სსიპ.ქ. თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში მუშაობა დაიწყო ბიოლოგიის წრემ „ნორჩი გენეტიკოსები“. წრის ხელმძღვანელი: თ.ბრეგვაძე. წრეში გაერთიანებულნი არიან მე-9 კლასის მოსწავლეები. წრის მუშაობა ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს (4.X.19-16.XII.19). მუშაობის ხანგრძლივობა 45 წთ.
წრის მუშაობის პროფილი და მიზანი:
ბიოლოგიისადმი
კერძოდ გენეტიკისადმი ინტერესის გაღვივება, ცოდნის
გაღრმავება. დაკვირვების
,
კვლევის, კლასიფიცირების, მსჯელობის, დასკვნების გამოტანის
უნარ-ჩვევების გამომუშავება. შემოქმედებითი
და
დამოუკიდებელი, ასევე თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების
ხელშეწყობა. წრის ფუნქციონირება
მნიშვნელოვანია და აქტუალური, რადგან საგაკვეთილო პროცესში ვერ
ხერხდება მასალის სიღრმისეული ათვისება. პასუხების მოძიებაში კი
ვფიქრობ წრეზე განხილული საკითხები დაეხმარებათ მოსწავლეებს სახალისო
აქტივობების შესრულებაში, დაკვირვების შედეგად მიღებული
შთაბეჭდილებები დაეხმარება შემეცნებითი უნარების დაუფლებაში.
წრის
მუშაობის პროგრამა
N |
თემა |
მიზანი |
რესურსი |
შედეგი |
თარიღი |
დრო |
1 |
მემკვიდრეობითობა, მიტოზი, მეიოზი. |
მოსწავლეებმა შეძლონ მიტოზისა და მეიოზის მარტივი სქემის შედგენა.შეძლონ მიტოზისა და მეიოზის ფაზების ერთმანეთისგან განსხვავება. |
ტაბულები, სურათები, სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი. |
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით, ადგენს მიტოზისა და მეიოზის მარტივ სქემებს.ადარებს შვილეულ უჯრედებში ქრომოსომების განაწილების კანონზომიერებებს. |
4.X. |
45 წთ. |
2 |
მიტოზის და მეიოზის მნიშვნელობა. |
მოსწავლემ უნდა შეძლოს მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის კანონების ჩამოყალიბება, იმსჯელოს მიტოზისა და მეიოზის მნიშვნელობაზე მედიცინასა და სელექციაში. უნდა შეძლონ მიტოზის პროცესის დემონსტრირება. |
სახელმძღვანელო, წითელი და ლურჯი მარკერი. |
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მიტოზის სცენარის სქემა, პირობითი აღვნიშნებით ადარებენ შვილეულ უჯრედებში ქრომოსომების განაწილების თავისებურებებს. |
11.X. |
45 წთ |
3 |
მენდელი როგორც „გენეტიკის მამად“ წოდებული. |
შეისწავლონ უდიდესი ჩეხი მეცნიერის ბიოგრაფია. უნდა შეძლონ რომ ჩასწვდნენ მონოჰიბრიდული და დიჰიბრიდული შეჯვარების არსს. |
სახელმძღვანელო, კალამი, რვეული, წითელი და თეთრი ფურცლები. |
მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს გენეტიკის მნიშვნელობაზე, ჩამოაყალიბოს მენდელის ბიოგრაფიული ცნობები. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით. |
18.X. |
45 წთ |
4 |
მონოჰიბრიდული შეჯვარება. |
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მონოჰიბრიდულ შეჯვარებაზე ამოცანების ამოხსნა. განასხვაონ დომინანტური და რეცესიული ნიშნები, ასევე დომინირების და დათიშვის კანონები და ერთგვარობის წესი. |
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი. |
აყალიბებს მემკბვიდრეობითობის კანონებს და შესაბამისი ფორმ ულებით გამოსახავს გენეტიკურ სქემებს მონოჰიბრიდულ შეჯვარებაზე. ადეკვატურად იყენებს შესაბამის სიმბოლოებს მათ ჩასაწერად. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება. |
25.X. |
45წთ |
5 |
გენეტიკური ამოცანების ამოხსნა მონოჰიბრიდულ შეჯვარებაზე. |
ყველა მოსწავლემ დაუხმარებლად შეძლონ გენეტიკური ამოცანების ამოხსნა. გენეტიკური ამოცანების უფრო კარგად შესწავლის მიზნით უნდა ამოხსნან ბევრი ამოცანა. |
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, სახელმძღვანელო. |
ყველა მოსწავლემ კარგად გაიგო გენეტიკური ამოცანები დიჰიბრიდულ შეჯვარებაზე და უშეცდომოდ ხსნიან ყველა ამოცანას. |
2.XI |
45 წთ |
6 |
გენეტიკური ამოცანების ამოხსნა დიჰიბრიდულ შეჯვარებაზე. |
მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ გენეტიკური ამოცანების ამოხსნა დიჰიბრიდულ შეჯვარებაზე დამოუკიდებლად. |
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, ცარცი. |
ყველა მოსწავლეს შეუძლია უშეცდომოდ ამოხსნას გენეტიკური ამოცანები დიჰიბრიდულ შეჯვარებაზე. |
9.XI. |
45წთ |
7 |
სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმები. |
მოსწავლეებმა შეძლონ სქესის დადგენა. |
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი. |
ადგენ ადამიანში სქესის განსაზღვრის სქემას, განსაზღვრავს კონკრეტული სქესის ინდივიდის დაბადების ალბათობას. |
17.XI. |
45 წთ |
8 |
სასქესო ქრომოსომები, ტყუპების მეთოდი. |
მოსწავლეებმა იმსჯელონ გენეტიკის მნიშვნელობაზე მედიცინასი და სელექციაში.განსაზღვრონ რა ხდება ტყუპების დაბადების შემთხვევაში. |
ტაბულები, სურათები, სახელმძღვანელო, ცარცი, დაფა. |
მოსწავლეები მსჯელობენ, აყალიბებენ მემკვიდრეობითობის კანონებს და შესაბამისი ფორმულებით გამოსახავენ გენეტიკურ სქემებს. ადეკვატურად იყენებს შესაბამის სიმბოლოებს მათ ჩასაწერად. |
25.XI |
45 წთ |
9 |
მემკვიდრული ნიშნების გადაცემა ადამიანში. |
მოსწავლემ უნდა შეძლოს მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის განსაზღვრა, ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები. |
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი. |
მოსწავლეები მსჯელობენ მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრული ნიშნების გადაცემას მშობლებიდან შვილებზე. |
2.XII |
45 წთ |
10 |
მემკვიდრული დაავადებები. |
მოსწავლეებმა შეძლონ მემკვიდრული დაავადებების განსხვავება, მათი მნიშვნელობა ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში. |
სახელმძღვანელო, დაფა,ცარცი. |
ასახელებენ მემკვიდრულ დაავადებებს და მსჯელობენ დაავადების ფორმასა და მნიშვნელობაზე და ახასიათებენ თითოეულ დაავადებას. |
9.XII |
45 წთ |
11 |
წრის შემაჯამებელი მუშაობა. |
მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ ის თემები, რომლებმაც მათში ინტერესი გამოიწვია და განსაზღვრონ რამ გამოიწვია ეს ინტერესი. |
დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო. |
მოსწავლეები ასახელებენ საინტერესო თემებს და ინტერესით საუბრობენ მათზე. |
16.XII |
45 წთ |