების გაცნობა

სახელმძღვანელო, სანოტო რვეული, ფანქარი, საშლელი

განასხვავებს სმენით და ხასიათით მაჟორსა და მინორს.

5

ი.გურგულია „პირველად იყო სიმღერა“

20.11

45 წთ.

ვოკალური უნარ-ჩვევების განითარება, სიმღერის შესწავლა

სახელმძღვანელო, მოსასმენი მასალა, ინტერნეტ სივრცე

მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად

6

ფრანც იოზებ ჰაიდნი

04.12

45წთ.

მოსწავლე გაეცნობა ვენის კლასიკოსს, მოუსმენს ჰაიდნის ნაწარმოებებს

სახელმძღვანელო, მოსასმენი მასალა

მოსწავლე ისაუბრებს მუსიკალური ნაწარმოებით გამოწვეულ შთაბეჭდილებებზე

7

მუსიკა და თავისუფალი დრო

18.12

45წთ.

მუსიკის მოსმენა, ანალიზის, დიალოგის უნარ-ჩვევების განვითარება

ინტერნეტ სივრცე, მოსასმენი მასალა, სასკოლო სახელმძღვანელო

მოსწავლე ახასიათებს მოსმენილ ნაწარმოებებს განწყობილების მიხედვით

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.