2019 სასწავლო წლის 31
ოქტომბერს ქალაქ
თბილისის N12 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა სამოქალაქო განათლების კლუბი
,,მოქალაქე“.
კლუბის დამფუძნებელი: ისტორიისა და
სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო
დევნოსაძე.
სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო
სკოლის სამოქალაქო განათლების
კლუბ,,მოქალაქის’“
წესდება
მუხლი
1.
ზოგადი
დებულებები
1.
სსიპ
ქალაქ თბილისის მე-12 საჯარო სამოქალაქო
განათლების კლუბი ,,მოქალაქე “ (შემდგომში - კლუბი)
დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე
მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის
წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით
დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის
„გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის
წევრთა ინიციატივით.
2.
კლუბი
დაფუძნებულია
ერთი სასწავლო
წლის ვადით.
3.
კლუბს
აქვს
სახელწოდება,
ლოგო,
აგრეთვე
შეიძლება
ჰქონდეს
სხვა
რეკვიზიტები.
4
კლუბის იურიდიული მისამართი:
საქართველო, ქ.
თბილისი
გ. ჭყონდიდელის
ქ N
85.
სსიპ ქალქ თბილისის N 12 საჯარო სკოლა.
ზოგადი დებულებები:
1.1.
ქალაქ თბილისის N 12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი
,,მოქალაქე“ დაფუძნებულია 2019 წლის 31
ოქტომბერს:
1.2.
კლუბის
სახელწოდება- სამოაქალაქო განათლების კლუბი ,,
მოქალაქე“,
1.3.
კლუბის
იურიდიული მისამართი : ქალაქ თბილისის N 12 საჯარო სკოლა.
მუხლი 2. კლუბის მიზნები და დაარსების იდეა
2.კლუბის მიზნებია:
2.1. სკოლის
მოსწავლეებისათვის საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების
მიცემა;
2.2. სასკოლო
პროგრამების მხარდაჭერა;
2.3. საგანმანათლებლო ბაზის
შექმნა;
2.4. მოსწავლეთა
კვლევის,
ანალიზის, ჯგუფური მუშაობისა და
დისკუსიის უნარების გამოვლენა, ჩამოყალიბება და
განვითარება;
2.5.მიღებული
ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში;
2.6. პრეზენტაციის უნარების
ჩამოყალიბება;
2.7.
პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარება;
2.8. წყვილებში, ჯგუფურად და ინდივიდუალურად
მუშაობისას გამოცდილების მიღება-გაზიარება;
კლუბის დაარსების იდეაა: მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.
მუხლი 3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა
კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის
წევრი
შეიძლება
გახდეს ამავე სკოლის
საბაზო/ საშუალო საფეხურის მოსწავლე,
რომელიც იზიარებს
კლუბის
მიზნებს;
3.3 კლუბის
წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობით ამ წესდების დანართი N1 -ით
დამტკიცებული ფორმით;
3.4.
კლუბის
წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
3.5. კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით კურატორთან შეთანხმების გარეშე;
3.6. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ
საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან;
3.7. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი
განცხადების
დაფუძველზე;
ბ)
კლუბის წევრთა ხმათა უმრავლესობის
გადაწყვეტილებით,
როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის
შეჩერების შედეგად;
3.8. კლუბის წევრთა რაოდენობა არ არის გასაზღვრული.
მუხლი 4. კლუბის მართვა და გადაწყვეტილებების მიღების წესი
4.1.
კლუბს შეიძლება ჰყავდეს მინიმუმ
ერთი კურატორი (მასწავლებელი),
რომლის უფლებამოსილებაა
უხელმძღვანელოს
კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად
წარადგინოს კლუბი მესამე პირებთან,
უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი
პროექტებისა და პროგრამების
შემუშავებასა
და რეალიზაციას,
განაგოს კლუბის
ქონება;
4.2. გადაწყვეტილების
მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც
გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.
მუხლი 5. კლუბის მუშაობა
5.1.
კლუბი იკრიბება თვეში
ერთხელ.
5.2. სამუშაო შეხვედრის
დრო: 14:
15სთ.
5.3. კლუბის
ყველა მონაწილე ვალდებულია დადგენილ დროს გამოცხადდეს და შეასრულოს
წესები:
5.4. კლუბი მუშაობს წინასწარ
შემუშავებული სამოქმედო
გეგმით:
5.5 ამ წესდების მეორე
მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად კლუბის
წევრები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა
ინფორმირებულობას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ სიახლეებთან
დაკავშირებით.
5.6.წინადადებებით
მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.
მუხლი 6. კლუბის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა
თვითმმართველობის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა
აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის
გასვლით.
მუხლი 7. ცვლილებების შეტანა
კლუბის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ცვლილების შესახებ ინიციატივის მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.
მოსწავლეთა საყურადღებოდ!
ძვირფასო
მოსწავლეებო, 2019 წლის 31 ოქტომბრიდან შეგიძლიათ
ჩაეწეროთ ქალაქ თბილისი N12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების
კლუბში და მონაწილეობა მიიღოთ კლუბის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში.
ინფორმაციისათვის მიმართეთ ისტორიის პედაგოგს ნინო დევნოსაძეს.
მსურველებმა წერილობით უნდა დაადასტურონ კლუბში გაწევრიანების
სურვილი,რისთვისაც აღნიშნული მასწავლებლის სახელზე წერთ
განცხადებას.
სამოქალაქო განათლების კლუბი ,,მოქალაქე“
კურატორს
-------------------------------------
ამავე სკოლის ------ კლასის მოსწავლე
-------------
მშობლის -----------------------------------------------
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
გთხოვთ, ჩემი შვილი, სსიპ -ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის --- კლასის მოსწავლე ----
----------------------------- გააწევრიანოთ ამავე სკოლაში შექმნილ სამოქალაქო განათლების კლუბში.
პატივისცემით,
განმცხადებელი:
თარიღი:
საკონტაქტო მონაცემები:
სკოლის მისამართი: ჭყონდიდელის ქ.
N85
ტელეფონი:
591945217
სკოლის ელ.ფოსტა
Tbilisi 12
@mes.gov.ge
სკოლის ვებ გვერდი:
skola12.gweb.ge
კლუბის სამუშაო გეგმა
N |
თემა |
ჩატარების დრო |
1 |
მე და ჩემი თემი |
18.11 |
2 |
კულტურული მრავალფეროვნება ჩემს გარშემო |
17.12 |
3 |
ადამიანური ღირსება და ჩაგვრა ,ბულინგი |
29.01 |
4 |
ბუნებრივი გარემო ჩვენი მემკვიდრეობა |
21.02 |
5 |
ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი დანერგვა |
19.03 |
6 |
გარდატეხის ასაკი და მისი პრობლემები |
29.04 |
7 |
მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა |
21.05 |
8 |
საგზაო უსაფრთხოება |
09.06 |
სსიპ ქალაქ თბილისის N 12 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის გაერთიანებული
სხდომის ოქმი N6
ქ. თბილისი 31 ოქტომბერი 2019 წ.
სხდომის დაწყების დრო: 14:15 სთ.
სხდომას ესწრებოდნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები:
1. ხალვაში ნინო VIIა კლასი;
2. წერეთელი ანა VIIბ კლასი;
3. მაისურაძე ლილე VIIIა კლასი;
4. ჭინჭარაული ანი VIIIბ კლასი;
5. მამალაძე ლაშა IXა კლასი;
6. ბაგაური მარიამ IX ბ კლასი;
7. ებრალიძე ზურაბი IX გ კლასი;
8. გაბაძე მარიამ Xა კლასი;
9. გოროზია გიორგი X ბ კლასი;
10. ყარალაშვილი მარიამ XIა კლასი;
11. ოდიკაძე მარიამი XIბ კლასი;
12. მუმლაძე ირაკლი XIIა კლასი;
13. შენგელია ლიკა XIIბ კლასი.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდა: ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დევნოსაძე.
სხდომა გახსნა საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ გიორგი გოროზიამ. დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში რაიმე საკითხის დამატება.
დღის წესრიგი:
1. სამოქალაქო განათლების კლუბი „მოქალაქე‘’ კლუბის შექმნისა და კლუბის კურატორის არჩევის საკითხი;
2. მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით შექმნილი სამოქალაქო განათლების კლუბი ,,მოქალაქე“ წესდების დამტკიცების საკითხი;
3. მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით შექმნილი სამოქალაქო განათლების კლუბი ,,მოქალაქე“ სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.
კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:
მომხრე 13
წინააღმდეგი 0
დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.
საკითხი N1: სამოქალაქო განათლების კლუბ ,,მოქალაქის“ შექმნისა და კლუბის კურატორის არჩევის საკითხი.
მომხსენებელი: საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე გიორგი გოროზიამ
მოისმინეს: საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ გიორგი გოროზიამ დღის წესრიგით წარმოდგენილ პირველ საკითხთან დაკავშირებით თვითმმართველობის წევრებს განუმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოსწავლეთა თვითმმართველობა წევრთა 1/5-ის ინიციატივით, მოსწავლეთა და სკოლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქმნის სასკოლო კლუბებს. მან დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა მოსწავლეთა თვითმმართველობის მიზნები და ფუნქციები და აღნიშნა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის თვითმართველობის დებულების მე-8 მუხლის მიხედვით, „თვითმმართველობა დასახული მიზნების მისაღწევად ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
- ხელს უწყობს სკოლაში არსებული კლუბების აქტიურ მუშაობას;
- წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს და ირჩევს მათ ხელმძღვანელებს“.
გასულ წლებში სკოლაში ფუნქციონირებდა სამოქალაქო განათლების კლუბი ,,მოქალაქე,‘’ რომელიც საკმაოდ წარმატებით ახორციელებდა პროექტებს. მოსწავლეთა გააქტიურებისათვის საჭიროა დამატებით შეიქმნას კლუბები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართვას მათი ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.
საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ წევრებს გააცნო მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა 1/5-ის ინიციატივით წარმოდგენილი განაცხადი სასკოლო კლუბის შექმნის შესახებ, სახელწოდებით ,,მოქალაქე“ რომლის მიზანიცაა მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. მან აღნიშნა, რომ კლუბში გაწევრიანება შეეძლება საბაზო და საშუალო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც შეავსებს შესაბამის განაცხადს.
საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარემ გიორგი გოროზიამ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ გასული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ყოველ სასკოლო კლუბს ჰყავდეს კურატორი, რომელიც წარმართავს საკლუბო მუშაობას, დაეხმარება კლუბის წევრებს ინიციატივებისა და იდეების რეალიზებაში, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ უმჯობესია კლუბის კურატორად არჩეულ იქნას სკოლის მასწავლებელი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კლუბის საქმიანობაში. სამოქალაქო განათლების კლუბის კურატორობაზე სხდომაზე სურვილი გამოთქვა სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განთლების მასწავლებელმა ნინო დევნოსაძემ.
აზრი გამოთქვა: მარიამ ბაგაურმა. მან განაცხადა, რომ სამოქალაქო კლუბის შექმნა მართლაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თეორიული და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, ცოდნის გაღრმავებას და სხვადასხვა საფეხურების მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას. მათ ხაზი გაუსვეს კურატორის დანიშვნის საჭიროებას და აღნიშნეს, რომ იგი მართლაც დაეხმარება კლუბის მუშაობას და უფრო მეტად ორგანიზებულად და აქტიურად წარიმართება კლუბის საქმიანობა. მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა მოიწონეს კლუბის კურატორის ნინო დევნოსაძის კანდიდატურა.
მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის.
კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს:
მომხრე 13
წინააღმდეგი 0
კენჭისყრის შედეგად საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობამ დაადგინა:
1. სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლაში შეიქმნას სამოქალაქო განათლების კლუბი ,,მოქალაქე“;
2. კლუბის კურატორად შეირჩა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დევნოსაძე.
საკითხი N2: მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით შექმნილი სამოქალაქო კლუბი ,,მოქალაქე“ წესდების დამტკიცების საკითხი.
მომხსენებელი: საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარე გიორგი გოროზია.
მოისმინეს: საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარის გიორგი გოროზიას მოხსენება დღის წესრიგით წარმოდგენილ მე-2 საკითხთან დაკავშირებით. მან დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა სამოქალაქო კლუბ „მოქალაქის“ მიზნები და ამოცანები და აღნიშნა, რომ სასკოლო კლუბის ეფექტური მუშაობისათვის, აუცილებელია მას ჰქონდეს წესდება. გიორგი გოროზიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მოსწავლეთა სასკოლო კლუბის წესდების პროექტი, რომლითაც უნდა განისაზღვროს სასკოლო კლუბის საქმიანობა, მიზნები, ამოცანები და სხვა საკითხები.
აზრი გამოთქვა :მარიამ ოდიკაძემ. მან განაცხადა, რომ წარმოდგენილი წესდება სრულად განსაზღვრავს სასკოლო კლუბ მოქალაქის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკითხებს და არ ეწინააღმდეგება სკოლის ინტერესებსა და მიზნებს. მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი წესდების დამტკიცების საკითხისათვის.
კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს:
მომხრე - 13
წინააღმდეგი - 0
კენჭისყრის შედეგად მოსწავლეთა თვითმმართველობამ დაადგინა: დამტკიცდეს სასკოლო კლუბ,, მოქალაქე“’ წესდება დანართი N1-ის შესაბამისად.
საკითხი N3: მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივით შექმნილი სამოქალაქო განთლების კლუბი ,,მოქალაქეს“ სამუშაო გეგმის დამტკიცება.
მომხსენებელი: საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარე გიორგი გოროზია.
მოისმინეს: საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარის გიორგი გოროზიას მოხსენება დღის წესრიგით წარმოდგენილ მე-3 საკითხთან დაკავშირებით. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით შექმნილი სამოქალაქო განთლების კლუბ ,,მოქალაქეს“ საქმიანობის სფერო, მიზნები, ამოცანები, რომლებიც თავმოყრილია კლუბის წესდებაში. მან განაცხადა, რომ საჭიროა შემუშავდეს კლუბის სამუშაო გეგმა, რომლითაც განსაზღვრული იქნება კლუბის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები სავარაუდო პერიოდის მითითებით. საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარის გიორგი გოროზიას განცხადებით, მიზანშეწონილია, რომ აქტივობები იყოს მრავალფეროვანი, კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისთვის გათვლილი და საინტერესო, თვითმმართველობის თავჯდომარემ გააცნო კლუბის კურატორის სამუშაო გეგმა კერძოდ, სამოქალაქო ცნობიერების და აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპები. თემები: მე და ჩემი თემი, კულტურული მრავალფეროვნება ადამიანური ღირსება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი დანერგვა, საზოგადოება და წესები.
აზრი გამოთქვა მარიამ: მან განაცხადა, რომ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა სრულად განსაზღვრავს სამოქალაქო განათლები კლუბის ფუნქციონირებისათვის საჭირო აქტივობებს და არ ეწინააღმდეგება სკოლის ინტერესებსა და მიზნებს.
მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხისათვის.
კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს:
მომხრე - 13
წინააღმდეგი - 0
კენჭისყრის შედეგად მოსწავლეთა თვითმმართველობამ დაადგინა: დამტკიცდეს მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით შექმნილი „მოქალაქე‘’ კლუბის სამუშაო გეგმა დანართი N2-ის შესაბამისად.
განსახილველი საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად გამოცხადდა.
სხდომის დასრულების დრო: 15:00სთ.
საშუალო საფეხურის მოსწავლეთა
თვითმმართველობის თავმჯდომარე: /გიორგი გოროზია/
საბაზო საფეხურის მოსწავლეთა
თვითმმართველობის თავმჯდომარე: /ანა წერეთელი/
საშუალო საფეხურის მოსწავლეთა
თვითმმართველობის მდივანი: /მარიამ გაბაძე/