,,ნორჩი ისტორიკოსები’’

სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლაშიმუშაობა დაიწყოისტორიის უფასო წრემ,   სახელწოდებით ,,ნორჩი ისტორიკოსები’’ წრეში ჩართული არიან VII ა  კლასის მოსწავლეები,მუშაობა ჩატარდება ყოველპარასკევს (04 .10.2019-06.12.2019)  14:10 სთ. მუშაობის ხანგძლივობა  45წთ.     წრის ხელმძღვანელი ისტორიის პედაგოგი თამარ მეშველიანი

წრის  აქტუალობა

ისტორიის,როგორც მეცნიერების ,საგნის აქტუალობა ნათელია,  არა მხოლოდ იმიტომ,რომ ვიცოდეთ ვინ ვართ,საიდან მოვდივართ,არამედ იმით, რომ ისტორია არის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის, მხოლოდ ისტორიის კარგად მცოდნეს შეუძლია გაერკვეს პოლიტიკურ რეალიებში სწრაფად, დროისა და სივრცის მიუხედავად,  უკვე შეძენილი ცოდნა გაითვალისწინოს და მიღებული ანალიზის შედეგად  თითქმის ან  სრულიად უშეცდომოდ დაგეგმოს მომავალი, სწორედ ამიტომ ქვეყნის მომავალი მოქალაქე მოსწავლეობიდანვე უნდა ფლობდეს ამ ცოდნას, ანალიზის და დაგეგმვის უნარებს.

წრის  მიზნები და ამოცანები

პიროვნების ტოლერანტობის, მოქალაქეობრივი თვითშეგნების,მოსმენის, საკომუნიკაციო,მეტყველების ,დისკუსიის,ლოგიკური, არგუმენტირებული მსჯელობის უნარები ისტორიის ცოდნის საფუძველზე ყალიბდება. სწორედ ისტორიის ცოდნა აძლევს ადამიანს განუვითაროს პატიოტიზმის,  საკუთარი აზრის ლოგიკურად დასაბუთების, კულტურათაშორისი თანამშრომლობის ,საკუთარი და ზოგადად კულტურუ ლი ფასეულობების დაფასება-დაცვის უნარები.

·         გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეები, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.

 

·         საგანმანათლებლო მიზნით სხვადასხვა რესურსით (მუზეუმები,საგამოფენო გალერეები, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვ.) სარგებლობა;

·         დისკუსიის ეტიკეტის დაცვა

     წრის სამუშაო შეხვედრების აღწერა

                                                                   გეგმა   

#

აქტივობა( თემა)

აქტივობის მიზანი

შედეგი

რესურსი

თარიღი

1.

საორგანიზაციო შეხვედრა

წრის სამუშაო გეგმის გაცნობა დაკომუნიკაციის დამყარება მოსწავლეებთან

მოსწავლეები გაეცნენ სამუშა გეგმას    

წიგნი

04/10 2019

2.

არქეოლოგია როგორც ისტორიის შემადგენელი ნაწილი

დამატებითი მასალის მოძიება ინტერნეტში, ეროვნულ
მუზეუმში ვიზიტი

მოსწავლეებმა მოიძიეს მასალა,დაათვალიერეს და გაეცნენ ეროვნულ მუზეუმში დაცულ არქეოლოიურ ნივთებს,რამაც მეტი ინტერესი გაუჩინათ მეტი სცოდნოდათ და გაეღრმავებინათ ცოდნა არქეოლოგიის კუთხით,დიდი ინტერესი გამოიჩინეს დმანისში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთების მიმართ...     

ინტერნეტი

11/10 2019

3.

მცხეთა როგორც პირველი სატახტო ქალაქი..

 

,,სვეტიცხოვლობა’’

დამატებითი მასალის მოძიება,კედლის გაზეთის გამოშვება,

მოსწავლეებმა მოიძიეს დამატყებითი მასალა, და ნახეს დოკუმენტური ფილმი.    

ფორმატი,წიგნი,ინტერნეტი, თაბახის ფურცელი,მარკერი

18/10 2019         

4

ქალის როლი მსოფლიო და საქართველოს ისტორიაში

მოიძიებენ შესაბამის მასალებს,მოამზადებენ რეფერატებს ამ თემაზე

ამ თემაზე რეფერატები არ მომზადებულა, მასწავლებელმა ჩაატარა მინი ლექცია  

ფორმატი, წიგნი, ინტერნეტი, თაბახის ფურცელი,მარკერი

25/10 2019

5

ქართული საბრძოლო ხელოვნება

ექსკურსია ეროვნულ მუზეუმში,თემების დამუშავება -პრეზენტაცია

მუზეუმში ამ თემატიკის განყოფილებაში მიმდინარეობს გამოფენის რეორგანიზაცია  

 

01/11 2019

6

მუშაობა ქართულ ვიკიპედიაში

ვიკიპედიის ადმინისტრაციასთან თაანამშრომლობით, დარეგისტრირება, ტექსტის აკრეფის ცოდნის გაზიარება და შემოთავაზებული ტექსტების აკრეფა ვიკიპედიაში

ჩატარდა შეხვედრა  ამ საკითხზე, გამოიწვია დიდი ინტერესი,წრის წევრები აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ ქართული ვიკიპედიის მიერ დაგეგმილ ყველა აქტივობაში     

ინტერნეტი

08/10 2019

7

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება

თემების მომზადება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ,დისკუსიის გამართვა მოსწავლეებში..

ამ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს  დაგეგმილ ღონისძიებებში,წაიკითხეს მათ მიერ მოძიებული მასალა.გაუზიარეს ერთმანეთს მათი ნააზრევი ამ თემაზე. 

წიგნი

15/11 2019

8

ვინ იყო წმინდა გიორგი და რატომ ვზეიმობთ გიორგობას....

ინფორმაციის მოძიება და წმინდა გიორგის ბიოგრაფიის გაცნობა.

ამ თემასთან დაკავშირებით მოვიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით....ყურადღებით გაეცვნენ მის ბიოგრაფიას. ასევე ნახეს დოკუმენტური ფილმი ,,დიდმოწამე გიორგის ლოცვა’’ 

წიგნი,

ინტერნეტი, თაბახის ფურცელი,

მარკერი

22/11 2019

9

რელიგიები და მათი წარმოშობის ეტაპები

მინი ლექცია ოთხ ძირითად რელიგიაზე და მათი წარმოშობის ეტაპებზე,ქრისტიანობა ,ისლამი,ბუდიზმი,იუდაიზმი.ინფორმაციის მოძიება ვიკიპედიის გამოყენებით.

მოსწავლეებმა ყურადღებით მოისმინეს მინი ლექცია,ასევე კარგადაართვეს თავი და მოიძიეს ინფორმაციები ყველა კონკრეტულ რელიგიაზე.მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით და ასევე ფოტო მასალის დართვით შევქმენით კედლის გაზეთები...თეამაზე ,,მსოფლიო რელიგიები’’

წიგნი

29/11 2019

10

წრის შემაჯამებელი მუშაობა

მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ თავიანთ მოსაძრებას,რა შესძინა საწრეო მუშაობამ და იმსჯელებენ მეორე სემესტრისმუშაობის გეგმაზე,

მოსწავლეები მიღებული ცოდნის საფუძველზე კიდევ ერთხელ განიმტკიცებენ და გაიღრმავებენ ცოდნას ისტორიის შესახებ,ასევე შექმნეს კედლის გაზეთი.სახელწოდებით ,,რა მომცა წრეში მუშაობამ“

წიგნი, თაბახის ფურცელი

06/12 2019

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.